ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. თვალს ვადევნებთ საარჩევნო კამპანიებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების აქტიურობას. ამ თვალსაზრისთ კი ყველაზე აქტიური „ქართული ოცნება“.
ამას წინათ, უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია აგენტია. არადა, ყველას ახსოვს, რომ გახარიას გაპრემიერება ს ინიციატივა იყო.
მდინარაძემ ასევე „ლელოს“ ლიდერი თქვა, რომ ის ყოველთვის „ნაცმოძრაობასთან იყო შეკრული და ასე შემდეგ. „ოცნება“ კარგა ხანია მთელ ოპოზიციას „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ იხსენიებს, მაგრამ გახარიაზე და ხაზარაძეზე მორიგი შეტევის ფორმა და ბრალდებები მაინც გასაკვირი იყო.
ამ ბრალდებებზე გახარიამ თქვა, – „ოცნება“ სახიფათო ველზე შევიდა“. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ ის ანერვიულებს, რომ ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარაა. რატომ გახდნენ გახარია და ხაზარაძე „ოცნების“ მთავარი სამიზნეები?
– მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დარტყმების ვექტორი შეცვალა და ძირითად სამიზნედ გახარია-ხაზარაძე გახადა. 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“, როგორც საფრთხობელად იყენებდა. მიუხედავად ამისა, „ოცნებამ“ ვერ შეძლო ს გზით, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების გზით „ნაცები“ პოლიტიკურად გაეკოტრებინა და მათ დარჩათ თავისი მყარი ამომრჩეველი. სადღაც ნახევარი მილიონის ფარგლებში, ეს ხალხი ყველა არჩევნებში „ნაცებს“ უჭერდა მხარს.
დღეს „ნაცმოძრაობა“ ორადაა გაყოფილი, მიუხედავად ამისა, ამ ორივე ფრთას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ამომრჩევლის ნეიტრალურად გახდომას, ან იმას რომ ისინი არჩევნებზე არ მივიდნენ. ამიტომ, ხელისუფლების სამიზნე გახდა ამომრჩევლების ის ნაწილი, რომელმაც შესაძლოა, ხმა გახარიას და ხაზარაძეს მისცეს. ამომრჩეველთა ეს „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლები არიან,, მაგრამ დღეს მხარს უჭერენ ან გახარიას, ან ხაზარაძეს.
ხელისუფლების სამიზნე გახდა ამომრჩევლების ის ნაწილი, რომელმაც შესაძლოა, ხმა გახარიას და ხაზარაძეს მისცეს. ამომრჩეველთა ეს „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლები არიან,, მაგრამ დღეს მხარს უჭერენ ან გახარიას, ან ხაზარაძეს
ხაზარაძე-გახარიაზე ხელისუფლების მხრიდან იერიშის მიტანა იმ ლოზუნგით რომ ესენიც „ნაცმოძრაობა“ და მათზე უარესები არიან, იმის მცდელობაა, რომ ამომრჩევლების ის ნაწილი, რომლებმაც შესაძლოა, ამათ მისცენ ხმა, ან გაანეიტრალონ, ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, ან ნაწილი გადაიბირონ და ამით შეამცირონ ხაზარაძე-გახარიას ელექტორალური ბაზა.
სხვა სერიოზული მოტივი იმისა, რომ ხაზარაძე-გახარია ხელისუფლების მხრიდან დარტყმის ქვეშ მოექცნენ, არ არსებობს. ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ისიც, რომ „გორბის“ გამოკითხვა, არა ის, რაც გასაჯაროვდა, არამედ ის, რაც არ გასაჯაროებულა და რაც რეალურია, აჩვენებს, რომ გახარია-ხაზარაძის პარტიების რეიტინგი იზრდება და ორნიშნა ნიშნულზე მეტია.
– მმართველი გუნდი და ამ გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იმეორებენ, რომ არჩევნების შემდეგ ისინი აკრძალავენ „ნაცმოძრაობას“, შემდეგ კი „ომის დანაშაულის გამო თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად აგებინებენ პასუხს“.
საქართველოში ბევრი არჩევნები ჩატარებულა, მაგრამ ოპონენტების აკრძალვის დაპირება და გასამართლება არ გვახსენდება. თუ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ შიში საზოგადოების დიდ ნაწილში უწინდელივით ისე აღარ მუშაობს, მაშინ გაუგებარია მმართველი გუნდის მხრიდან მთავარ დაპირებად ამ ლოზუნგის ქცევა.
თქვენი ვერსია როგორია იმაზე, რატომაა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა და შემდეგ „ომის დანაშაულის გამო მათი პასუხისგებაში მიცემაა?
– „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპაგანდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ივანიშვილი გამოდის, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადებები.
ივანიშვილის გამოსვლების ადრესატები პირდაპირ, ან ირიბად არიან არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ რუსეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში. ეს განცხადებები ძალიან ახლოსაა იმ ნარატივებთან, რასაც რუსები ლაპარაკობენ. მხედველობაში მაქვს ის, რომ 2008 წლის ომის დაწყებაში დამნაშავეა „ნაცმოძრაობა“ და ისინი მათ გაასამართლებენ.
ივანიშვილის გამოსვლების ადრესატები პირდაპირ, ან ირიბად არიან არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ რუსეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში. ეს განცხადებები ძალიან ახლოსაა იმ ნარატივებთან, რასაც რუსები ლაპარაკობენ. მხედველობაში მაქვს ის, რომ 2008 წლის ომის დაწყებაში დამნაშავეა „ნაცმოძრაობა“ და ისინი მათ გაასამართლებენ
რადგან „ნაციონალებით“ დაშინება აშკარად მოძველდა, გადავიდნენ იმის მტკიცებაზე, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი „ნაციონალებს“ აკრძალავენ და გაასამართლებენ.
– მმართველი გუნდი ასევე მუდმივად იმეორებს, რომ სურს ამ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.
როგორც ამბობენ, ხელისუფლებასთან დაახლოებული სოციოლოგიური კვლევითი ცენტრი „გორბი“ ხშირად გვახსენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-მდეა. ბევრი ვარაუდობს, მმართველ გუნდს ასევე იმის იმედი აქვს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბარიერს ვერ გადალახავს და მათი ხმებიც მათ ყულაბაში წავა.
გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ივანიშვილი ყოველთვის მიაბამს ხოლმე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების თემას. თუმცა, ვნახეთ, რომ გორში ოსებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოწოდებაზე ამომრჩევლების უმრავლესობაში უკმაყოფილება მოჰყვა.
„ნაცების“ გაუქმებისა და გასამართლების გარდა, რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა?
– როდესაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მხარდაჭერის პიკში იყო, როდესაც თავისებურად დაალაგა სახელმწიფო სტრუქტურები, მოიშორა, ვინც უნდოდა, ფაქტობრივად ჩამოაყალიბა ერთპარტიული მმართველობა, მაშინაც კი პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველთა ხმების 50% არ მიუღია, არა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო მაჟორიტარების ხარჯზე.
ახლა იმაზე საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღოს, არის პროპაგანდის ნაწილი. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს, ან 50% ვერ მიიღებს და დაიწერს, სადაო აღარ იყოს ის, რომ მას ექნება შესაძლებლობა დააკომპლექტოს მთავრობა. ხელისუფლება ცდილობს წინასწარ შეამზადოს საზოგადოებრივი აზრი იმისთვის, რომ იგი საკონსტიტუციო უმრავლესობას ელოდა და ახლა გასაკვირი რატომ უნდა იყოს თუ 50%-ზე მეტი მიიღო.
ახლა იმაზე საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღოს, არის პროპაგანდის ნაწილი… ხელისუფლება ცდილობს წინასწარ შეამზადოს საზოგადოებრივი აზრი იმისთვის, რომ იგი საკონსტიტუციო უმრავლესობას ელოდა და ახლა გასაკვირი რატომ უნდა იყოს თუ 50%-ზე მეტი მიიღო
აქ შემოდის და, როგორც ჩანს, თითქოს არც თუ უსაფუძვლოდ იმ იმედის გაჩენის თემა, რომ ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებებით შეგვიძლია სა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამიტომ სჭირდება მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ეს ყურით მოთრეული თემაა, რადგან, თუ რეალურ აღდგენაზეა საუბარი და არა კონფედერაციაზე, რასაც გვთავაზობენ.
მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი ადამიანი, მით უმეტეს დეპუტატი, რომელიც ამ საკითხში, ვიმეორებ, თუ რეალურ ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, წინააღმდეგობას გაუწევდა ნებისმიერ ხელისუფლებას. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბარი არის ილუზიის შექმნის მცდელობა თითქოს მათ შეუძლიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანად რუსების მეშვეობით დაბრუნებას.
– რამდენიმე დღის წინ სოხუმის ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა – „თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, ასეთ ნაბიჯს აფხაზეთი მიესალმება“.
მეტიც, მან ასევე თქვა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას კანონზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, თან დასძინა – „აფხაზეთის სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება“. საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედული ადამიანების თქმით, მაშინ როცა კოლექტიური დასავლეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკაში წლებია მხარს გვიჭერს, საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალისთვის ბოდიშის მოხდა ამ კონფლიქტებთან მიმართებაში დასავლეთის პოზიციაში პრობლემებს შეუქმნის.
თუ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველო მხოლოდ ს იმედად დარჩა, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რომ ამ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ რუსული სცენარით შეიძლება მოხდეს, რადგან რას ითხოვს მოსკოვი ჩვენგან ვიცით. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ერთი-ერთზე რუსეთთან დარჩენა ურჩევნია დასავლეთთან პარტნიორობას?
– გვახსოვს, იგივე თქვა ლავროვმა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს ის, რომ „სამხრეთ ოსეთის სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება“, შემდეგ პუტინმა მიულოცა აფხაზებს 30 სექტემბერს საქართველოსთან გამარჯვების მორიგი წლისთავი. რუსებს შეეძლო ორი კვირა მოეთმინათ და ეს არ ეთქვათ და ქართულ საზოგადოებაში ამ თემაზე ილუზიები არჩევნებამდე შეენარჩუნებინათ, მაგრამ, კრემლმა ეს არ გააკეთა. რატომ? იმიტომ რომ რუსებს აფხაზებთან პრობლემები აქვს, მხედველობაში მაქვს ის რომ აფხაზები რუსებს არ აძლევენ აფხაზეთში საკუთრების შეძენის შესაძლებლობას, ერთი პერიოდი მოსკოვმა აფხაზეთს დაფინანსებაც კი შეუწყვიტა.
ახლა რუსეთი საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან სთავაზობს. ლავროვმა თქვა, რომ ამ პროცესში რუსეთი შეიძლება იყოს შუამავალი. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოების ნაწილში არის იმედი რომ ივანიშვილმა შეიძლება დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან. თუმცა, ამგვარი მოლოდინი უსაფუძვლოა
სხვათა შორის, აფხაზებშიც შეშფოთებული არიან იმით, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური პროცესი სხვაგვარად განვითარდა, გარემოებები შეიცვალა, აფხაზების მიმართ მოსკოვი ისე ლოიალური აღარ იქნება.
ახლა რუსეთი საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან სთავაზობს. ლავროვმა თქვა, რომ ამ პროცესში რუსეთი შეიძლება იყოს შუამავალი.
მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოების ნაწილში არის იმედი რომ ივანიშვილმა შეიძლება დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან. თუმცა, ამგვარი მოლოდინი უსაფუძვლოა. სამწუხაროდ, იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, რუსეთი არ არის მზად აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
– „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მას უნდა საქართველოს ევროკავშირში „ღირსეულად შეყვანა“.
არადა, ვხედავთ, რომ ჯერ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოზე რეზოლუცია, შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციამ. გვესმის განცხადებები ვაშინგტონიდან, საქართველოს მხარდასაჭერად ორპარტიული ძალისხმევა. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები არც ვაშინგტონში ჰყავს და არც ბრიუსელში. ამავე თემაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა – „არ ვაპირებთ „გამჭვირვალეობის კანონის“ გაუქმებას. საქართველოს მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ საქართველოზე გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება.“
რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნება“ ისე მიზანმიმართულად აფუჭებს ურთიერთობას ვაშინგტონთა და ევროპასთან, რომ შემდეგ ამ ურთიერთობების დალაგება რთული იქნება.
იმის ფონზე თუ რა შეფასებებს ვისმენთ ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, იმ შემთხვევაში თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, რა რესურსი აქვს ექვს მას ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად? თუ „ოცნება“ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას არც აპირებს? – როგორც ჩანს, დასავლეთთან ურთიერთობას ივანიშვილისთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ივანიშვილი კარგად იცნობს რუსულ პოლიტიკურ სპექტრს, მშვენივრად იცის მან ისინი თუ რას და როგორ აკეთებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი რუსული სპეცსამსახურების მხრიდან გარკვეულ შანტაჟს განიცდიდეს, ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახსაც. მან მთელ მსოფლიოში გადაანაწილა შვილები, ოჯახის ერთად შეკრებასაც კი ერიდება. რომ გავიხსენოთ ნავალნის ამბავი, ანაც ბერეზოვსკის ამბავი, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ამ და სხვა საქმეებში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი რუსული სპეცსამსახურების მხრიდან გარკვეულ შანტაჟს განიცდიდეს, ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახსაც
რუსეთისაგან საფრთხეების არიდებას ემსახურება იმ ნარატივების გამეორება, რომელსაც ის ხშირად მიმართავს. მხედველობაში მაქვს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება და კიდევ ბევრი სხვა რამ. დასავლეთი იმას აკეთებს, რასაც აკეთებს, მაგრამ, დასავლეთი მას და მისი ოჯახს საფრთხეს არ უქმნის. ის განცხადებები, რომელიც ივანიშვილმა გორში ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით გააკეთა, დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებში. ამ განცხადებების კორექტირება მან სცადა ბათუმში. კიდევ ერთხელ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ახლა ცდილობდეს დასავლეთისგან მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები.
რაც შეეხება იმას, აღადგენს თუ არა ივანიშვილი დასავლეთთან ურთიერთობას, არა მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ამის გაკეთება ასე იოლი იყოს და არც ის მგონია, რომ მას ამაზე ჰქონდეს გაკეთებული გათვლა. მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის გაკეთებას ის პოლიტიკა სჭირდება, რა პოლიტიკასაც ახლა „ქართული ოცნება“ ატარებს.
ჩვენ გვახსოვს, როგორ უთხრა უარი შევარდნაძემ ბეიკერს ე.წ. „ბეიკერის ფორმულაზე“, თითქოს ივანოვსაც უარი უთხრა და ბოლოს გადადგა. იგივე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში. რიშმა და შახინმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და „ქართული ოცნების“ მოსვლაში მათი წვლილიცაა, რადგან, მათ დაარწმუნეს სააკაშვილი გადაებარებინა ხელისუფლება და ეღიარებინა არჩევნების შედეგები.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობებს ვერ აღადგენს. იმ რეზოლუციას, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმა, ამას, დიდი ალბათობით, მომავალი კვირიდან ექნება „დომინოს ეფექტი“და სხვა ქვეყნებმაც მიიღონ ანალოგიური რეზოლუციები.
„ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობებს ვერ აღადგენს. იმ რეზოლუციას, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმა, ამას, დიდი ალბათობით, მომავალი კვირიდან ექნება „დომინოს ეფექტი“და სხვა ქვეყნებმაც მიიღონ ანალოგიური რეზოლუციები
როგორც ჩანს, ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდება, მაგრამ, კულმინაცია იქნება არჩევნების დღეს.
– მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს „არ მოაპარვინებს“.
რუსეთის დაზვერვის უფროსმა ბატონმა პატრუშევმა, ამას წინათ საქართველოს თემაზე ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს,, მაგრამ, ისიც თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციისთვის ემზადება. მან ასევე პრაქტიკულად გვითხრა ირიბად, რომ რუსეთი საქართველოშია და სიტუაციას აკონტროლებს.
გაქვთ განცდა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს? მოსკოვისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ძალის გამოყენებით არ ჩაერევა? თუ კი, სავარაუდოდ, როგორ?
– რუსეთი საქართველოდან არც არასდროს წასულა. თუ გულწრფელი ვიქნებით, რუსეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მონაწილე საქართველოში ხელისუფლებების ცვლილების. დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით. იგი ამ პროცესში ყოველთვის მონაწილეობდა.
განსხვავებებიც არის. როდესაც 1990 წელს როდესაც არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა, ამ პროცესს მხოლოდ რუსეთი აკონტროლებდა. ამ პროცესში დასავლეთის მონაწილეობის წილი ძალიან მცირე იყო. მაშინ კგბ-მ დაალაგა სიტუაცია ისე, როგორც დაალაგა. შევარდნაძესთან მიმართებაში გასაგებია რაც იყო. როგორც შემდგომ სააკაშვილი, შევარდნაძეც რუსეთისთვისაც და ამერიკისთვისაც მისაღები ფიგურა იყო. ივანიშვილთან დაკავშირებით, აქტიურობა იყო მეტად რუსული, თუმცა ამ ცვლილებაშიც ორივე მხარე მონაწილეობდა.
მოყოლებული 1990 წლიდან, 2020 წლამდე რუსეთიც და დასავლეთიც რეალურად მონაწილეობდნენ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში. ამ წლებში საქართველოს ჰყავდა ხელისუფალი, რომელიც ორივე მხარეს აწყობდა. ეს როგორც მიიღწეოდა, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემა და ტექნოლოგიაა.
მოყოლებული 1990 წლიდან, 2020 წლამდე რუსეთიც და დასავლეთიც რეალურად მონაწილეობდნენ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში. ამ წლებში საქართველოს ჰყავდა ხელისუფალი, რომელიც ორივე მხარეს აწყობდა. ეს როგორც მიიღწეოდა, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემა და ტექნოლოგიაა
2022 წლის შემდეგ, ეს რეალობა შეცვლილია. მაგრამ, როგორც წესი, სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა არ წყდება. ასეა, მიუხედავად მათ შორის გარკვეული დაპირისპირებისა. დღეს ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული და მძიმე. თუ საქართველოში რაიმე რევოლუციურ სცენარზეა საუბარი, რაც ჩემი აზრით, უბრალოდ გამორიცხულია. საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება, პრობლემური იქნება როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე რუსეთისთვის. თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მაგრამ, ამისთვის მას სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, რადგან აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს და მათი საშუალებით შეეცდება სიტუაციის არევას.
თუ არჩევნები იმდენად გაყალბდა და ვიზუალურად კი ცხადი აღმოჩნდა, მოსახლეობა დარწმუნდა რომ არჩევნები გაყალბდა, ასეთ შემთხვევაში აქ დაწყებულ პროტესტს ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს.
ჯერჯერობით, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით საარჩევნო კამპანია საკმაოდ მდორედ მიმდინარეობს. ინციდენტები არის, მაგრამ არა იმ ხარისხის და მასშტაბის, რომ კრიტიკულ ზღვარს იყოს გადაცდენილი. არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ უსამართლოდ დაიწერს არჩევნების შედეგებს.
„ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი 35%-ის ფარგლებში მიიღოს ხმები. ახლა საუბარია იმაზე, შეძლებს თუ არა იგი ძალაუფლების შენარჩუნებას. თეორიულად მას ამის შანსი აქვს. მაგრამ, არც თუ მთლად თეორიულად. მხედველობაში მაქვს ის ფინანსური რესურსი, რომლის გამოყენებითაც მას შეუძლია ამის გაკეთება. ფინანსური დაინტერესებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში 10-15 დეპუტატის გადმობირება „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს.
როცა „ნაცების“ ნახევარი დღეს „ქართულ ოცნებაშია“, არაფერი არ უნდა გვიკვირდეს.
– ახლა ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ, ანუ 27 ოქტომბერს.
არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში რას ურჩევდით საქართველოს პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს?
– არაფრით არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდეს, როგორც, დღეს ეს „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს. ამიტომ, მოქალაქეებს ვურჩევდი არჩევნებზე მისვლას და იმ ოპოზიციური პარტიისთვის მხარის დაჭერას, ვისაც ბარიერის გადალახვის შანსები აქვს.
ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა შევასრულოთ მინიმუმ ორი ამოცანა – პირველი – დავუბრუნდეთ დასავლურ ვექტორს და მეორე – შევაჩეროთ ქვეყანაში ავტორიტარიზმის შემდგომი განვითარება
სხვათა შორის, საარჩევნოდ, ძალიან საინტერესოდ დალაგდა პოლიტიკური სპექტრი. არჩევნებში მონაწილეთაგან არის 5 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გარანტირებულად გადალახავს 5%-იან ბარიერს. არის 3 პარტია, რომელსაც შეუძლია 1% -ის ფარგლებში ხმების მიღება.
თუ შევხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ეს აშკარა გახდა, მაშინ აუცილებელია პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით რას ამზადებს არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის.
რომ ჩვენ არ ვიცით რას ამზადებს არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის
ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა შევასრულოთ მინიმუმ ორი ამოცანა – პირველი – დავუბრუნდეთ დასავლურ ვექტორს და მეორე – შევაჩეროთ ქვეყანაში ავტორიტარიზმის შემდგომი განვითარება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი