ველიზე მოულოდნელი ფასდაკლებები დაიწყო

ზაფხულის დასრულებასთან ერთად ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება: სახლს, სამსახურს, სწავლას, ვარჯიშს, თავის მოვლის რუტინას და ა.შ. ველი ახალი კამპანიით მომხმარებლებს ამ ახალ ეტაპზე გადასვლას ყველაზე მოულოდნელი შეთავაზებებითა და სრულყოფილი სერვისით უმსუბუქებს.
„სექტემბერი ბევრისთვის სიახლესთან, ყოველდღიურობის განახლებულ რუტინასთან ასოცირდება, რომლის შექმნაც ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი სეზონის შემდეგ საკმაოდ არაკომფორტულია ხოლმე. სწორედ ამიტომ, ველიზე დაბრუნების სეზონის კამპანია შევქმენით, რომლებიც მომხმარებელს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებას სრულყოფილი სერვისითა და ყოველდღიურად განახლებული შეთავაზებით შეუმსუბუქებს.” – თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი
დაბრუნების სეზონზე, ველიზე მთელი თვის განმავლობაში მომხმარებლის რჩეულ, ყველაზე მოთხოვნად ბრენდებსა და კატეგორიებზე 20, 30, 40, 50%-იან ფასდაკლებებს აღმოაჩენ.
ახალი შეთავაზებები დაბრუნების სეზონის კატეგორიაში ყოველდღიურად ემატება, ამიტომ შეამოწმე ყოველდღე და არ გამოტოვო შენთვის სასურველი ფასდაკლების აღმოჩენა.
უახლესი შეთავაზებები ველისგან
Jabadabado -40%
5-7 სექტემბერს მშობლების რჩეულ სათამაშოებსა და საბავშვო ნივთებს, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალისგან იქმნება 40%-იანი ფასდაკლებით შეიძენ.
Jabadabado შვედური კომპანიაა, რომელიც 30 წლის წინ შექმნა და ახლა უკვე ევროპის თითქმის ყველა და სხვა არაერთ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ხის სათამაშოებთან ასოცირდება.
თმის მოვლის ტოპ ბრენდები -30%
David Mallett, Davines, Elizabeta Zefi, Hairburst, K18, Kevin Murphy, Olaplex – იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომლის სრულ ასორტიმენტზე 5-7 სექტემბერს 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ტანსაცმელი & ფეხსაცმელი -50%
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდების ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს ველიზე 50%-იანი ფასდაკლებით აღმოაჩენ. Nike-ის, Adidas-ის, Squatwolf-ის, Puma-სა და სხვა არაერთი ბრენდის კოლექციის განახევრებულ ფასად შესაძენად დრო 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაქვს.
შეამოწმე დაბრუნების სეზონის კატეგორია ყოველდღე და არ გამოტოვო ახალი ფასდაკლებები ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე.