ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ბიზნესის მიმართ და ამისთვის, ბიზნესის სახელით, ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად – სოსო ფხაკაძე ირაკლი კობახიძეს

“გულწრფელად, ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას, გვერდში დგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – ასე მიმართა საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ფორუმის გახსნისას ასევე სიტყვით გამოვიდა.
ფხაკაძის განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა.
“გულწრფელად, ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს გვითქვამს, დღეს და მომავალშიც ბევრჯერ ვიტყვით, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა. ამისთვის, ბიზნესის სახელით, ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად”, – მიმართა სოსო ფხაკაძემ ირაკლი კობახიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..