ხელისუფლებისა და ოპოზიციის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება, აქტიურად იღებს კანონებს, მათ შორის შეიტანა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“, რომლის გაუქმების რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ უკვე გვირჩია, მაგრამ, ხელისუფლება არ იმჩნევს.
კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობა გაამკაცრა, მაგრამ ოპოზიციის მტკიცებით, ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრების მიზანია არჩევნების წინ ამნისტირებული ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისთვის იმგვარი მექანიზმების შექმნა, რომელიც ძალოვნებს მათზე კონტროლის გამკაცრების საშუალებას მისცემს.
ლამის ყოველ დღე ვიგებთ იმათ ვინაობას, ვინც 5 000 ლარით ჯარიმდება. მიუხედავად ამისა, ქუჩაში პროტესტი არ ცხრება. შესაძლოა, აქციები ისეთი მასშტაბური არაა, როგორც ადრე, მაგრამ საზოგადოებაში რომ „ოცნების“ მიმართ უკმაყოფილება დიდია, ფაქტია. არსებობს, ვხედავთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკას?
– ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე აქტიურად იმიტომ საუბრობს, უნდა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა ახალ არჩევნებზე გადაფაროს. ამიტომაცაა რომ მთელი სახელისუფლებო გუნდი თავისი პროპაგანდით გადართულნი რომ ადგილობრივი არჩევნების მომზადების საკითხებზე.
6 თვით ადრე ადგილობრივ არჩევნებზე ასეთი დოზით მსჯელობა და საუბარი იმ ფონზე რაც ახლა საშინაო პოლიტიკაშია, ადგილობრივ არჩევნების თემა მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის, არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო გუნდისთვის.
ვხედავთ, რომ ადგილობრივი არჩევნების გააქტიურების ფონზე „ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ის რაც ვენეციის კომისიამ 2017 წელს დაიწუნა, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა გააქტიურა და უკვე მიღებულია ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.
ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე აქტიურად იმიტომ საუბრობს, უნდა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა ახალ არჩევნებზე გადაფაროს. ამიტომაცაა რომ მთელი სახელისუფლებო გუნდი თავისი პროპაგანდით გადართულნი რომ ადგილობრივი არჩევნების მომზადების საკითხებზე
მხედველობაში მაქვს ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარული ოლქების რიცხოვნობის გაზრდა. თუ კანონში ცვლილებებამდე თბილისში მხოლოდ 10 მაჟორიტარული ოლქი იყო, ცვლილებების შემდეგ მათი რიცხვი 25 გახდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ხედავს, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი შემცირებულია და ახლა ცდილობს საარჩევნო პროცესიდან არ გაექცეს სადავეები. მაჟორიტარული ოლქების სისტემას ხელისუფლება ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებდა.
ხელისუფლება ცდილობს გამკაცრებული რეპრესიული ნარკოტიკული კანონმდებლობაც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ნარკოტიკების ჩადება ჩვენში ჩვეულებრივი ამბავი იყო ყოველთვის. ასე იმიტომ ხდებოდა რომ ნარკომომხმარებლები ხელისუფლებაზე დამოკიდებული გაეხადათ.
ადგილობრივი არჩევნების გააქტიურების ფონზე „ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ის რაც ვენეციის კომისიამ 2017 წელს დაიწუნა, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა გააქტიურა და უკვე მიღებულია ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში
სამწუხაროდ, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ხელისუფლება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა შეაშფოთა და ახლა დაიწყო ნარკოდანაშაულთან დაუნდობელი ბრძოლა.
იმედი მაქვს, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონმდებლობა გარკვეულ შედეგს მოიტანს. თუმცა, ნარკოდანაშაულზე როცა ვსაუბრობთ, ამ ბრძოლის ძირითადი სამიზნე უნდა იყვნენ არა ნარკომომხმარებლები, არამედ ნარკოტიკების გამსაღებლები.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ნარკოტიკების გამსაღებლების ალბათ 99, 9% -ის სია აქვს და მათ წინააღმდეგ ბრძოლა კანონის გამკაცრების გარეშეც შეეძლო.
– თქვენს მიერ აღწერილი „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკა რაზეა გათვლილი?
– საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა – ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ვერ ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას.
როგორც ჩანს, ვერ შეძლებს, მაგრამ ხელისუფლებას ეს რომ მოეხერხებინა, ეს მისთვის ვიზუალურად მაინც იქნებოდა სასარგებლო დასავლეთის თვალში.
– საგარეო პოლიტიკაში ვმეგობრობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ავტორიტარული ქვეყნები უფრო არიან, ვიდრე დემოკრატიული.
ხელისუფლება ამბობს, რომ მზადაა აშშ-თან ურთიერთობა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს. ცოტა ადრე ამბობდნენ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადატვირთვას მოითხოვს. თბილისის ეს გზავნილი როგორც ჩანს, ვაშინგტონში გაიგონეს და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია.
ევროპულ მიმართულებაზე ვითარება ასეთი გვაქვს – ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან, როგორც მინიმუმ, მწყრალად ვართ. უნგრეთის პრემიერი ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია. ორი დღის წინ უკრაინის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგივე აზრი გაიმეორა.
თუ უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია, გაუგებარია ბატონი ორბანი როგორ შეიძლება იყოს ევროკავშირში საქართველოს ლობისტი, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს?
თქვენი დაკვირვებით აშშ-ს ელჩმა დანიგანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ვაშინგტონიდან, სავარაუდოდ, რა გზავნილი ჩამოუტანა „ქართულ ოცნებას?
– უნგრეთის ლიდერის პოზიცია საქართველოს მიმართ ცნობილია – ევროკავშირში უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აღიარა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თუ სწორად მახსოვს, სხვა ევროპული ქვეყნებიდან ამგვარი მოლოცვა არც ყოფილა.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეგობრობს ავტორიტარულ რეჟიმებთან, ესეც ბუნებრივია იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
როცა რეპრესიულ კანონებს იღებ, მედია საშუალებებზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობ, აზრის გამოხატვას და ადამიანის უფლებებს არაფრად მიიჩნევ, მაშინ, ბუნებრივია ევროკავშირისკენ გზაც არა გაქვს. როცა ხელისუფლება შეტევას ახორციელებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და არასამთავრობო სექტორზე, ევროკავშირის მიმართ „ქართული ოცნების პოლიტიკა სრულიად გასაგებია.
როცა ხელისუფლება შეტევას ახორციელებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და არასამთავრობო სექტორზე, ევროკავშირის მიმართ „ქართული ოცნების პოლიტიკა სრულიად გასაგებია
რაც შეეხება აშშ-ს ელჩის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ესეც ბუნებრივია, რადგან აშშ ცდილობს იმ ხელისუფლებასთან ჰქონდეს ურთიერთობა, რომელიც საქართველოში რეალურად ახორციელებს პოლიტიკას.
„ქართული ოცნება“ კარგა ხანია აპელირებს იმით, რომ ცდილობს აშშ-თან დაალაგოს ურთიერთობა. გულშემატკივრობს ტრამპის ბრძოლა დიფ სტეითის წინააღმდეგ. მეტიც, იმასაც კი ამბობს, რომ თუ რამდენად წარმატებული იქნება ტრამპის ბრძოლა დიფ სტეთის წინააღმდეგ ამას საქართველო იმით მიხვდება თუ როგორი პოლიტიკა ექნება ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოსთან დაკავშირებით.
როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ვფიქრობ, დანიგანის ბოჭორიშვილთან შეხვედრა უფრო იმიტომ შედგა, რომ თბილისს ვაშინგტონიდან მკაფიო გზავნილები მიეღო. არ გამოვრიცხავ, ეს შეხვედრა იმის გამოც შედგა, რომ აშშ-ში იწყება „მეგობარი“ აქტის კანონპროექტის განხილვა და მიღება.
ვფიქრობ, დანიგანის ბოჭორიშვილთან შეხვედრა უფრო იმიტომ შედგა, რომ თბილისს ვაშინგტონიდან მკაფიო გზავნილები მიეღო. არ გამოვრიცხავ, ეს შეხვედრა იმის გამოც შედგა, რომ აშშ-ში იწყება „მეგობარი“ აქტის კანონპროექტის განხილვა და მიღება
– მიმდინარე კვირა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი სენატში „მეგობარი“ აქტის კანონპროექტის განხილვის დაწყება და მიღება.
ვიცით, რომ ამ კანონპროექტის აქტიური მხარდამჭერია სენატორი ჯიმ რიში, რომელსაც სრული მხარდაჭერა გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუცხადა.
არადა, სენატორ ჯიმ რიშზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა – „ჯიმ რიში ან მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება ეჭვი, რომ დიფ სტეითი აშშ-ში თავის პოზიციებს ინარჩუნებს“.
სენატის მიერ „მეგობარი“ აქტის სავარაუდო მიღების წინ „ქართული ოცნება“ თავს იზღვევს თუ რა ხდება?
– „ქართულმა ოცნებამ“ დანამდვილებით იცის აშშ-ს მასთან რა კითხვები აქვს. როცა მდინარაძე და ზარქუა აშშ-ს პოლიტელიტაზე საუბრობენ, თან აყოლებენ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი, ეს იქნება განმსაზღვრელი თუ როგორი იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობები, ამით ყველაფერი ნათქვამია.
ასეთი განცხადებები არანაირი ნორმალურობის ჩარჩოებში არ ჯდება. როცა მდინარაძე და ზარქუა ჭკუას არიგებს ამერიკას თუ რა უნდა გააკეთონ მათ საქართველოსთან მიმართებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაში ასეთი არანორმალური ვითარება გვაქვს.
როცა მდინარაძე და ზარქუა ჭკუას არიგებს ამერიკას თუ რა უნდა გააკეთონ მათ საქართველოსთან მიმართებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაში ასეთი არანორმალური ვითარება გვაქვს
– ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობაზე გადავიდეთ. დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციაში „დიდი გაურკვევლობაა.“ ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ოპოზიციას ერთიანი სტრატეგია არ აქვს.
ახლა საუბარია იმაზე, თუ როგორ შეხვდება ოპოზიცია 31 მარტს. 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი უნდოდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობა. ვხედავთ იმასაც, რომ ოპოზიციური ჯგუფები რიგ საკითხებზე მართლაც ვერ თანხმდებიან.
ცნობილია რომ ოპოზიციამ და მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი წერილით მიმართეს ბრიუსელს.
როცა თვალს ვადევნებთ ოპოზიციის კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ 31 მარტს დაგეგმილი აქცია ოპოზიციის დიდი ერთიანობის დღე იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ოპოზიციის მიერ 31 მარტს დაგეგმილი აქციის მიმართ?
– გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი 31 მარტს რა აქვთ ჩაფიქრებული ოპოზიციას. თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ 31 მარტის აქცია იქნება გარდამტეხი მომენტი და ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავა, ამგვარი მოლოდინი ყალბი მოლოდინია. ამგვარი მოლოდინი მე არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. ჩემი აზრით, ასეთი მოლოდინი არც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას არ აქვს.
თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ 31 მარტის აქცია იქნება გარდამტეხი მომენტი და ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავა, ამგვარი მოლოდინი ყალბი მოლოდინია
ჩემი აზრით, 31 მარტის აქცია უნდა იყოს იმის დემონსტრირება, რომ საზოგადოებაში პროტესტი არ გამქრალა, პირიქით, გაიზარდა კიდეც და ეს უნდა იყოს გამოხატული იმით რომ ეს აქცია იქნება ძალიან მასშტაბური. მართალია, აქციები ყოველ დღე იმართება, მაგრამ, ისინი ყოველთვის მასშტაბურობით არ გამოირჩევიან.
რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას. ამ ეტაპზე არის პატური სიტუაცია – ოპოზიციას რა რესურსიც ჰქონდა, სრულად გამოიყენა. არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ოპოზიციისგან ახალი ელემენტებისა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. 30 წელია ქვეყანა მიტინგებშია და ვიცით ამგვარი მოთხოვნები რას ნიშნავს. საუბარია მდუმარე აქციების მიტინგებით ჩანაცვლებაზე. ანუ გამოვლენ ოპოზიციური ლიდერები და ამ გამოსვლის შემდეგ აქცია დაიშლება.
31 მარტის აქცია უნდა იყოს იმის დემონსტრირება, რომ საზოგადოებაში პროტესტი არ გამქრალა, პირიქით, გაიზარდა კიდეც და ეს უნდა იყოს გამოხატული იმით რომ ეს აქცია იქნება ძალიან მასშტაბური. მართალია, აქციები ყოველ დღე იმართება, მაგრამ, ისინი ყოველთვის მასშტაბურობით არ გამოირჩევიან
არაა გამორიცხული აქციის მონაწილეთა ნაწილმა გზების გადაკეტვა დაიწყონ. მაგრამ, ქუჩების სრულად გადაკეტვის რესურსი რეალურად არსებობს. რასაც მე ვაკვირდები, ასეთი რესურსი აქციის მონაწილეებს არ აქვთ. ამიტომ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა. მხედველობაში მაქვს ურთიერთობების გაძლიერებაში სანქციების დაწესება იმ პირებზე, რომლებიც ხელისუფლების სახელით იმგვარ პოლიტიკას აწარმოებს, რაც ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროს აშორებს.
დასავლეთისგან ეს დაშორება ურტყამს ეკონომიკას. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. საზოგადოებამ არ უნდა იჩქაროს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რისთვისაც საზოგადოება მზად არ არის.
– რისთვის არაა საზოგადოება მზად?
– ვგულისხმობ უფრო რადიკალურ აქციებს.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ აქციებისა და საპროტესტო მუხტის მიმართ ადაპტირებული, არსებული სტატუს-კვოს მიმართ შეგუებული არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე ოპოზიცია და ხელისუფლებაც…
შესაძლოა, ვცდები, მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს, ყველა იმას ელოდება თუ რა მოხდება აშშ-ს სენატში?
– ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული თუ რით დასრულდება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის თემაზე. ასევე აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების შედეგი ქართული საზოგადოებისთვის გარკვეულ წილად განმსაზღვრელიც კი იქნება. ამაზე იქნება დამოკიდებული ქვეყანა უფრო რადიკალიზაციისკენ წავა თუ არა.
მესმის, რომ ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა მოთმინება, მაგრამ, უნდა შევძლოთ და გავუძლოთ იმას, რომ აქციები გაგრძელდეს. ამის ფონზე არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც ოპოზიციამ უნდა მიხედოს. ასეთ ფუნქციას ვერც ოპოზიცია და ვერც ოპოზიციური ტელევიზიები ვერ ასრულებენ.
– საუდის არაბეთში მორიგი აშშ-რუსეთის, აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების რაუნდის გამართვამდე, ვხედავთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და მისი წარმომადგენელი პუტინთან მოლაპარაკებებში პირდაპირ ამბობენ რომ „უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობაზე წასვლა.“
უკრაინის საკითხში აშშ-ს მოულოდნელი პოზიციები გამაოგნებელი აღმოჩნდა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის. თუ მანამდე პუტინმა გადაახია საერთაშორისო სამართალი უკრაინას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ახლა იგივეს აკეთებს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი.
თუ ტრამპი უკრაინას ეუბნება რომ ყირიმი, დონბასი და ლუგანსკის ოლქები უნდა დათმოს, ტრამპმა საქართველოს რომ უთხრას – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის უნდა იყოსო, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ რას როგორ ვიქცევით?
– დღეს მსოფლიოში რეალობა ისეთია, რომ ჩემი თაობის სამმა მარაზმატიკულმა ბებერმა – ტრამპმა, სი ძინ პინმა და პუტინმა მოინდომეს მსოფლიო წესრიგის „პერესტროიკა“. ამერიკისთვის დასაშვები ხდება ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნისთვის ტერიტორიის წართმევა და ამ ტერიტორიების მეორე ქვეყნისთვის გადაცემა.
უკრაინის საკითხში ტრამპის ქცევამ ევროპა საკმაოდ გამოაფხიზლა. უკრაინა-რუსეთს შორის შესაძლოა, მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ აშშ-სა და ევროპას შორის დაპირისპირება უკვე არ დასრულდება. „ცივი ომი“, მაგრამ ამჯერად აშშ-სა და ევროპას შორის უკვე დაწყებულია.
უკრაინის საკითხში ტრამპის ქცევამ ევროპა საკმაოდ გამოაფხიზლა. უკრაინა-რუსეთს შორის შესაძლოა, მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ აშშ-სა და ევროპას შორის დაპირისპირება უკვე არ დასრულდება. „ცივი ომი“, მაგრამ ამჯერად აშშ-სა და ევროპას შორის უკვე დაწყებულია
კარგია, რომ ევროპამ გააცნობიერა, რომ სხვის იმედზე ყოფნა ისეთ საკითხებში, როგორც საკუთარი უსაფრთხოებაა, არ შეიძლება. თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა ჩავარდა, რუსეთი ამ რეგიონებს კარგა ხანია ისედაც მართავდა. იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ-სა და ევროპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსხვავებული იქნება.
იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ-სა და ევროპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსხვავებული იქნება
თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაზე აშშ-მ უარი თქვა, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებითაც იმავეს მოითხოვს. ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება უნდა მუშაობდეს. ჩვენი ხელისუფლებიდან კი ვხედავთ მხოლოდ დაწყებულ საუბრებს აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
ამიტომ, თუ ტრამპმა რუსეთს უკრაინული ტერიტორიები გადასცა, ჩვენ იგივე რომ მოგვთხოვონ, არაა გამორიცხული ჩვენმა ხელისუფლებამ თქვას, – რას ვიზამთ? მსოფლიოს უძლიერესმა ქვეყნებმა ასე გადაწყვიტეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
