ველოდებით დონალდ ტრამპის მიმართ აღშფოთებულ ევრორეზოლუციას და მის პერსონალურ დასანქცირებას

რა რეაქცია მოჰყვა დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლას და მის მიერ დასახულ პრიორიტეტებს ევროპის ლიდერების მხრიდან, ამ თემაზე შეფასებები „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, -ს პრეზიდენტის მოხსენებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია და პასუხებმაც არ დააყოვნა. განსაკუთრებით, ქართველიშვილის აზრით, ამ მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტი გამოირჩევა. „დონალდ ტრამპის გამოსვლამ -ის კონგრესში, სადაც მან საერთაშორისო „სანაცეთი” გაროზგა და სრულიად სალიბერალოს „ატატა” გაუკეთა, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. ლიბერალური ევროპელი ლიდერები არ ეთანხმებიან მის პოზიციას ძირითადად იმაში, რაც ახლა ყველაზე მაგრად სტკივათ – უკრაინის მხარდაჭერასა და აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე. შეშფოთებულთა ავანგარდში დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან, რადგან აშშ-ის პოლიტიკა იცვლება. მან აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და არ დაუშვას ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებმაც შესაძლოა უკრაინას ავნოს.
ევროკავშირის დანარჩენი ლიბერალი-ლიდერებიც აპირებენ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და გაამყარონ უკრაინის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ტრამპმა კიევისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა. თუმცა, ევროკავშირის შიგნით უთანხმოებაა ამ მხარდაჭერის მოცულობასა და ფორმატზე, განსაკუთრებით უნგრეთის მხრიდან. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს მკაცრი საპასუხო ზომები, თუ აშშ ევროპულ პროდუქტებზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ნაბიჯები განიხილება როგორც უსამართლო სავაჭრო ბარიერები და ევროპა დაიცავს თავის ეკონომიკურ ინტერესებს. საფრანგეთმა ასევე მოითხოვა, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპასუხო ზომები ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების წინააღმდეგ და დაიცვას თავისი ინტერესები. აღშფოთებით სავსეა ასევე ლიბერალების რეაქცია რუსეთის შესახებ განცხადებებზე.
განსაკუთრებით აშინებს ტრამპს „მამაცი” ესტონეთის წარმომადგენელი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა შეშფოთება გამოთქვა ტრამპის რიტორიკის გამო, რომელიც, მისი თქმით, ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას უკრაინის ომთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები დისკომფორტს იწვევს და ევროკავშირის მხრიდან ყურადღებით შეფასებას საჭიროებს. ველოდებით დონალდ ტრამპის მიმართ აღშფოთებულ ევრორეზოლუციას და მის პერსონალურ დასანქცირებას…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს