ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა – ეუთო

“ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა”, – ამის შესახებ ეუთოს განცხადებაში ნათქვამია.
ეუთოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ერთობლივ მიმართვაში წერენ, რომ ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა.
ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სიკვდილმა და ნგრევამ წაიღო ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ამ საშინელ კონფლიქტში მუდმივად იხდიან ფასს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო