ველოდებით, რომ ხვალ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტში წარმოადგენს სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის შემადგენლობას – გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა ახალ კაბინეტს ხვალ წარადგენს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე, მთავრობა უკვე დამტკიცებული იქნება.
“ჩვენ ხვალ ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს როგორც სამთავრობო პროგრამას, ისე – მთავრობის შემადგენლობას, პარლამენტში განხილვისა და ნდობის გამოცხადების მიზნით. მომავალ კვირაში უკვე განხორციელდება საკომიტეტო მოსმენები, პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები და, დაახლოებით, კვირის ბოლომდე ჩვენ უკვე დავამტკიცებთ მთავრობას.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას – ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი თვითონ წარმოადგენს სიას, ეს არის მისი უშუალო პრეროგატივა, ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ,”- აცხადებს გივი მიქანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის

პაპუაშვილი კომპანია „ლორგოზე“: რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია“, არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს