ვახტანგ ძაბირაძე – თუ თებერვლის ბოლომდე ოპოზიცია იმ მდგომარეობაში დარჩა, როგორშიც ახლაა, 2024 წელს, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ისევ შეინარჩუნებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა საკმაო დრო გავიდა.
იყო მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კორექტივებს შეიტანდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენ როგორ შეაფასებდით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს?
– გულწრფელად გეტყვით, მე დიდი მოლოდინი არ მქონია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდეგ საქართველოში სასწავლი მოხდებოდა და ბევრი თვალსაზრისით რაიმე შეიცვლებოდა.
ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია. არ საუბრობენ, მაგრამ ქვეტექსტებში მიანიშნებენ, რომ „ჩვენმა გაჯიუტებამ“ და ჩვენს პოზიციებზე დგომამ შედეგი გამოიღო და ასე უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა. ხელისუფლება შეეცდება სტატუსის საბოლოოდ მიღება სათავისოდ გამოიყენოს და ამას აკეთებს კიდეც.
მაგრამ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლი. ჩვენ კარგა ხანი ვსაუბრობდით, რომ სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ, ეს, დიდი ალბათობით იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოაყოლებდნენ საშინაო დავალებებს. ასეც მოხდა.
ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია. არ საუბრობენ, მაგრამ ქვეტექსტებში მიანიშნებენ, რომ „ჩვენმა გაჯიუტებამ“ და ჩვენს პოზიციებზე დგომამ შედეგი გამოიღო და ასე უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა. ხელისუფლება შეეცდება სტატუსის საბოლოოდ მიღება სათავისოდ გამოიყენოს და ამას აკეთებს კიდეც
სამწუხაროდ, არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ ისურვა ან პრესკონფერენცია გაეკეთებინა, ან ამ თემისთვის მიეძღვნა სერიოზული მსჯელობა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მოგვცეს, თავიდანვე ამის მომხრე ვიყავი მეც და ჩემს მსგავსად ბევრი სხვაც, მაგრამ, ამ მხრივ ოპოზიციაში ინფორმაცია პროპაგანდისტული თვალსაზრისით მოიკოჭლებს.
ჩემი აზრით, ოპოზიციას 9 რეკომენდაცია-დათქმაზე ბევრი უნდა ესაუბრა. უფრო სწორად იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი შესრულება. ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა თუ რა მოგვცეს და ახლა რეალურად რა გვაქვს კონკრეტულად გასაკეთებელი. ანუ, ესაუბრა იმაზე, რომ ხელისუფლებას შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა.
ოპოზიციას 9 რეკომენდაცია-დათქმაზე ბევრი უნდა ესაუბრა. უფრო სწორად იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი შესრულება. ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა თუ რა მოგვცეს და ახლა რეალურად რა გვაქვს კონკრეტულად გასაკეთებელი. ანუ, ესაუბრა იმაზე, რომ ხელისუფლებას შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა
– თუ სწორად გავიგე, ამბობთ, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია ვერ ქმნის დღის წესრიგს. თუ ასეა, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
– დიახ, სწორედ ასეა. ოპოზიცია ვერ ქმნის დღის წესრიგს. როგორც ჩანს, ოპოზიცია კმაყოფილდება იმის მტკიცებით, რომ ხელისუფლება პრორუსულია, არაფერი არ უნდა და ასე შემდეგ.
ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ზოგს იმის უნარი არ აქვს რომ ვითარებას ჩაუღრმავდეს და სერიოზულ თემებზე ისაუბროს. ზოგს ისეთი წარსული აქვს, რომ ადამიანის უფლებებზე, სასამართლოზე და ევროპულ რეფორმებზე დიდად ვერ ილაპარაკებს. ზოგს, ალბათ, არ უნდა მომავალში წინ დახვდეს ნათქვამი. ვერ გეტყვით რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია დღის წესრიგს ვერ ქმნის.
ზოგს იმის უნარი არ აქვს რომ ვითარებას ჩაუღრმავდეს და სერიოზულ თემებზე ისაუბროს. ზოგს ისეთი წარსული აქვს, რომ ადამიანის უფლებებზე, სასამართლოზე და ევროპულ რეფორმებზე დიდად ვერ ილაპარაკებს. ზოგს, ალბათ, არ უნდა მომავალში წინ დახვდეს ნათქვამი. ვერ გეტყვით რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია დღის წესრიგს ვერ ქმნის
ფაქტი ისაა, რომ ოპოზიციას ბოლო 12 წელია ხელისუფლებასთან სასაუბროდ მხოლოდ ერთი თემა აქვს, ანუ ის, რომ ხელისუფლება პრორუსულია. არ ხდება აქტუალურ თემებზე დისკუსია და მიმდინარე თემების განხილვა.
არადა, ქვეყანა იცლება იმ ძალისგან, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ტვირთი უნდა ზიდოს. ვგულისხმობ 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანების ქვეყნიდან გადინებას. გარდა იმისა, რომ ეს არის დემოგრაფიული კატასტროფა, ამაზე რეალურად არც არავინ საუბრობს. მე მხოლოდ პრობლემას ვაფიქსირებ, ოპოზიციამ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა ისაუბროს.
თითქმის 1 მილიარდ ნახევრიანი მოსახლეობის ჩინეთი წუხს დემოგრაფიულ პრობლემაზე. ჩინეთში ხელისუფლების უმაღლეს დონეზე ხშირად იხილავენ იმის მიზეზებს თუ რატომ იკლო ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობამ. არადა, ჩვენთან კლებაზე კი არა ქვეყნის დაცლაზეა საუბარი. ამ თემაზე ოპოზიცია იშვიათად თუ საუბრობს. არადა, ჩვენი ქვეყნის უბედურება ისაა, რომ ქვეყანა იცლება.
თითქმის 1 მილიარდ ნახევრიანი მოსახლეობის ჩინეთი წუხს დემოგრაფიულ პრობლემაზე. ჩინეთში ხელისუფლების უმაღლეს დონეზე ხშირად იხილავენ იმის მიზეზებს თუ რატომ იკლო ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობამ. არადა, ჩვენთან კლებაზე კი არა ქვეყნის დაცლაზეა საუბარი. ამ თემაზე ოპოზიცია იშვიათად თუ საუბრობს. არადა, ჩვენი ქვეყნის უბედურება ისაა, რომ ქვეყანა იცლება
– როგორც ირკვევა, ხელისუფლება არც ბარიერის დაწევას აპირებს და არც „მანიფესტაციების შესახებ“ შეტანილ კანონში ცვლილებებზე რეაგირებას, რაზეც თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ეუთო-ოდერმა გამოთქვა.
რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი გუნდი ევროპული რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს?
– ხელისუფლება მანამდე მოიქცევა ისე, როგორც იქცევა, სანამ ოპოზიცია იქნება სუსტი. ამომრჩევლის 2/3 საპროტესტო ელექტორატია, მაგრამ ოპოზიცია ვერ ახერხებს საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას. ამგვარი ვითარება ხელისუფლებისთვის საკმაოდ მოგებიანია. ამიტომ, ხელისუფლებას არ აწუხებს ის, რომ ევროპელმა პარტნიორებმა რაღაც დაგვიწუნეს.
ამომრჩევლის 2/3 საპროტესტო ელექტორატია, მაგრამ ოპოზიცია ვერ ახერხებს საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას. ამგვარი ვითარება ხელისუფლებისთვის საკმაოდ მოგებიანია. ამიტომ, ხელისუფლებას არ აწუხებს ის, რომ ევროპელმა პარტნიორებმა რაღაც დაგვიწუნეს
ხელისუფლება ამბობს, კი ბატონო, ამ თემაზე დავიწყებ მუშაობას, შექმნის კომისიას. კომუნისტების დროს რაღაც პრობლემა რომ იჩენდა თავს, შეიქმნებოდა კომისია. ზუსტად ამას აკეთებს ახლა „ქართული ოცნება“. კომისია რეალურად არც არაფერს გააკეთებს, მაგრამ კომისია ხომ შექმნილია? ანუ, ხელისუფლებას აქვს საშუალება თქვას – ვმუშაობთ.
– IRI-ის კვლევები გასაჯაროვდა. წინა ორი კვლევებისგან განსხვავებით IRI-ის კვლევა ბევრი თვალსაზრისითაა საინტერესო. ამ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს, „ნაცმოძრაობას 13%, სხვებს ბევრი არც არაფერი.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ასეთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები რაზე შეიძლება მეტყველებდეს?
– პირველ რიგში მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ არსებობს. არსებობს გარკვეულ წილად ნიჰილიზმი, საზოგადოება, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ვერ ხედავს ძალას, რომლისთვისაც ღირს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
მეორე მხრივ, ნიშნავს იმასაც, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გარკვეულ წილად ყავლგასულია. ახალ სახეებზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ, ახალი სახეებიც მოძველდა. ახალი სახე მარტო სახე არაა. ახალი სახე მაშინაა ახალი სახე, როდესაც მას ახალი იდეა მოაქვს. ან ახალ პრობლემაზე და ახალ ხედვაზე საუბრობს.
მე არა მგონია, რომ ს წინ საზოგადოებას ასეთი ნიჰილისტური განწყობა ექნება. მიუხედავად იმისა, რომ სამივე კვლევაში სხვადასხვა მონაცემებია. მე მაინც მგონია, რომ რეალურთან ახლოს მაინც აირ-რა-ის კვლევის შედეგები მგონია. 25%-ზე მეტი რეიტინგი „ქართულ ოცნებას“ არც უნდა ჰქონდეს. საიდან უნდა ჰქონდეს, ან რატომ უნდა ჰქონდეს?
მე მაინც მგონია, რომ რეალურთან ახლოს მაინც IRI-ის კვლევის შედეგები მგონია. 25%-ზე მეტი რეიტინგი „ქართულ ოცნებას“ არც უნდა ჰქონდეს. საიდან უნდა ჰქონდეს, ან რატომ უნდა ჰქონდეს?
იგივე მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“. ამ პარტიაში ჯერ ვერ გარკვეულან ერთად არიან თუ იშლებიან. რას აპირებენ ან როგორ აპირებენ. სხვა პარტიებზე აბა რა გითხრათ. მოლოდინები, რომ ვიღაც გადალახავს 5%-იან ბარიერს, ვგულისხმობ გახარიას პარტიას და „ლელოს“, ეს ასე მარტივი არ არის.
ოპოზიციას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ოპოზიცია თუ არ დალაგდა, არ ჩამოყალიბდა და ახალი თემები თუ არ გააჩინა საარჩევნო დისკურსში, მხედველობაში მაქვს ის, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, სადაც კონკრეტიკაზე უნდა იყოს საუბარი, არც პრობლემები გადაწყდება და არც არაფერი არ გამოვა.
ოპოზიცია უნდა გამოფხიზლდეს. თუ თებერვლის ბოლომდე ოპოზიცია იმ მდგომარეობაში დარჩა, როგორშიც ახლაა, 2024 წელს დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ ისევ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.
– IRI-ის კვლევებით 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას „ნაცმოძრაობას“. იმავე კვლევით, 29% არავითარ შემთხვევაში არ აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“.
საკმაოდ დიდი გამოდის იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე…
– მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირობითად, ელექტორატულად ამომრჩეველი სამ ჯგუფადაა დაყოფილი. ფაქტობრივად თანაფარდი ნაწილებია. ერთია, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც მისი მხარდამჭერია. ასევეა „ნაცმოძრაობა“. მესამე ნაწილი გახლავთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. არც ერთი და არც მეორე არ იმსახურებს ხელისუფლებაში არც ყოფნას და მითუმეტეს არც დაბრუნებას.
ესაა ასახული IRI-ის ბოლო კვლევაში. საკმაოდ დიდია ის სეგმენტი, რომელზეც წვრილმა პარტიებმა უნდა იმუშაონ და ეს სეგმენტი არ დარჩეს ფრაგმენტირებული. პოლიტიკური პარტიები ისე უნდა გადაჯგუფდნენ, რომ სრულად მოიცვან საპროტესტო ელექტორატი.
საკმაოდ დიდია ის სეგმენტი, რომელზეც წვრილმა პარტიებმა უნდა იმუშაონ და ეს სეგმენტი არ დარჩეს ფრაგმენტირებული. პოლიტიკური პარტიები ისე უნდა გადაჯგუფდნენ, რომ სრულად მოიცვან საპროტესტო ელექტორატი
თუ პარტიებმა 2-3% აიღეს, პირველ ადგილზე გასული პარტია წაიღებს საპროტესტო ამომრჩევლის ხმებს. ასეთია პროპორციული არჩევნების წესი. დღეს ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ჩვენ ვინც არ უნდა ავირჩიოთ, როგორი კოალიციური მთავრობაც არ უნდა ავირჩიოთ, ჩვენ ამ ჭაობიდან ერთი ნახტომით ვერ ამოვალთ.
ჩვენ 30 წელია ვიძირებით. „მრგვალი მაგიდიდან“ და შევარდნაძიდან მოყოლებული ჩვენ სულ გვქონდა ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ვერ შევქმენით სახელმწიფოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები. 30 წელია კომუნისტური ჭაობიდან გამოვდივართ და დღემდე არ ვართ გამოსული. კომუნისტური იდეოლოგია მოვიშორეთ, მაგრამ, მართვის ერთპარტიული, ავტორიტარული სისტემა დავტოვეთ. თუ აქედან თავს ვერ დავაღწევთ, სულ ამ უბედურებაში ვიქნებით.
30 წელია კომუნისტური ჭაობიდან გამოვდივართ და დღემდე არ ვართ გამოსული. კომუნისტური იდეოლოგია მოვიშორეთ, მაგრამ, მართვის ერთპარტიული, ავტორიტარული სისტემა დავტოვეთ. თუ აქედან თავს ვერ დავაღწევთ, სულ ამ უბედურებაში ვიქნებით
თუ რეალურად კოალიციური მთავრობა ვერ შევქმენით, რომელიც მექანიზმებს მაინც შექმნის ეფექტურად მართვისთვის, ჩვენ ისევ იმ ჭაობში დავრჩებით, რომელშიც ვართ. ოპოზიციამ ამაზეც უნდა ილაპარაკოს.
ჩვენი ამომრჩევლისთვის მართვის კოალიციური სისტემა ახალია. ჩვენ ასეთი მმართველობა არ გვინახავს, არ გამოგვიცდია და ამიტომ ოპოზიციამ ამაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ რომ მოხვდებიან პარლამენტში ამაზედაცაა სალაპარაკო. ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს რა შეიძლება მოხდეს თუ მხოლოდ ეს ორი პარტია მოხვდა მომავალ პარლამენტში. ამიტომაცაა საჭირო, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩევლებმა ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი