“ვგმობთ “ოცნების” გაუმართლებელ ძალადობას, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა” – CoD-ის წევრი ქვეყნები

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ – “დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართველი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, ) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
“ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება – რომლის პატივისცემაც შედის 2000 წლის ვარშავის დეკლარაციის პრინციპებში. დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე, ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ