ვახტანგ ძაბირაძე – ვიდრე აშშ საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას არ ჩამოაყალიბებს, საქართველოში ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის – „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, გასული კვირის ბოლოს გაეროს გენმდივანმა სა და მიხეილ ყაველაშვილს პრემიერად და პრეზიდენტად არჩევა მოულოცა. მართალია კარგა ხნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც. მიუხედავად ამისა, მომხდარმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში გააჩინა ასეთი განცდა, – „მორჩა კინო“.
თუმცა, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევებზე საუბარი მათ არც სურთ.
ასევე ვხედავთ, რომ საზოგადოება და ოპოზიცია აგრძელებს ქუჩაში აქტიურობას, რაზეც ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში არც კრიზისია და არც პოლიტიკური ჩიხი. დასავლელი ექსპერტების უმეტესობა საუბრობს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ „არასრული ლეგიტიმაცია“ აქვს.
როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რომელშიც ქვეყანა 28 ოქტომბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგაა აღმოჩენილი?
– რეალურად, ქვეყანაში ნამდვილად არის პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ნელ-ნელა უფასურდება, ჯერჯერობით, ეს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ ასახულა. ამიტომ, ჯერ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისია და ეს კრიზისი გრძელდება.
რაც შეეხება იმას, რომ გაეროს გენმდივანმა მიულოცა სა და ყაველაშვილს არჩევა, მაგრამ, ახლა როცა ჩვენი ხელისუფლების არაღიარებაზე და იზოლაციაზე არის საუბარი, იგულისხმებიან ის ქვეყნები, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს პარტნიორები არიან და ასეთებად რჩებიან. უნგრეთის პრემიერმაც მიულოცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არჩევა. დანარჩენი ქვეყნები სწორედ შეზღუდულ ლეგიტიმაციაზე საუბრობენ და ამბობენ იმას, რომ ქვეყანაში ხელახალი უნდა ჩატარდეს.
რეალურად, ქვეყანაში ნამდვილად არის პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ნელ-ნელა უფასურდება, ჯერჯერობით, ეს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ ასახულა. ამიტომ, ჯერ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისია და ეს კრიზისი გრძელდება
როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ამ პროცესს იგნორირება გაუკეთოს, მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს, ასევე რეალობაა ისიც, რომ ეს პროცესი, მოულოდნობებითაა სავსე. მხედველობაში მაქვს „ახალი თეატრის“ პერფორმანსი. ვხედავთ, რომ ეს პროცესი სხვადასხვა ფენებში შედის.
საზოგადოება როგორღაც მიეჩვია იმას, რომ რუსთაველის პროსპექტი ყოველ საღამოს იკეტება და პროტესტია. ეს პროცესი სანამ გაგრძელდება, ამას აქვს მნიშვნელობა. ღმერთმა არ ქმას, მაგრამ, თუ ამ პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაემატა, ეს იქნება კატასტროფული ქვეყნისთვისაც და რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვისაც. სამწუხაროდ, ნელი ტემპით, მაგრამ, აქეთკენ მივდივართ.
თუ ამ პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაემატა, ეს იქნება კატასტროფული ქვეყნისთვისაც და რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვისაც. სამწუხაროდ, ნელი ტემპით, მაგრამ, აქეთკენ მივდივართ
თებერვალი ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული იქნება, მაგრამ, თუ პროცესმა თებერვალსაც გაუძლო, შემდეგ ეს პროტესტი მთელი გაზაფხული გაგრძელდება. როგორც ჩანს, აქეთკენ მივდივართ. სანამ შეიძლება ხელისუფლება ამ პროცესს იგნორირება გაუკეთოს, ვერ გეტყვით. თუმცა, ხელისუფლებისაც მესმის იქიდან გამომდინარე რომ მას არჩევანი არც თუ ისე დიდი აქვს.
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს შექმნას სურათი, რომ ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია, საგარეო ურთიერთობებშიც წყვეტა არაა, მთავრობა არაბთა გაერთიანებული ემირატებს სტუმრობს, პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა, დაიგეგმა სამეზობლოს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების სამუშაო ჯგუფების სხდომების გამართვა, ნაწილი უკვე გაიმართა კიდეც.
მაგრამ, რთული ვითარებაა ევროპის მიმართულებით. იქ ბევრ საკითხში კონსენსუს გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მაგრამ, არაა გამორიცხული ჩვენს ელჩებს შეეზღუდოთ გადაადგილება დიპლომატიური პასპორტებით.
ევროკავშირშიც დიდი დაბნეულობა ჩანს, რადგან ევროკავშირს არ ჰქონია პრეცედენტი, ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული, ისე შეექციოს ზურგი ევროკავშირისთვის, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ევროპული მიმართულება მაინცადამაინც არ აწუხებს, თუ ვინმესთან ურთიერთობს, მხოლოდ იმათთან, ვისაც განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. არადა, ამ ქვეყნის ლიდერების წინააღმდეგ საკმაოდ მრავალათასიანი მიტინგები იმართება. არადა, ამ ქვეყნის ლიდერები კონსერვატიულ იდეებს იზიარებენ. ახლა ნათლად ჩანს, რომ ეს კონსერვატიული იდეების დროშა ტრამპმა ს პროპაგანდასაც და ევროპელ ლიდერებსაც წაართვა.
შესაძლოა ვცდები, მაგრამ, ასეთი გაურკვეველი ვითარების დიდხანს გაგრძელებაც წარმოუდგენელია…
– როდესაც იზოლაციაზე ვსაუბრობთ, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთანაა ურთიერთობა გაფუჭებული. ავტორიტარულ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ასე იმიტომაცაა, რომ ამ ქვეყნის ლიდერები და ჩვენი ხელისუფლება იდეოლოგიურად მონათესავე ხალხი არიან.
ჩინური, არაბული თუ უნგრული, ან თუნდაც რუსული ავტორიტარიზმი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან თავისი ავტორიტარიზმით. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ რეჟიმში. საზოგადოება უპირისპირდება ავტორიტარულ რეჟიმს და მნიშვნელობა არა აქვს ეს რეჟიმი ავტორიტარულია თუ კონსერვატიული.
საზოგადოება უპირისპირდება ავტორიტარულ რეჟიმს და მნიშვნელობა არა აქვს ეს რეჟიმი ავტორიტარულია თუ კონსერვატიული
რაც შეეხება იმას, რომ ამას ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ალბათ ნახეთ ლუკაშენკოს განცხადება – „საერთოდ არ მაინტერესებს რას იტყვის ჩვენს არჩევნებზე ევროპა.“
არ აინტერესებს იმიტომ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი რუსეთია. ორივე ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება.
ჩვენთან ცოტა სხვა ვითარებაა. თუ გავიხსნებით საიდან დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, ვნახავთ, რომ ეს იყო პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება იმაზე, საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს.
საქართველოსგან განსხვავებით ბელორუსში ავტორიტარიზმი გაცილებით დიდხანს ყალიბდებოდა. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ ბელორუსში რუსული ჯარი დგას, ყველაფერი ცხადზე ცხადი ხდება. რუსული „როსგვარდია“ ყაზახეთმა გამოიყენა როცა ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყო. „რუსული დახმარების“ პრობლემა ჩვენთანაც დგას, თუ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა ძალაუფლების შენარჩუნება.
„რუსული დახმარების“ პრობლემა ჩვენთანაც დგას, თუ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა ძალაუფლების შენარჩუნება
ფაქტია, რომ მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ამას ყველაფერს არ იმჩნევს. თუ შეიმჩნევს, მაშინ ხელახალ არჩევნებზე უნდა წავიდეს. ასე რომ მოიქცევიან, ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს.
– „ქართული ოცნება“ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან დიალოგსაც არ აპირებს. ბარიერგადალახულ პარტიებს, ყველას „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, „აგენტებსა“ და მოღალატეებს ეძახის…
– „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან ურთიერთობის ეს გზა აირჩია და ასე გააგრძელებს ბოლომდე. ბოლო მომენტი როდის დადგება, ეს კი არის საკითხავი, მაგრამ, ეს დრო აუცილებლად დადგება. ახლა ის ჩანს, რომ როგორც საზოგადოება და ოპოზიციურად განწყობილი პროტესტანტები გააგრძელებენ გაზაფხულის ბოლომდე ქუჩაში აქტიურობას, ისე „ქართული ოცნებაც“ გააგრძელებს მათ იგნორირებას.
ვთქვი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, როგორც კი ამ პროცესს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები დაემატება, „ქართულ ოცნებას“ აღარ ექნება ფუფუნება საზოგადოების მიმართ მუდმივ იგნორირებაში იყოს.
ახლა ის ჩანს, რომ როგორც საზოგადოება და ოპოზიციურად განწყობილი პროტესტანტები გააგრძელებენ გაზაფხულის ბოლომდე ქუჩაში აქტიურობას, ისე „ქართული ოცნებაც“ გააგრძელებს მათ იგნორირებას
თუ ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, იზოლაცია, ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ცუდს მოგვიტანს, ეს ქვეყნისთვისაც და მოსახლეობისათვისაც იქნება ძალიან ცუდი. თქვენ კი თქვით, რომ კონსერვატიული იდეების ლიდერი -ს პრეზიდენტი ტრამპი გახდა. მაგრამ, ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა მისი რეალური პოლიტიკა, თუ არ ჩავთვლით აშშ-ში ახლად დაბადებულებისთვის მოქალაქეობის საკითხი. საგარეო პოლიტიკაზე ტრამპი მხოლოდ განცხადებებს აკეთებს.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ იმას ელოდება, პრეზიდენტი ტრამპი რეალურად როგორ პოლიტიკას გაატარებს. ამიტომ, არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რაიმე ნაბიჯს გადადგამს რაიმე ცვლილებაზე წავა. ჯერჯერობით ისევ ისე დარჩება, როგორც არის. ვნახოთ, რამდენად სწრაფად იმუშავებს საქართველოს საკითხზე ევროკავშირი და აშშ.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ იმას ელოდება, პრეზიდენტი ტრამპი რეალურად როგორ პოლიტიკას გაატარებს. ამიტომ, არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რაიმე ნაბიჯს გადადგამს რაიმე ცვლილებაზე წავა. ჯერჯერობით ისევ ისე დარჩება, როგორც არის. ვნახოთ, რამდენად სწრაფად იმუშავებს საქართველოს საკითხზე ევროკავშირი და აშშ
– ცნობილი ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრედი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს – „საქართველოს დასავლეთიდან და ამერიკიდან დისტანცირება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ ესაა „ქართული ხელისუფლების მიზანი, ისინი ამას აკეთებენ“.
თუ ასეა, ქვეყანა იმაზე რთულ დღეში შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს…
– დიახ, რა თქმა უნდა. ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ამერიკა და ევროპა უარს იტყვის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში დღემდე მოპოვებულ პოზიციებზე. ყველა ხედავს, რომ საქართველოს ევროპიდან და აშშ-დან დისტანცირება რუსეთის ინტერესებშია.
ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ამერიკა და ევროპა უარს იტყვის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში დღემდე მოპოვებულ პოზიციებზე. ყველა ხედავს, რომ საქართველოს ევროპიდან და აშშ-დან დისტანცირება რუსეთის ინტერესებშია
თუ აშშ-მ და ევროპამ უკრაინის საკითხში ვითარების დალაგება დაიწყო, დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც დადგება. არა მგონია აშშ-მ სამხრეთ კავკასიაში მოპოვებული პოზიციები დათმოს. თავისთავად, ძალით მშვიდობის პოლიტიკა, რაზეც ტრამპი საუბრობს, ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება რეალურად. არა მგონია ეს პოლიტიკა მშვიდად და უმტკივნეულოდ განვითარდეს, როგორც ეს აშშ-ს პრეზიდენტს წარმოუდგენია.
შესაძლოა, ტრამპს, როგორც თავად ამბობს, პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ჩანს, რუსეთს და რუსულ პოლიტიკას, მთლად ისე კარგად ვერ იცნობს, როგორც რეალურადაა რუსული პოლიტიკა მოწყობილი. დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად ეშლებათ ავტორიტარულ რუსეთთან ურთიერთობაში ერთი რამ – ისინი ყველაფერს საკუთარი საზომით ზომავენ. საზოგადოების რეაქციებსაც საკუთარი საზომით ზომავენ.
თუ ტრამპმა რუსეთს კიდევ უფრო გაუმკაცრა სანქციები, იგივე ნავთობის ფასის დაკლებით, კიდევ საკითხავია რამდენად გაუძლებს ამას ისედაც დაუძლურებული რუსეთის ეკონომიკა.
თუ ტრამპმა რუსეთს კიდევ უფრო გაუმკაცრა სანქციები, იგივე ნავთობის ფასის დაკლებით, კიდევ საკითხავია რამდენად გაუძლებს ამას ისეთაც დაუძლურებული რუსეთის ეკონომიკა
რაც შეეხება იმას, რომ ტრამპი სი ძინ პინს ტელეფონით ესაუბრა. ჩინეთი ისე მოიქცევა, როგორც ისტორიულად სჩვევია – მდინარის პირას დაელოდება როდის ჩამოიტანს მისი მტრის ცხედარს მდინარე. რუსეთის მიმართ ჩინეთი დაახლოებით ასეთ პოლიტიკას გაატარებს. ფაქტია, რომ ჩინეთი -რუსეთის ომის საკითხში რუსეთის სასარგებლოდ გადამჭრელ არც ზომებს მიიღებს და არც ნაბიჯებს გადადგამს.
– ქუჩის აქციებში დაკავებულების სასამართლო პროცესებს, სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძის ცემის ფაქტებს, ასევე ბათუმელი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმეს გვერდს ვერ აუვლით.
სასამართლოებში დაკავებულების საქმეები კი მიდის, ასევე გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის გამოძიების საქმეებს იძიებენ, მაგრამ, რასაც ვადევნებთ თვალს, ჯერჯერობით კარგი არაფერი ხდება.
მხედველობაში მაქვს კვალიფიციური გამოძიება და სამართლიანი სასამართლო მოსმენები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ პოლიციელებზე თავდასხმა დასჯადია, თუმცა, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა იმ სასტიკ მოპყრობაზე, რაზეც აქციებზე დაკავებულები საუბრობენ.
ამგვარი ორმაგი სტანდარტები ხელისუფლების მიმართ უნდობლობას აღრმავებს. არადა, ამგვარი ვითარება „ქართულ;ი ოცნების“ ინტერესში არ უნდა შედიოდეს…
– „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ძალის დემონსტრირება. ამგვარი ქცევით ისინი დემონსტრანტებს ეუბნებიან, რომ მათ მიმართ არანაირ დათმობაზე არ წავლენ. ხელისუფლება ამბობს, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ.
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ისე შეიცვლება ვითარება, რომ ეს ყველაფერი მათ სასარგებლოდ იქნება. გაეროს გენმდივანმა ისინი აღიარა, ახორციელებენ ვიზიტებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ მეტს იმუშავებს, რომ კიდევ მეტი ვიზიტები იყოს, თუმცა, ეს მოძრაობები მხოლოდ ილუზიების შექმნასა და მხარდამჭერების დაშოშმინებას ემსახურება.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ძალის დემონსტრირება. ამგვარი ქცევით ისინი დემონსტრანტებს ეუბნებიან, რომ მათ მიმართ არანაირ დათმობაზე არ წავლენ. ხელისუფლება ამბობს, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ
რაც შეეხება იმას, რომ პოლიციელებს არ ასამართლებენ – თუ პოლიციელი გაასამართლეს, მაშინ ნელ-ნელა ამ პროცესს მივყავართ ახალა არჩევნებამდე. ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახერხებს თავისი სიმყარის დემონსტრირებას. მისი სიმყარე არა მხარდამჭერებზე, არამედ ძალოვან სტრუქტურებზე დგას.
ავტორიტარიზმის პრობლემა ისაა, რომ მას არა აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი. „ქართული ოცნება“ რაც უფრო გაგრძელებს ასეთ პოლიტიკას, კომპრომისის სივრცე შემცირდება. შესაძლოა, ეს პროცესი ისე განვითარდეს, რომ სისტემა ერთ დღეში და ერთბაშად ჩამოშალოს. ისევე, როგორც სსრკ-ს დაემართა.
„ქართული ოცნება“ ელოდება, რეალურად როგორი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი. მანამდე „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას
მაშინ დასავლეთი არ იყო მზად იმისთვის, რომ სსრკ ერთბაშად დაიშლებოდა. მაშინ მათ მაქსიმუმ მხოლოდ ბალტიის ქვეყნების სსრკ-დან გამოსვლაზე ეფიქრათ, მაგრამ, ვერ კი წარმოიდგენდნენ, რომ სსრკ ასე გამოფიტული იყო და ერთბაშად ჩამოიშლებოდა და დაინგრეოდა.
თუ ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და ლარის ინფლაცია, პირველი ვინც მსხვერპლად შეეწირება, იქნება ის მოსახლეობა, რომელსაც მწირი შემოსავალი აქვს. თუ ასეთი დრო მართლად დაგვიდგა, არაა გამორიცხული, ყველაფერი ერთ დღეში ჩამოიშალოს.
„ქართული ოცნება“ ელოდება, რეალურად როგორი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი. მანამდე „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას.
ვიდრე აშშ საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას არ ჩამოაყალიბებს საქართველოში ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი