ვდგავართ ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ – ნორვეგია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო დღეებში აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე დაუნდობელი თავდასხმებით. გვაშფოთებს უბრალო მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოები ტარგეტირება სატელეფონო ზარებითა და აგენტის იარლიყის მიმწებებელი პოსტერებით. ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ, მათ შორის “უცხოური გავლენის კანონის” პროტესტით.” – წერია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა