ვახუშტი მენაბდე – ოპოზიციის დიდი ნაწილი რჩება პერსონალურ კინკლაობაში – გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია, ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია

ოპოზიციას ერთობლივად უნდა ემსჯელა არჩევნებთან დაკავშირებით, სანამ ონლაინ დებატებში შევიდოდა – ს თარიღი ცნობილი იყო და ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით ხედვა უნდა ჰქონოდა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაიღო სათანადო ძალისხმევა, რათა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოეტანა საკითხები, რაც დემოკრატიას ემუქრებოდა და ახლა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ პერსონალურ კინკლაობაში რჩება
„ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის,რომ დემოკრატიის ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების დემოკრატიული უფლებების რეალიზებას უკავშირდება, გამოეტანა პოლიტიკურ სამსჯავროზე და შემოეტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა რასაც ვუყურებთ, დიდი ნაწილი რჩება ისევ პერსონალურ კინკლაობაში და ძალიან ცოტა დრო ეთმობა ამ საკითხების პოლიტიზებას“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც „გაჭედილია“ და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას, რეჟიმის შესახებ კრიტიკა კი გამქრალია.
„მათ უნდა დაეწყოთ ღია დისკუსია თვეების წინ, ჩამოეყალიბებინათ მოთხოვნები. უნდა ეთქვათ, რომ აი, ეს არის მოთხოვნები, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი. არ ვამბობ, რომ პირობების წამოყენება აუცილებლად წარმატებამდე მიიყვანდა მათ, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია. უკმაყოფილება მთლიანად გადამისამართდა ოპოზიციის მომხრეებს შორის ერთმანეთზე“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.