“ვეთანხმები ტრამპს, უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული” – პუტინი

პუტინმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავარი არხის ცნობით, თქვა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს. ცნობისთვის, ტრამპმა შეთანხმების მი,ღწევა უარჰყო.
პუტინი:
კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ის ორმხრივი პატივისცემით წარიმართა. ლოგიკურია, რომ აქ [ალასკაზე] შევხვდით, იმიტომ, რომ ჩვენ მეზობლები ვართ… მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ და უკრაინელები მოძმე ხალხი ვართ, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ამ სიტუაციაში. ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენთვის დიდი ტრაგედია და საშინელი ჭრილობაა ის, რაც ახლა ხდება. რომ მივიღოთ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ამ კონფლიქტის თავდაპირველად გამომწვევი ფესვები. და ვეთანხმები ს დღევანდელ ნათქვამს, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, დაგვეხმარება მივუახლოვდეთ ამ მიზანს და მივაღწიოთ ში მშვიდობას.. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ და ევროპული ქვეყნები ამას აღიქვამენ კონსტრუქციულად”