ველით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს – დაუთი

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებით, მოელის, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
ამის შესახებ სტივენ დაუთიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის, ჯესიკა მორდენის კითხვის პასუხად განაცხადა. მან სტივენ დაუთის კითხვით მიმართ, თუ როგორ აფასებს ის, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდის გამოყენების ბრალდებებთან დაკავშირებით.
„ღრმად ვარ შეშფოთებული BBC-ის რეპორტაჟით, რომელიც ეხებოდა საქართველოს პოლიციის მიერ 2024 წლის ბოლოს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატების სავარაუდო გამოყენებას.
ჩვენ ველით, რომ საქართველო სრულყოფილად შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რათა სათანადოდ იქნეს გამოძიებული კონვენციის მიერ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევა“, – აცხადებს სტივენ დაუთი ჯესიკა მორდენის გაგზავნილ პასუხში.
6 დეკემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაასრულა და 4-5 დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენეს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით.
ამავე თემაზე:
· სუს-მა გამოძიება დაასრულა – რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში?
· BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს
· ადასტურებს UN3439 კოდის „უცნობი“ ნივთიერების შესყიდვას და სავარაუდო გამოყენებას
· Amnesty International აქციების დასაშლელად ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს