ვახტანგ ძაბირაძე – 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, 2024 წლის ს შემდეგ რაც საქართველოს საშინაო ცხოვრებაში ხდება, ამის წარმოდგენა ცოტა ვინმეს თუ შეეძლო. მხედველობაში მაქვს პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების პროტესტი და მათ წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არაპროპორციული ძალის გამოყენება.
12 დღე ვადევნებდით თვალს სამართალდამცავთა ძალადობას პროტესტანტების წინააღმდეგ. დაკავებულთა, მიზანმიმართულად ნაცემთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ასეთი რამ საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს.
ძალადობამ ისეთი მასშტაბი მიიღო, ბევრმა ჩათვალა, რომ სახელმწიფო გადაქცეულია რეპრესიულ მანქანად. მეტიც, ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ „ჩვენს თვალწინ საქართველოში ავტორიტარიზმი ფორმდება“. ამ ძალადობების ფონზე პროტესტანტები ერთმანეთის მიმართ სამოქალაქო სოლიდარობას ისეთი ფორმებით ავლენენ, რაც აქამდე არც კი ყოფილა.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც არა მარტო თბილისში 28 ნოემბრის შემდეგ ხდება?
– არჩევნების შედეგები მოულოდნელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. არავინ ელოდა იმას, რომ ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ კატასტროფა დაემართებოდა, მაგრამ, არც იმის მოლოდინი იყო, რომ „ქართული ოცნება“ 50%-იან ბარიერს გადალახავდა და შეძლებდა მთავრობის ოპოზიციის გარეშე დაკომპლექტებას. ამ მოულოდნელობამ გარკვეული დაბნეულობაც კი გამოიწვია საზოგადოებაში და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში პროტესტი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩა გადმოსულიყო. საპროტესტო ტალღა იყო, მაგრამ, არც თუ ისე მძლავრი და ამას ხელი არ შეუშლია პარლამენტი შეკრებილიყო.
ამის შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო, 26 ნოემბერს პარლამენტის სხდომა ჩატარდა, 27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატი წარმოგვიდგინა, რამაც არა თუ აღშფოთება, ირონია და იუმორისტული განწყობა გააჩინა მოსახლეობაში. კულმინაცია გახლდათ 28 ნოემბერი, როცა პრემიერმა მ გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. ამას მოჰყვა შემდეგ საპროტესტო აქციები.
1988 წლიდან აქციებისა და საპროტესტო გამოსვლების რეჟიმში ვცხოვრობთ. დღევანდელი პროტესტი გამორჩეულია იმით, ხელისუფლება შეეცადა დაშინებით, რბევით და ძალის გამოყენებით დაეშალა დემონსტრანტები. დარბევები მანამდეც ბევრი გვახსოვს, წინა ხელისუფლების პერიოდში 7 ნოემბერი, 26 მაისი, მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ პროტესტის დარბევის შემდეგ საპროტესტო ტალღა კი არ იკლებს, არამედ მატულობს, ასეთი რამ, მანამდე არ ყოფილა.
დღევანდელი პროტესტი გამორჩეულია იმით, ხელისუფლება შეეცადა დაშინებით, რბევით და ძალის გამოყენებით დაეშალა დემონსტრანტები. დარბევები მანამდეც ბევრი გვახსოვს, წინა ხელისუფლების პერიოდში 7 ნოემბერი, 26 მაისი, მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ პროტესტის დარბევის შემდეგ საპროტესტო ტალღა კი არ იკლებს, არამედ მატულობს, ასეთი რამ, მანამდე არ ყოფილა
არის კიდევ მეორე მომენტი – პროტესტის წარმმართველი ძალა პრაქტიკულად არ ჩანს. პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში მონაწილეობენ, მაგრამ ამ პროცესის წარმმართველი ძალა არ არიან. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში სწორედ ახლა იბადება. ხელისუფლებაც დაბნეულია, ჩვენც გაურკვეველ ვითარებაში ვართ. ხალხი რუსთაველზე პროტესტის გამოსახატად მოდის, საპროტესტო ტალღა თანდათან მატულობს, მათ ემატებიან ინტელიგენციის წარმომადგენლები, თეატრალები, ხელოვანები, საჯარო მოხელეები.
ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში სწორედ ახლა იბადება. ხელისუფლებაც დაბნეულია, ჩვენც გაურკვეველ ვითარებაში ვართ. ხალხი რუსთაველზე პროტესტის გამოსახატად მოდის, საპროტესტო ტალღა თანდათან მატულობს, მათ ემატებიან ინტელიგენციის წარმომადგენლები, თეატრალები, ხელოვანები, საჯარო მოხელეები
რაც მთავარია ქუჩაში გამოდის ახალგაზრდობა, ვინც დამოუკიდებლობის შემდეგ დაიბადა და მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა მისია და „ქართული ოცნების“ მიერ სწორედ ევროპული გზის უარყოფა გახდა ამ პროტესტის ლაიტმოტივი.
– „ქართული ოცნება“ თვლის, რომ არჩევნებში დემოკრატიულად და სამართლიანად გაიმარჯვა. მაგრამ, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა ისეთივეა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში.
თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ არჩევნების შედეგადაა ხელისუფალი, გაუგებარია ისაა, თუ რატომ იქცევა იგი ისე, თითქოს მხოლოდ მისი ამომრჩევლის ხელისუფლებაა და არა ქვეყნის მთელი მოსახლეობის. თუ მთელი მოსახლეობის ხელისუფლება ხარ, რატომ იქცევი ისე, როგორც ექცევი პროტესტანტებს. რა უნდა ვიფიქროთ – „ქართულმა ოცნებას“ სხვანაირად მართვა არ შეუძლია თუ სხვანაირად მართვა არ იცის?
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. არც ერთ ქვეყანაში არც დიქტატურა და არც ავტორიტარიზმი არ დამყარებულა უცებ. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ყალიბდება გუნდი, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვაგვარად მოაზროვნეები „ქართულმა ოცნებამ“ თავად განდევნა პარტიიდან.
თუ თვალს გადავავლებთ, 2012 წელს „ქართული ოცნების“ შემადგენლობას, შემდეგ 2016 წლის შემადგენლობას, შემდეგ 2020 წლის შემადგენლობას, ვნახავთ, რომ მმართველ პარტიაში გარკვეული „ევოლუცია“ მოხდა. მეტ-ნაკლებად მერყევი პირები მოიშორეს „ქართული ოცნებიდან“ და ახლა ჩამოყალიბდა ის გუნდი, რომელიც პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის მოსაზრებებს არა მარტო იზიარებს, შესაბამისად იქცევა. 2012 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა მართვის ვერტიკალი, რომელიც მხოლოდ ერთ პირს, ივანიშვილს ექვემდებარება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. არც ერთ ქვეყანაში არც დიქტატურა და არც ავტორიტარიზმი არ დამყარებულა უცებ. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ყალიბდება გუნდი, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვაგვარად მოაზროვნეები „ქართულმა ოცნებამ“ თავად განდევნა პარტიიდან
არჩევნებამდე ჩვენ ავტოტურიზმისკენ მივდიოდით და „ქართული ოცნების“ ოპონენტებს უნდოდათ, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმებულიყო. 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი ყალიბდება. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს დამახასიათებელია ავტორიტარული მმართველობისთვის.
ავტორიტარიზმში ყველას მიმართ დამოკიდებულება ერთნაირი არაა. ამა თუ იმ ადამიანისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება იმით არის თუ არა იგი მორჩილი ხელისუფლების მიმართ.
არჩევნებამდე ჩვენ ავტოტურიზმისკენ მივდიოდით და „ქართული ოცნების“ ოპონენტებს უნდოდათ, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმებულიყო. 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი ყალიბდება. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს დამახასიათებელია ავტორიტარული მმართველობისთვის
თუ მორჩილი ხარ, ხელისუფლება არ შეგაწუხებს. მაგრამ, თუ პროტესტანტი ხარ, ხელისუფლება შენ როგორც პროტესტანტს მოგექცევა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი თუ როგორ ექცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროტესტანტებს.
– ოპოზიცია და პროტესტანტები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ასევე დაკავებულების გათავისუფლებას.
დაკავებული პროტესტანტების გათავისუფლება სთხოვა ივანიშვილს სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა. მაგრამ, თუ მაკრონ-ივანიშვილის სატელეფონო საუბარზე სახელისუფლებო გუნდის განცხადებებსა და კომენტარებს მივადევნებთ თვალს, ისეთი პირი უჩანს, ეს თხოვნა, არ იქნება გათვალისწინებული.
ამაზე ისიც მიანიშნებს, თუ რა კანონებს იღებს „ქართული ოცნება“ პარლამენტში. მხედველობაში მაქვს იმ კანონების გამკაცრება, რომელიც პროტესტანტებს სახის დაფარვას, თუნდაც აირწინაღებით აკრძალავს, ასევე საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციების დაწყების და კანონი, რომელიც სამართალდამცავებს ეხება.
როგორც ბევრი ამბობს, პოლიტიკურ კრიზისში ვართ, „ქართული ოცნება“ არც პოლიტიკურ კრიზის და არც ჩიხურ ვითარებას ქვეყანაში არ აღიარებს. ამიტომ, ახლა ყველაზე აქტუალურია, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
– დავიწყებ იმით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი დაუკავშირდა ს და მათ ერთ საათიანი საუბარი ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მაკრონი ივანიშვილს იმიტომ დაუკავშირდა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს სწორედ იგი იღებს და არა პრემიერი, როგორც ეს ჩვენი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მე არ ვიქნებოდი ისეთი კატეგორიული, თითქოს მაკრონის სატელეფონო საუბარს ივანიშვილთან „ქართული ოცნების“ გუნდი არაფრად არ აგდებს. როცა ყველაფერი რთულდება, პროტესტის გამო პროცესები ყველა სფეროში აღწევს, თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლება ყველასგან იზოლირებული შეიძლება დარჩეს. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებაშიც ესმით, რომ ხელისუფლების ეროზია დაწყებულია.
ის კანონები, რომლის მიღებას ახლა „ქართული ოცნება“ აპირებს, გულისხმობს კანონების გამკაცრებას მომიტინგეებთან დაკავშირებით, -ს მინისტრის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, საჯაროს სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას. ხელისუფლება ცდილობს რეპრესიები კანონის ფარგლებში მოაქციოს. მაგრამ, ეს კანონები ხომ არადემოკრატიული კანონებია.
ხელისუფლება ცდილობს რეპრესიები კანონის ფარგლებში მოაქციოს. მაგრამ, ეს კანონები ხომ არადემოკრატიული კანონებია
კანონები სსრკ-ში 1936-1937 წლებშიც მოქმედებდა. „უკანონოდ“ კი არ იჭერდნენ მაშინ მოქალაქეებს. მაგრამ, ის კანონები რეპრესიული კანონები იყო. ეს სამივე კანონი თავისი არსით რეპრესიულია. რეპრესიული კანონები ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში გასული საუკუნის 36-37 წლების რეპრესიული კანონები ვერ იმუშავებს.
თუ საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლებენ ხალხს, მერე რა? ხელისუფლება ხედავს, რომ პროტესტს ვერ ახშობს. ვხედავთ, რომ ხელისუფლება შოლტისა და თაფლა-კვერის პოლიტიკას გატარებას ცდილობს. ხელისუფლება შეეცადა დაშინებით და რეპრესიებით დაეთრგუნა პროტესტანტები. ეს არ გამოვიდა. ყოველი დარბევის შემდეგ მანიფესტანტთა რაოდენობა არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა კიდეც.
ხელისუფლება ხედავს, რომ პროტესტს ვერ ახშობს. ვხედავთ, რომ ხელისუფლება შოლტისა და თაფლა-კვერის პოლიტიკას გატარებას ცდილობს. ხელისუფლება შეეცადა დაშინებით და რეპრესიებით დაეთრგუნა პროტესტანტები. ეს არ გამოვიდა. ყოველი დარბევის შემდეგ მანიფესტანტთა რაოდენობა არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა კიდეც
ახლა ხელისუფლება ცდილობს ტაქტიკის შეცვლას. ვნახეთ რომ ბოლო 2 დღეა ქუჩაში არანაირი პოლიცია არ ყოფილა, არც რობოკოპებიც ჩანდნენ სადმე. ვნახეთ ისიც, რომ თუ პოლიცია ქუჩაში არ აქტიურობს, მშვიდობიანი აქციები მშვიდობიანად სრულდება. პრობლემა იმაშია, რომ პროტესტი ქუჩაში არ შეწყდება და არავინ იცის იგი რამდენ ხანს გაგრძელდება.
– საფრანგეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო წარმომადგენლებთან ჰქონოდა ინკლუზიური დიალოგი. თქვენი დაკვირვებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ პარტიებთან და პროტესტანტების სამოქალაქო წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგის საწარმოებლად დარჩა რესურსი?
– ხელისუფლებას დიალოგის საწარმოებლად აქვს რესურსი და რეზერვი. მაგრამ, დაადგება თუ არა იგი ამ გზას, ჯერ არ ჩანს. თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული პროტესტმა სხვადასხვა სფეროებში ისეთ პიკს მიაღწიოს, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდეს წავიდეს დათმობებზე.
ამ შემთხვევაში დათმობაში იგულისხმება ხელახალი არჩევნების არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა. მანამდე დაკავებულების გამოშვება. ამის გათამაშება „ქართულ ოცნებას“ ძალიან მარტივად შეუძლია. შეუძლია, ხელოვნურად გამოიწვიოს სამთავრობო კრიზისი, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან მარტივად შეუძლია ხელოვნურად გამოიწვიოს სამთავრობო კრიზისი, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა
– „ქართულ ოცნებას“ 14 დეკემბერს დაგეგმილი აქვს პარლამენტისა და ე.წ. ხმოსნების მიერ პრეზიდენტის არჩევა.
თქვენი კოლეგა კონსტიტუციონალისტების და იურისტების მტკიცებით, დღეისათვის ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც მთავრობა. მეტიც, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ფარგლებიდან კარგა ხანია გასულია და მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები შეიძლება ვიხილოთ.
14 დეკემბრამდე ცოტა დროა დარჩენილი. ამიტომ ყველაზე აქტუალური ახლა ასეთი კითხვაა – რისთვის ემზადება „ქართული ოცნება“ და რისთვის ემზადებიან ოპოზიციური პარტიები და პროტესტანტები?
– დიახ, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციიდან კარგა ხანია გასულია და ახლა ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციით, არამედ ძალის გამოყენებითა და დემონსტრირებით. რადგან ასეა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ უშლის ხელს 14 დეკემბერს ჩაატაროს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის ინაუგურაცია. როგორც გითხარით, ახლა რაც ქუჩაში ხდება, მე ოპოზიციური პარტიების მაორგანიზებელ როლს ნაკლებად ვხედავ. საზოგადოებრივი პროტესტი პოლიტიკური პარტიების მინიმალური ჩარევის პირობებშიც ძალიან კარგად მიმდინარეობს.
„ქართული ოცნება“ კონსტიტუციიდან კარგა ხანია გასულია და ახლა ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციით, არამედ ძალის გამოყენებითა და დემონსტრირებით. რადგან ასეა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ უშლის ხელს 14 დეკემბერს ჩაატაროს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის ინაუგურაცია
როგორც ჩანს, პრეზიდენტის არჩევის დღეს 14 დეკემბერს გაცილებით დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბება რუსთაველზე, თუნდაც გუშინ, ან გუშინ წინ რომ იყო. პრეზიდენტის არჩევა პროტესტის ფონზე ჩაივლის. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ყური არ უნდა დაუგდოს პრეზიდენტ მაკრონს და გააგრძელოს ისე მოქმედება, როგორც აქამდე იქცეოდა, მაშინ „ქართული ოცნება იტყვის, რომ პრეზიდენტი ა. აქ კონსტიტუცია არაფერ შუაშია, რადგან „ქართული ოცნება“ კარგა ხანია გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან და ძალაუფლებას ახორციელებს ძალის გამოყენებით.
პრეზიდენტის არჩევა პროტესტის ფონზე ჩაივლის. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ყური არ უნდა დაუგდოს პრეზიდენტ მაკრონს და გააგრძელოს ისე მოქმედება, როგორც აქამდე იქცეოდა, მაშინ „ქართული ოცნება იტყვის, რომ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია
სხვადასხვა ინფორმაციით, ძალოვან უწყებებში დაწყებულია დიდი რყევები. როდესაც საპროტესტო ტალღა პიკს მიაღწევს, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დათანხმდეს ხელახალ არჩევნებზე.
არა მგონია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ყველა პროტესტანტი დააკავოს, სცემოს ან დაარბიოს. დარბევები იქნება, მაგრამ, ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ საზოგადოების პროტესტი იქნება ხანგრძლივი. ვითარების განმუხტვა არ მოხდება დღეს ან ხვალ. ვვარაუდობ, რომ უფრო აქტიური გახდება დასავლეთი. ამ საპროტესტო აქციების ფონზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.
არა მგონია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ყველა პროტესტანტი დააკავოს, სცემოს ან დაარბიოს. დარბევები იქნება, მაგრამ, ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ საზოგადოების პროტესტი იქნება ხანგრძლივი
– ძალის მუდმივი დემონსტრირებით „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება 4 წელი ქვეყნის მართვა. ხელისუფლება ან პროტესტანტებთან აქტიურ დიალოგში უნდა შევიდეს, ან პრეზიდენტის არჩევნები არ ჩაატაროს, მაგრამ ამის მსგავს მოქმედებს ვერ ვხედავთ და როგორც ჩანს, არცაა მოსალოდნელი.
ეს რომ ასეა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან?
– ხელისუფლება შეეცდება ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით მოახრჩოს. შოლტის და თაფლა კვერის პოლიტიკა ტყუილა კი არ ვახსენე. ახლა ხელისუფლება ცდილობს ზედმეტი ძალა არ გამოიყენოს, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი არსი შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით. მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რეპრესიული კანონებით შეძლებს პროტესტის ჩახშობას. თუ პროცესი ისე განვითარდა, როგორც ახლა ვითარდება, სადღაც გაზაფხულზე, აპრილ-მაისშია მოსალოდნელი კვანძის გახსნა და არა დავუშვათ უმოკლეს დღეებში.
ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ გაუგონარი გაუგონარი ზეწოლის შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს, მათი შეხვედრა მარტო მაკრონის გადაწყვეტილება არ ყოფილა, „ქართული ოცნება“ თავის მომხრეებში ცდილობს 20 იანვრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ გადაიტანოს ყველაფერი, როცა ტრამპი თეთრ სახლში შევა.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რეპრესიული კანონებით შეძლებს პროტესტის ჩახშობას. თუ პროცესი ისე განვითარდა, როგორც ახლა ვითარდება, სადღაც გაზაფხულზე, აპრილ-მაისშია მოსალოდნელი კვანძის გახსნა და არა დავუშვათ უმოკლეს დღეებში
„ქართული ოცნება“ იმ იმედით, რომ ტრამპთან შეძლებს დალაგებას, ახლა თავად ცდილობს პროცესების გაჭიმვას. თუ „ქართულ ოცნებას“ ეს არგუმენტი გამოეცლება, შემდეგ შეიძლება იყოს რაღაცები. ახლა ეს პროცესები იხარშება.
პროტესტი უნდა იყოს, უნდა იყოს მშვიდობიანი, მაგრამ, ეს იქნება დროში გაწელილი პროტესტიც და პროცესიც. ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და სოციალურ საკითხებზე. როცა ამ მასშტაბის პროტესტი ხდება, ის ბევრ სფეროს მოიცავს და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ ხალხს შეეხება.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულა, გამოფხიზლდება. ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში განწყობებიც შეიცვლება. პროტესტის ფონზე ქვეყნის ძალის გამოყენებით მართვა „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება. ამიტომ ვამბობ, კვანძის გახსნა შესაძლოა გაზაფხულზე მოხდეს. პროტესტის დასრულების ერთადერთი და ყველაზე მოკლე გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა. იმ პროტესტის განმუხტვის სხვა გზა, რომელიც ახლა ქუჩაშია, უბრალოდ ახლა არ არსებობს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი