“ვდომინირებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით” – ტენ ჰაგი “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ

პრემიერლიგის 31-ე ტურში “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:3 დაამარცხა, მატჩის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.
“თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ვდომინირებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით, ბრწყინვალედ ვითამაშეთ, თუმცა ის, რაც მატჩის ბოლოს მოხდა, დაუშვებელია, ასე უბრალოდ არ შეიძლება.
ფეხბურთი გუნდური თამაშია, როცა ერთი მოთამაშე შეცდომას უშვებს, ეს მთელმა გუნდმა უნდა გამოასწოროს, კონცენტრაციაც დაგვაკლდა”, – განაცხადა ტენ ჰაგმა.
“იუნაიტედი” ჩემპიონატში 48 ქულით მე-6 ადგილზეა. “წითელი ეშმაკები” 7 აპრილს “ლივერპულს” დაუპირისპირდება.