საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებისა და ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების საპროტესტო აქციის დღე საკმაოდ დრამატულად დასრულდა.
არჩევნებიც ისეთი შედეგით დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო. საპროტესტო აქციაც ისე უშედეგოდ დასრულდა ოპოზიციისთვის, როგორც დასრულდა, თუმცა, საპროტესტო აქციის შედეგებიც „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა.
თუმცა, აქციისა და სახალხო კრებისა და საორგანიზაციო კომიტეტის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს – ბრძოლა აწი იწყებაო.
თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს? სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა იგი ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის?
– ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებიც და ქუჩაში განვითარებული პროცესებიც ხელისუფლების სცენარით განვითარდა. შესაბამისად შედეგებიც ისეთი დადგა, როგორც ხელისუფლება აწყობდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში იმაზე ბევრად მეტი პროცენტები მიიღო, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ. ალბათ გახსოვთ, რომ მათ 60%-ზე ჰქონდათ პრეტენზია და ახლა კი ვხედავთ, რომ ისინი ლამის 80%-ზე ავიდნენ.
რაც შეეხება ქუჩის აქციებს, აქაც მოხდა ის, რაც ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო. არ ვიცი, ვინ შეადგინა „სახალხო კრების“ დეკლარაცია. მისი წაკითხვის შემდეგ ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა, როდესაც „ეროვნული კრების“ სახელით პაატა ბურჭულაძემ გამოაცხადა 4 -პუნქტიანი გადაწყვეტილება და ასევე „ქართული ოცნების“ პირველი პირების, ივანიშვილის ჩათვლით სულ ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ. ამგვარ განცხადებას ხომ რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონია.
არ ვიცი, ვინ შეადგინა „სახალხო კრების“ დეკლარაცია. მისი წაკითხვის შემდეგ ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა, როდესაც „ეროვნული კრების“ სახელით პაატა ბურჭულაძემ გამოაცხადა 4-პუნქტიანი გადაწყვეტილება და ასევე „ქართული ოცნების“ პირველი პირების, ივანიშვილის ჩათვლით სულ ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ. ამგვარ განცხადებას ხომ რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონია
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ათონელზე პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. ფაქტია, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შესვლა იყო. ხელისუფლებას ყელში ჰქონდა გაჩხერილი საპროტესტო მოძრაობა და ცდილობდა მის რამენაირად დასრულებას. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ჯერჯერობით მაინც ქუჩა ხელისუფლებამ დაიბრუნა.
ხელისუფლებას არჩევნები თავიდანვე მოგებული ჰქონდა, რადგან, შეძლო თავიდანვე მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი პოლიტიკური ცენტრი ერთმანეთის მიმართ დაეპირისპირებინა. ოპოზიციის ერთმანეთთან დაპირისპირების გამო შედეგად მივიღეთ ოპოზიციის მიერ კატასტროფულად წაგებული არჩევნები. ამ არჩევნების შედეგებს უბრალოდ ვერც გააპროტესტებ, რადგან არჩევნებში ოპოზიციას არც მიუღია და არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობაც არც არსებობდა.
ხელისუფლებას არჩევნები თავიდანვე მოგებული ჰქონდა, რადგან, შეძლო თავიდანვე მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი პოლიტიკური ცენტრი ერთმანეთის მიმართ დაეპირისპირებინა. ოპოზიციის ერთმანეთთან დაპირისპირების გამო შედეგად მივიღეთ ოპოზიციის მიერ კატასტროფულად წაგებული არჩევნები
არჩევნებამდე მე მუდმივად ვსაუბრობდი იმაზე, რომ აქციაზე ვინმეს ხელი არაფერზე არ წაცდენოდა. ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს შეგნებულად მოხდა თუ შეუგნებლად. ჯერჯერობით არ ვიცით „სახალხო კრების“ კომიტეტის წევრებს რაც გააკეთეს ეს პოლიტიკური სიბრიყვით მოუვიდათ თუ უნებლიეთ. მაგრამ, ფაქტია, რომ ახლა ქუჩას ხელისუფლება აკონტროლებს.
ჯერჯერობით არ ვიცით „სახალხო კრების“ კომიტეტის წევრებს რაც გააკეთეს ეს პოლიტიკური სიბრიყვით მოუვიდათ თუ უნებლიეთ. მაგრამ, ფაქტია, რომ ახლა ქუჩას ხელისუფლება აკონტროლებს
– 4 ოქტომბერს განვითარებული ამბები, არჩევნები და ქუჩაში განვითარებული პროცესები ორივე აქტუალური თემაა. მოდით ჩვენ საუბარი ჯერ არჩევნების თემით გავაგრძელოთ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროპასთან ინტეგრაცია დააპაუზა, მართვაში ავტორიტარული მეთოდები გამოიყენა, შეცვლილი საგარეო პოლიტიკისა და მართვაში აშკარად ავტორიტარული ტენდენციების შემდეგ, ძნელი დასაჯერებელია რომ “ქართულმა ოცნებამ“ თბილისში იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე…
– საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მონაცემები ყოველთვის იმაზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ ეს არჩევნებიც გაყალბდა, საარჩევნო უბნებზე არანაირი რეალური ზედამხედველობა არ მიდიოდა და ამით მმართველმა გუნდმა ისარგებლა თავს უფლება მისცეს ეთქვათ, რომ იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს და თავისი პროცენტიც. აქ ისეთი არაფერი ახალი არ მომხდარა, რაც მანამდე არ ხდებოდა.
სამწუხაროა, მაგრამ, ასეთი რამ ჩვენთან ტრადიციადაც კია ქცეული.
დარწმუნებული ვარ, არჩევნები ახლაც გაყალბდა, თუმცა, ეს შედეგებზე ვერ იმოქმედებდა, „ქართულ ოცნებას“ ეს არჩევნები ისედაც მოგებული ჰქონდა. ეს ცხადი იმის გამოც იყო, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობდა, ხოლო მეორე ნაწილი არჩევნების მიმართ აქტიურ ბოიკოტში იყო
როდესაც სააკავშილი პირველად იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი მოთხოვნა იყო, მას მეტი ხმა მიეღო, ვიდრე შევარდნაძეს ჰქონდა მიღებული. შევარდნაძეს უნდოდა უფრო მეტი მიეღო, ვიდრე გამსახურდიას ჰქონდა მიღებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოვდივართ, ვგულისხმობ არჩევნების შედეგების ხელოვნურად გაზრდას.
ამიტომაც ვამბობ, დარწმუნებული ვარ, არჩევნები ახლაც გაყალბდა, თუმცა, ეს შედეგებზე ვერ იმოქმედებდა, „ქართულ ოცნებას“ ეს არჩევნები ისედაც მოგებული ჰქონდა. ეს ცხადი იმის გამოც იყო, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობდა, ხოლო მეორე ნაწილი არჩევნების მიმართ აქტიურ ბოიკოტში იყო.
– ახლა ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა პრაქტიკულად ყველა დონეზე გვაქვს. აქამდეც ასე იყო.
მაგრამ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეპრესიების ახალი ტალღა დაგვიანონსეს, და გკითხავთ, ახლა როცა „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ყველა დონეზე ხელისუფლებას, თქვენი აზრით, რამდენად მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს რესპრესიების ის ტალღა, რომელზეც განცხადებები უკვე გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა?
– დიახ, ისეთი პირი უჩანს, რომ აუცილებლად გაგრძელდება რეპრესიები, რა მასშტაბებს მიაღწევს, მიჭირს თქმა.
„ქართული ოცნება“ მშვენივრად აცნობიერებს ერთ რამეს, საპროტესტო ტალღა, რომელიც თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა დასრულდა, მაგრამ ხალხში პროტესტი არ გამქრალა. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა უფრო სახიფათო ზონაში ვართ, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ვიყავით. ამ შემთხვევაში ქვეყანას ვგულისხმობ.
შესაძლოა, პროტესტი ქუჩიდან გავიდა, მაგრამ ტაიმერი ჩაირთო, ტაიმერი, რომელიც არავინ იცის, როდის ააფეთქებს სიტუაციას. სამწუხაროდ, ეს ისე აწონილ დაწონილად ვერ მოხდება, როგორც ჩანს. თუ ქუჩიდან გასული უკმაყოფილება ისევ აფეთქდა, უკმაყოფილების რა მასშტაბები ჩანს, შესაძლოა, ამან სრულად წალეკოს ქვეყანა.
„ქართული ოცნება“ მშვენივრად აცნობიერებს ერთ რამეს, საპროტესტი ტალღა, რომელიც თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა დასრულდა, მაგრამ ხალხში პროტესტი არ გამქრალა. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა უფრო სახიფათო ზონაში ვართ, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ვიყავით. ამ შემთხვევაში ქვეყანას ვგულისხმობ
თავის დროზე, ივანიშვილის დამსახურებად მიმაჩნდა ის, რომ პოლიტიკაში მის გამოჩენამდე, ქუჩაში ნოემბერში, შემდეგ მაისში ბევრი დარბევა გვახსოვს, მერე უკმაყოფილებამ ქუჩაში გადაინაცვლა, მაგრამ, როგორც კი საშუალება მიეცათ, უკმაყოფილებამ ქუჩაში ერთიანად ამოხეთქა.
ახლაც, შესაძლოა ასე მოხდეს, მაგრამ, უმართავად. თუ ასე მოხდა, ეს კატასტროფა იქნება. ამიტომ ვამბობ, ტაიმერი ჩართულია და ახლა ქვეყანა უფრო სახიფათო ზონაში შედის, ვიდრე 4 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო.
– როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა „მშვიდობიან რევოლუციაზე“ დაიწყეს საუბარი, ეს თავიდანვე უცნაურად ჩანდა თუნდაც იმიტომ, რომ მიუხედავად პრობლემებისა და ხელისუფლების მხრიდან ბევრი მიმართულებით დაშვებული შეცდომებისა, საგარეო და საშინაო გამოწვევისა, ქვეყანაში რეალურად არ არსებობდა „რევოლუციური სიტუაცია“ და არც რევოლუციური განწყობები.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ „სახალხო კრება“ სახალხო კრების დეკლარაცია, საორგანიზაციო კომიტეტის გამჟღავნება, დეკლარაციის 4 პუნქტისა და ივანიშვილის ჩათვლით დასაკავებელი 6 პირის დასახელება, ძალიან გავდა ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილი სცენარის საჯაროდ გახმოვანებას.
როგორც შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, ხელისუფლება ოპოზიციურ წრეებში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში იყო. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩათ?
– ახლა რომ „სახალხო კრების“ დეკლარაციის ტექსტს ვიხსენებ, თავისი პუნქტებიანად, ვფიქრობ, ამ პუნქტების გაჟღერება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს.
ერთი ადამიანი მაინც თუ იყო იმ კომიტეტში, ან შეკრებილ ხალხში, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას “სახალხო კრებას” გადააბარებდა და შსს „ქართული ოცნების“ ექვს ლიდერს დააკავებდა?
ასევე სრულიად გაუგებარი იყო ათონელზე პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლისა და დაბანაკების შესახებ გაკეთებული განცხადება. არანაირი ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ, თუ იმას აპირებდი რაც გააკეთე, იმის გეგმა მაინც უნდა ჰქონოდა ძალის გამოყენების შემდეგ რას აკეთებდი. ახლა როცა საუბრობენ რომ ვიღაცამ თავი გაწირა, გაუგებარია, ან „მამაკაცური ძალის“ გამოყენებაზე განცხადებების გაკეთება როგორ შეიძლებოდა.
ოპოზიციას რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ხელისუფლებას არჩევნები გაეყალბებინა, მაშინ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ექნებოდათ კრიტიკული რეაქცია. ახლა მათ რა უნდა თქვა.
ასეთი გაუთვლელი და გაუაზრბელი ქმედებების შემდეგ ძნელი იქნება ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოყვანა. ასეთი ვითარება, მხოლოდ ხელს აძლევს ხელისუფლებას და არავის სხვას. იცით რა მაინტერესებს,- „სახალხო კრების“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ერთად ოდესმე არიან შეკრებილები? დეკლარაციის ტექსტზე ერთად უმსჯელიათ? არადა, მეც და სხვაც კითხულობდა, ვინაა 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციების ორგანიზატორი.
ასეთი გაუთვლელი და გაუაზრბელი ქმედებების შემდეგ ძნელი იქნება ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოყვანა. ასეთი ვითარება, მხოლოდ ხელს აძლევს ხელისუფლებას და არავის სხვას. იცით რა მაინტერესებს, – „სახალხო კრების“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ერთად ოდესმე არიან შეკრებილები? დეკლარაციის ტექსტზე ერთად უმსჯელიათ? არადა, მეც და სხვაც კითხულობდა, ვინაა 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციების ორგანიზატორი
ახლა ასეთი ვითრებაა – ხელისუფლებამ მისი შეხედულებისამებრ მოქმედებისთვის სრული კარტ-ბლანში მიიღო. ხალხში საპროტესტო განწყობები არსებობს, თუმცა, ხალხი ქუჩაში როდის გამოვა კაცმა არ იცის.
ხელისუფლება რეპრესიებს აუცილებლად მიმართავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს და ამიტომ, არა მგონია მან ძალიან დიდი და მასშაბური რეპრესიები დაიწყოს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ რეპრესიები აუცილებლად იქნება.
ხელისუფლება საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს და ამიტომ, არა მგონია მან ძალიან დიდი და მასშაბური რეპრესიები დაიწყოს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ რეპრესიები აუცილებლად იქნება
ხელისუფლება მარტო „სახალხო კრების“ საორგანიზაციო კომიტეტის დაკავებით არ შემოიფარგლება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
