ვახუშტი მენაბდე – „ევროპული გზის“ გასავლელად არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არანაირი გეგმა არ გააჩნია და მისი განხორციელების არც უნარი აქვს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა.
– ბატონო ვახუშტი, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, ასევე -ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები გამოუგზავნა.
ცესკო-ს თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ, მანამდე გვინდა საუბარი დავიწყოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებსა თუ წინადადებებზე.
მასში ნათქვამია, იმისათვის რომ ანტიკორუფციული სამსახურის მუშაობა ეფექტური იყოს, მის ხელმძღვანელს არა პრემიერი უნდა ნიშნავდეს, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი, რომ მის მიმართ ნდობა მაღალი იყოს.
გარდა ამისა, კომისიის წინადადებებში საუბარია იმაზეც, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა ჰქონდეს საგამოძიებო სამსახური, რომელიც დღეს არსებულს არ აქვს. რამდენად ადეკვატურია ვენეციის კომისიის შენიშვნები ანტიკორუფციულ სამსახურთან დაკავშირებით და გაქვთ იმის იმედი, რომ მათ მმართველი გუნდი გაითვალისწინებს?
– ცოტა შორიდან დავიწყებ. ძალიან საინტერესო საკითხია, ამიტომ, რასაც ახლა ვიტყვი, საერთოდ, ორივე დასკვნას ეხება.
ვენეციის კომისია უფრო და უფრო ხშირად გვაძლევს რეკომენდაციას და ხშირად იყენებს ისეთ მიდგომას, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ კონსენსუალური დემოკრატია, ანუ შეთანხმებაზე დაფუძნებულ დემოკრატია, რომელიც ორიენტირებულია მართვაში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ჩართულობაზე. მართვა ნიშნავს არა უმრავლესობის მართვას, არამედ ძალაუფლების ყველა იმ ჯგუფს შორის ძალაუფლების გადანაწილებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ვენეციის კომისია უფრო და უფრო ხშირად გვაძლევს რეკომენდაციას და ხშირად იყენებს ისეთ მიდგომას, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ კონსენსუალური დემოკრატია, ანუ შეთანხმებაზე დაფუძნებულ დემოკრატია
პარტიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმ ხალხზე, ამომრჩეველზე, ვინც ამ პარტიების უკან დგას. ყველა მოქალაქეს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პარტიას უჭერს მხარს თანაბარი უფლება აქვს გაიზიაროს ხელისუფლება საკუთარი თავის მართვის. ეს ცხადია ნიშნავს პასუხისმგებლობის ყველას მიერ აღიარებას. ასეთი დემოკრატია მდგრადია, რადგან ის ეფუძნება შეთანხმებას.
შეთანხმებაზე დაფუძნებული მართვა უფრო მარტივია, მდგრადია და ნაკლებად არის საფრთხის შემცველი. ევროპაში ჩამოყალიბდა ხედვა, საქართველოშიც, ბევრი, მათ შორის მეც და ჩემი თანამოაზრეები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატია ფაქტობრივად არის „ნულოვანი ჯამის თამაში“. გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, რაც ერთი მხრივ ძალაუფლების კონცენტრაციის და დემოკრატიის უკუსვლისთვის პრობლემას ქმნის.
მეორე მხრივ, არჩევნებში დამარცხებულ მხარეებს არ აძლევს სტიმულს კონსტრუქციულად ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში. ეს კი ორმხრივად დამაზიანებელია, რადგან, ძალიან ცუდ იმპულს აძლევს ოპოზიციას.
ვენეციის რეკომენდაციები სწორედ ამაზე მიუთითებს. თქვენი კითხვის პასუხს რომ მიუახლოვდე, რას გვეუბნება ვენეციის კომისია?
ვენეციის კომისიას ორი არგუმენტი აქვს – პირველი არგუმენტი უფრო მარტივია და გვეუბნება, კორუფციისთვის მთავარი საფრთხე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის, თუმცა, პარლამენტიდანაც შეიძლება მოდიოდეს. როცა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ნიშნავს საკუთარ მაკონტროლებელს, ანუ, ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს, ეს არ არის საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება.
როცა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ნიშნავს საკუთარ მაკონტროლებელს, ანუ, ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს, ეს არ არის საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება
თუ მე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ჩემს მაკონტროლებლად დავნიშნავ იმას, ვისაც მე მინდა, მის მიმართ საზოგადოებას არ ექნება ნდობა.
ანტიკორუფციულ სამსახურთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას აქვს უფრო ღრმა რეკომენდაცია. ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, უნდა სარგებლობდეს მრავალპარტიული ნდობით. იგი უნდა აირჩიოს არა მხოლოდ ხელისუფლებამ და ჩათვალოს, რომ კარგი კანდიდატია, არამედ იგი მისაღებ კანდიდატად უნდა ჩათვალოს პარლამენტში არსებულმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. კანდიდატურაზე უნდა იყოს საჯარო განხილვა, ამისთვის კი პარლამენტი კარგი მოე.
ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, უნდა სარგებლობდეს მრავალპარტიული ნდობით. იგი უნდა აირჩიოს არა მხოლოდ ხელისუფლებამ და ჩათვალოს, რომ კარგი კანდიდატია, არამედ იგი მისაღებ კანდიდატად უნდა ჩათვალოს პარლამენტში არსებულმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა
რაც შეეხება იმას, გაითვალისწინებს თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ხელისუფლება. ეს დამოკიდებულია ორ რამეზე – ხელისუფლებაზე ხალხის ზეწოლაზე. თუ ხალხი ხელისუფლებაზე საკმარის ზეწოლას გამოხატავს, ხელისუფლება შეიძლება სწორად მოიქცეს. მეორე გახლავთ ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის საკითხებში დამოკიდებულია სწორედ ჩვენ ევროპელ პარტნიორებზე.
– ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს ცესკო-ს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენის უფლება.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ ნდობა მაღალი იყოს, მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს ასევე მრავალპარტიულმა პარლამენტმა. ანუ, იგი არ უნდა იყოს დანიშნული მხოლოდ ერთი მმართველი პარტიის მიერ.
ვენეციის კომისიის ეს შენიშვნები რომ საფუძვლიანი და რელევანტურია, ფაქტია. არადა, მმართველმა გუნდმა ცესკო-სთან დაკავშირებით რომ სწორედ ის ნაბიჯები გადადგა, რასაც ახლა ვენეციის კომისია გვსაყვედურობს, ესეც ცხადია.
გაქვთ განცდა, რომ ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შენიშვნებს?
– ამ თემაზეც ჩემი პასუხი იგივეა, რაც წინა შეკითხვაზე მქონდა. უბრალოდ გავიხსენე, ამ საკითხის ისტორიას.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით დაიდო შეთანხმება, მასში სხვა საკითხებთან ერთად განსრულიყო იყო ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესზე მუშაობა. მასში ეწერა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე პარლამენტმა უნდა აირჩიოს 2/3-ით. ცესკო-ს ნაწილს პროფესიული ნიშნით ნიშნავს პარლამენტი, ნაწილს, პარტიები თავის წარმომადგენლებს.
თუ პარლამენტი პროფესიული ნიშნით ცესკო-ს წევრებს ვერ აირჩევს, მაშინ პარლამენტი აირჩევს უბრალო უმრავლესობით, ოღონდ, ეს უნდა იყოს დროებითი არჩევა და ექვს თვეში ერთხელ უნდა ვცადოთ მათი არჩევა და ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა.
– ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე 6 თვეზე მეტია თავმჯდომარეა…
– ეს ხელისუფლებამ შეცვალა და ამაზე ამბობს ვენეციის კომისია, რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო.
ხელისუფლებამ ახლა შემოიტანა კანონპროექტი, რომელშიც წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 3/5-ით უნდა აირჩეს ჩვეულებრივი ვადით, არა დროებით, არამედ 5 წლით. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს არის ცუდი ცვლილება, არსებულს სჯობია, მაგრამ მოუწოდა სახელმწიფოს დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმების ფორმულას.
ხელისუფლებამ ახლა შემოიტანა კანონპროექტი, რომელშიც წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 3/5-ით უნდა აირჩეს ჩვეულებრივი ვადით, არა დროებით, არამედ 5 წლით. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს არის ცუდი ცვლილება, არსებულს სჯობია, მაგრამ მოუწოდა სახელმწიფოს დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმების ფორმულას
– 15 დეკემბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, საქართველო ახალ რეალობაშია.
ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გავივლით „ევროპულ გზას“, რათა საქართველომ ევროკავშირთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ხელისუფლების მტკიცებით, მას შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა და ახლა მასზე ინტენსიურად მუშაობს.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის,- იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გაიაროს „ევროპული გზა“, გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში უნდა იყოს ფართო კონსენსუსი.
ამისთვის კი საჭიროა გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას უნდა იმართებოდეს დიალოგი, დებატები და საჯარო მსჯელობა. ხელისუფლება ამბობს, რომ ევროკავშირის თემებზე პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფები და ოპოზიციამ ამ სამუშაო ჯგუფებში უნდა იმუშაოს.
ხელისუფლება ასევე ამბობს, რომ რეალურად არ არსებობს ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ კლუბებს ჰგვანან, ამიტომ ისინი მათთან ამ თემების განხილვას არ აპირებენ.
პარტიებსაც რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გასატარებელი რეფორმები ის თემაა, რომლის შესახებ საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული.
თქვენი აზრით, აქამდე რატომ არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა რა სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული ხელისუფლებას და უნდა იცოდეს მასზე საზოგადოებამ თუ არა?
– ის რომ ქვეყანა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმებით უნდა იმართებოდეს, ეს ძალიან მკაფიო და ჩემთვის. მეორე მხრივ, რამდენად შეუძლიათ ჩვენს პოლიტიკურ ძალებს ეს მიზანი რეალობად აქციონ, თავად გაატარონ ცხოვრებაში, ამგვარი პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართაც.
ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. მე უფრო და უფრო იმისკენ ვიხრები, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, პოლიტიკურ ფრუსტრაციაში. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ, ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ უკიდურეს წერტილამდე, რომლის შემდეგაც, ქართული ანდაზა რომ გამოვიყენო, – „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება“
ოპოზიციური პარტიები ნამდვილად ჰგვანან პოლიტიკურ კლუბებს. არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენენ მთელ საზოგადოებას, ისევე როგორც ხელისუფლება. ხელისუფლებაც არ წარმოადგენს ხალხს, ისინი წარმოადგენენ ოლიგარქს და დამოკიდებული არიან ს ნებაზე. მათ ხალხთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. მე უფრო და უფრო იმისკენ ვიხრები, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, პოლიტიკურ ფრუსტრაციაში, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ, ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ უკიდურეს წერტილამდე, რომლის შემდეგაც, ქართული ანდაზა რომ გამოვიყენო, – „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება“.
– „ევროპულ გზაზე“ ბევრი საკითხებია მნიშვნელოვანი. ამჯერად გამოვყოფდი იმ საკითხებს, რაც სამართლიანობას და სოციალურ სფეროს ეხება.
სოციალური დაცულობის თვალსაზრისით ევროპა რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ვიცით. ვიცით, რომ დღეისათვის ქვეყანაში 650 ათასი სოციალურად დაუცველია. როგორ შეიძლება ამ სფეროს ევროპულად გაუმჯობესება, საინტერესოა.
ასევე საინტერესოა როგორ შეიძლება მოხდეს პროკურატურაში რეფორმის განხორციელება. პროკურატურა, ის ინსტიტუციაა, რომელიც ჩვენში ყველა ხელისუფლების სამსახურში იყო.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ამ სფეროებში დებატებს, საჯარო მსჯელობას, თუნდაც საზოგადოებისთვის, გაურბის?
– იცით პრობლემა რაშია? – „ევროპულ გზის“ გასავლელად არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არანაირი გეგმა არ გააჩნია და მისი განხორციელების არც უნარი აქვს. თუ გააჩნია, ის იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ნახევარ საათზე მეტ მსჯელობას ვერ გამართავ.
ვფიქრობ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას მოეტანა ქვეყნისთვის
ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. მათ არც ხალხის პრობლემები ესმით და არც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას მოეტანა ქვეყნისთვის.
ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. მათ არც ხალხის პრობლემები ესმით და არც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ
ერთადერთი, რისი იმედიც ახლა ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ეს არის ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ცხადი გახდება, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა კოლაფსისთვის არის განწირული.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ