ველი ბიზნესი X GPI – როგორ იქმნება საერთო შეთავაზება განსხვავებული გამოცდილებისთვის

ველი ბიზნესმა ქართულ იქომერს სივრცეში პირველად გადადგა ნაბიჯი ისეთი კოლაბორაციული კამპანიების შექმნისკენ, რომლებიც კომპანიების ორმხრივი გაძლიერებისა და მხარდაჭერის პარალელურად, პოზიტიურად ისახება მომხმარებლებზეც.
ველი ბიზნესისა და GPI-ს თანამშრომლობის ფარგლებში ველის რითეილ მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება შეიქმნა. ის მომხმარებლები, რომლებიც სახლისა და ეზოს კატეგორიიდან მინიმუმ 150 ლარის ღირებულების შეკვეთას განათავსებენ ველიზე, GPI-გან საჩუქრად “ჩემი სახლის” პოლისზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
“ჩვენი თანამშრომლობა ერთჯერადი არ იქნება, რადგან ორივე კომპანიას საერთო მიზანი ამოძრავებს – შეუქმნას მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება. ამჯერადაც, მომხმარებელს ერთიანი ძალებით ვთავაზობთ აქციას, რომელიც ისევ მათ კომფორტზეა ორიენტირებული.
პოლისს „ჩემი სახლი“ კომპლექსური დაფარვა აქვს, რათა საიმედოდ პოლისით მოსარგებლე ადამიანი დაცული იყოს ფინანსური ზარალისგან. დაზღვეულია თავად შენობა და შიგთავსიც – ავეჯისა და ინვენტარის ჩათვლით. სახლი დაზღვეული იქნება გათბობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა თუ ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლისგან, სტიქიური მოვლენების -წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი- შედეგად მიყენებული ზარალისაგან, ხანძრისა და აფეთქებისგან, ქურდობის, ძარცვა-ყაჩაღობისგან და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული ზიანისგან. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი ლიმიტი 25 000-დან 250 000 დოლარის ჩათვლით. პოლისის ღირებულების გამოთვლა ხდება ინდივიდუალურად, შერჩეული ლიმიტებიდან გამომდინარე, სახლის მახასიათებლების გათვალისწინებით.” – სალომე ბაქრაძე, GPI-ს მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი
სახლის & ეზოს კატეგორია თანამედროვე დიზაინისა და მაღალი ხარისხის ათასობით ნივთს აერთიანებს, რომლებშიც მომხმარებლებს ნებისმიერი სივრცისთვის მცირე ავეჯის, დეკორაციების, განათებისა თუ სხვა მრავალფეროვანი ნივთების აღმოჩენა შეუძლიათ.
ამავდროულად, ის მომხმარებლები, რომლებიც უკვე სარგებლობენ GPI-ს დაზღვევით ველისგან საჩუქრად ფასდაკლების ვაუჩერებს მიიღებენ. მათ გამოყენებას კი სახლის & ეზოს კატეგორიის 4000-მდე პროდუქტზე შეძლებენ.
“მსგავსი თანამშრომლობა ორივე კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, თავის მომხმარებელს იმაზე მეტი შესთავაზოს, ვიდრე მხოლოდ პროდუქტი ან კონკრეტული სერვისია, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლის ზოგად გამოცდილებაზე.” – ბექა ტაბატაძე, ველი ბიზნესის ხელმძღვანელი
ველის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა, რა ღირებულებასაც ველი ბიზნესი, VELI.store-ის კორპორატიულ მიმართულებაც, იზიარებს. შესაბამისად, ველი ბიზნესი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ინდუსტრიის კომპანიასთან ისეთი თანამშრომლებისთვის, რომელიც მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას მოიაზრებს.
დამატებითი ინფორმაციისა და მსგავსი თანამშრომლობის დაწყებისთვის დაუკავშირდი ველი ბიზნესის გუნდს მეილზე: [email protected]

ასევე დაგაინტერესებთ