ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს – ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანმა, ოკუპანტების მიერ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი, თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო და განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.
როგორც ლექსმანმა დღეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შემდეგ აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:
“ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები. რუსეთმა კი უკანონო ოკუპაცია უნდა შეაჩეროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს, რომლითაც ცდილობენ, რომ ამ მიზნებს ძირი გამოუთხარონ,”- აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება, ვროპარლამენტში დამტკიცებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს