ვახუშტი მენაბდე – მაქვს კრიტიკა ორივე სუბიექტის მიმართ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და ვინც არ მონაწილეობს, გვიან დაიწყეს დისკუსია, რამაც გამოიწვია გახლეჩა, უნდა შეთანხმებულიყვნენ

ორი დღის წინ გვქონდა დიდი შეკრება, რომელმაც ახალი საორგანიზაციო ჯგუფი აირჩია. ეს საორგანიზაციო ჯგუფი უწევს კოორდინირებას ჩვენი მოძრაობის მუშაობას და ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი ახალმა საორგანიზაციო ჯგუფმა, იქნება წინააღმდეგობის პლატფორმაში გაერთიანების საკითხი, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” წევრმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” მეხუთე პრეზიდენტის, ს მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფების “წინააღმდეგობის პლატფორმაში” გაერთიანებას გულისხმობს.
მენაბდის თქმით, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” მიზანია, საზოგადოების წინაშე წარდგეს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
“ჩვენს მოძრაობას აქვს კომუნიკაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ჩვენ გვქონდა შემოთავაზება, ვყოფილიყავით “წინააღმდეგობის პლატფორმის” წევრი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ პოლიტიკაზე, ჩვენ ეს ახალი პოლიტიკა წარმოგვიდგენია ისე, რომ ჩვენ თავად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა, საზოგადოებას წარვუდგეთ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა არა პარტია, რადგან ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ.
ამ წუთას ჩვენ არანაირი შემოთავაზება არ გვქონია, თუმცა ის განაცხადი, რომელიც ითქვა, საკმარისია შემოთავაზებისთვის. იყო საჯარო მოწვევა და ეს საჯარო მოწვევა გასაგებია და მიღებულია. ამ შემოთავაზებას ახლა სჭირდება პასუხი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ორი დღის წინ ჩვენ გვქონდა დიდი შეკრება, რომელმაც ახალი საორგანიზაციო ჯგუფი აირჩია. ეს საორგანიზაციო ჯგუფი უწევს კოორდინირებას ჩვენი მოძრაობის მუშაობას და ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი ახალმა საორგანიზაციო ჯგუფმა საერთო კრების ჩართულობით, ყველა წევრის მოსმენის შემდეგ, იქნება ეს საკითხი (წინააღმდეგობის პლატფორმაში გაერთიანება)”, – აღნიშნა მენაბდემ.
ვახუშტი მენაბდემ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ფლანგიც გააკრიტიკა და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციაც. მისი თქმით, არცერთ პარტიას არ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლას შეეხება.
“მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, მაქვს კრიტიკა ორივე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, ვინც მონაწილეობს არჩევნებში და ვინც არ მონაწილეობს. პირველი არის ის, რომ მათ ძალიან გვიან დაიწყეს ამაზე დისკუსია, ვეღარ მოასწრეს დისკუსია და ამან გამოიწვია გახლეჩა. ან ისე უნდა ყოფილიყო ან ასე, ან უნდა შეთანხმებულიყვნენ მონაწილეობაზე ან – არა.
მეორე არის ის, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ისინი არიან ქუჩაში მიმდინარე პროცესებს მინდობილნი, რომ ხელისუფლება დაუშვებს რაღაც შეცდომას ან რაღაც მოხდება ისეთი, რაც ხალხის ფართო მასებს ქუჩაში გამოიყვანს და ხელისუფლებას აიძულებს, დათმოს პოზიცია. მაგრამ როგორ უნდა შეუწყონ ამას ხელი ან როგორ უნდა შექმნან ეს რეალობა პოლიტიკურმა ძალებმა, ამაზე ისინი არაფერს გვეუბნებიან.
ს მიმართ ბოიკოტი არის საშუალება და არა მიზანი და ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამას განიხილავენ, როგორც მთავარ მიზანს. არჩევნების მიმართ ბოიკოტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იმ მიზნისკენ, რა მიზნისკენაც მიდიხარ და ეს მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა წინააღმდეგობის მოძრაობაში, მაგრამ არჩევნების ბოიკოტირება, ეს არის სანახევროდ გადადგმული ნაბიჯი. არჩევნების ბოიკოტირების მერე რა უნდა მოხდეს?
იმათაც (არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას) არანაირი გეგმა არ აქვთ სინამდვილეში იმიტომ, რომ ისინიც მიჰყვებიან წინასწარ გამზადებულ ჩარჩოს და საკუთარი თამაშის წესები არ შემოაქვთ. ეს წინასწარ გამზადებული ჩარჩო ამ შემთხვევაში არის წინასაარჩევნო კამპანია, რამდენიმე საკრებულოში შეყვანილი წევრები და იქ ხელისუფლება რომ შემოიტანს ბიუჯეტს, ესენი აქედან ამ ბიუჯეტს გააკრიტიკებენ. მაგრამ ის, თუ როგორ შექმნიან თავად პოლიტიკურ პროცესს ამ ინსტიტუციური ჩარჩოს მიღმა, ან ამ ინსტიტუციურ ჩარჩოს, როგორ გამოიყენებენ უფრო დიდი რაღაცისთვის… ხალხს, რომელიც შვიდი თვეა, ქუჩაში იბრძვის, აქვს მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა და ისეთი რეალობა, რომელიც ჯობია ყველა იმ წესრიგს, რაც აქამდე გვქონია”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.