საჯარო პირი ვალდებულია გამოეხმაუროს იმას რასაც მასზე საუბრობენ, ამიტომ დავწერე პირველი პოსტი და ვწერ ამასაც, თან დასამალი არაფერი მაქვს. პირველ რიგში, ეს კომპანია არაფერ კავშირში არ არის იმ საქმესთან რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ ყოველთვის იმას, რისიც მწამს. ამ შპს-ს მართვასთან არავითარი შეხება არ მაქვს, ამიტომ დამჭირდა გადამოწმება. რაც შეეხება ბრალდებებს: 1. მაგალითად ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ჩემი სიტყვები “მამაჩემის შპს […] მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს.” ოპონენტებს მოაქვთ სქრინი საიტიდან, სადაც ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზია, რადგან ოფიციალური შესყიდვების გვერდზე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს გურიამშენს (იხილეთ სქრინები); 2. ასევე ამბობენ, რომ შპს-ს მოგებული აქვს ტენდერები გურიის გარეთ (სამეგრელოში). იგივე საიტზე ნახავთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში არსებობს 5 “გურიამშენი”, 4-ს არავითარი კავშირი არ აქვს ჩემი ოჯახის წევრებთან. შეიძლება ამ კომპანიებიდა რომელიმე საქმიანობდა სამეგრელოში და მაგაში ერევათ (აქაც რეესტრის საიტიდან იხილეთ სქრინი); 3. ამბობენ იმასაც, რომ შპს-ს მდინარიდან ინერტულ მასალას მოიპოვებს. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. როცა ქარხანა შპს-მ იყიდა, მას მოყვა ლიცენზია, მაგრამ ლიცენზია მალევე გაყიდა, ისე რომ არასდროს გამოუყენებია. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ თავად შპს-სთან. გუშინაც დავწერე, რომ ის მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს ტენდერების გამჭვირვალობასთან, ან ნებისმიერ სხვა გარემოებასთან დაკავშირებით. თუ რამე უკანონოს იპოვით ვერავინ დამასწრებს მაგის სათანადო შეფასებას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ყველა სიტყვა ძვირფასია!
