ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს -დან –

ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს -დან – ირაკლი
ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს აშშ-დან. სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ შეწყდება თავდასხმები საქართველოზე. ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ შორის გუშინაც მოვისმინეთ. ეს თანაბრად შედის საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გარდატეხა ურთიერთობაში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ შორის აუცილებელია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ, რომელიც ჯერ უკავშირდებოდა ჯერ სასამართლო ხელისუფლებას, შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ა.შ. ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველ რიგში აუცილებელია სამართლიანობა ურთიერთობებში და ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მთავრობის მხრიდანაც. ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დამთავრდება ომი უკრაინაში. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ უკვე იანვარშიც შეიძლება დასრულდეს ომი. როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება. მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, -აღნიშნა კობახიძემ.
Previous: ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი, სამართლებრივი საკითხია და დავის განხილვაში ვერ ჩავერევით

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის