ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი – დევიდ ლემი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევი ლემი აცხადებს, რომ ხვალ, ში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს.
დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ომის პირველი დღეებიდან – მათი სამხედრო მანქანის დასაშლელად და შემოსავლების შესამცირებლად, რომელიც უკრაინაში განადგურების ცეცხლს აღვივებს.
უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია. დროა ევროპამ გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბრძოლის ველის მიღმა, ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში ცხადვყოფთ, რომ არაფერი შეიძლება გადაწყდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, – აღნიშნა დევიდ ლემმა.