ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას – Geocase

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ყველა ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.
“დაფუძნების დღიდან, ანალიტიკური ცენტრის – “ჯეოქეისის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ეს არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი და ეროვნული ინტერესი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და ქართველი ხალხის ურყევი ნებით.
ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას და ეროვნულ ინტერესებს, ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების შესაბამისად.
საქართველოს ერთიან ევროპულ სივრცეში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია”,- აღნიშნულია განცხადებაში.