ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე – GIG

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი GIG ჰოლდინგი ეხმიანება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს დ და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი შეფერხება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალს.
მულტიინდუსტრიულ ჯგუფში გმობენ ნებისმიერი ფორმის ძალადობას მოქალაქეებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე.
„ჯიაიჯი ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია. ერთად გავიარეთ ურთულესი წლები.
ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების მთავარ ვექტორს, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ.
დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერ შეფერხებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და პოტენციალის რეალიზებას.
ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე.
ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი – GIG, ფართოდ დივერსიფიცირებული, საერთაშორისო საინვესტიციო პორტფელის მმართველია, რომელიც 10 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის და 7 ქვეყანაში და 12 ინდუსტრიაში ოპერირებს.