ვაჰაგნ ხაჩატურიანი – საქართველოსა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია – დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასიას მიმზიდველ ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს

მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასიას აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოჯისტიკურ ცენტრად, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს მრავალი თემა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებული საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები მკაფიოდ უსვამს ხაზს, თუ როგორ მაღალ დონეზეა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის დონემდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ეს ყოველთვის სტრატეგიული იყო, თუმცა ახლა ოფიციალური სახეც მიეცა. დღეს ჩემს პატივცემულ მეგობართან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. პრეზიდენტ ყაველაშვილთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო და შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ახალგაზრდების საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი აქტიურად ემზადება სასიცოცხლო კონვენციის მეჩვიდმეტე კონფერენციისთვის და ევროპული სამოქალაქო მერვე ფორუმისთვის და ველით საქართველოს მონაწილეობას. ასევე, განვიხილეთ რეგიონული საკითხები, შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს და ეკონომიკური საკითხების განვითარებას, რაც თანხვედრაშია სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასია აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოჯისტიკურ ცენტრად“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა