ვახტანგ ძაბირაძე ესტონეთისა და ლიეტუვის სანქციებზე მთავრობის განცხადებაზე – რაღაც მომენტში კობახიძე შესაძლოა გადადგეს და ხელისუფლებას არ უნდა ნულიდან დაიწყოს ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობა

არავინ იცის, როგორ გაგრძელდება ეს პროტესტი, ან როგორი იქნება რეაქციები, ამიტომ, ხელისუფლება ცდილობს, ხიდები ბოლომდე არ დაწვას – შესაძლოა, რაღაც მომენტში გადადგეს და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას არ უნდა ნულიდან დაიწყოს ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ სა და ლიეტუვის მიერ სანქციების გაფართოებასა და მასზე საქართველოს მთავრობის პასუხთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, ძაბირაძის თქმით, ხელისუფლების განცხადება, რომ ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები არ დაუპირისპიროს, საბოლოო არაა.
„ხელისუფლებას ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს და რამაც სანქციებზე საუბარი გამოიწვია, დასრულებულია არაა. არავინ იცის, როგორ გაგრძელდება ეს პროტესტი, ან როგორი იქნება რეაქციები, ამიტომ, ხელისუფლება ცდილობს, ხიდები ბოლომდე არ დაწვას. ხვალ შეიძლება კობახიძე აღარ იყოს პრემიერი. ხელისუფლებას შეუძლია, ბალტიის ქვეყნების ელჩები დაითხოვოს და გაწყვიტოს დიპლომატიური კავშირი, მაგრამ ამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას დრო სჭირდება და რთული იქნება. ამიტომ, თუ ვივარაუდებთ, რომ შესაძლოა, რაღაც მომენტში კობახიძე გადადგეს, მთავრობა შეიცვალოს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას არ უნდა, ნულიდან დაიწყოს ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობა, ამიტომ არ იღებს ზომებს. ეს ნამდვილად სწორი მიდგომაა, რადგან პროცესი არ დასრულებულა და არ ვიცით, როგორ დასრულდება. იმედი მაქვს, ისე დასრულდება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჯერჯერობით, ხელისუფლება იბრძვის“, – განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილებას სანქციების გაფართოებაზე, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს ბუნებრივი და სწორი ნაბიჯია.
„ამერიკის შემდეგ თუ ევროპაში ვინმეს სანქციები უნდა დაეწესებინა, არა ევროკავშირის ეგიდით, არამედ პერსონალურად, ცალკეულ სახელმწიფოს, უპირველესად, ეს იქნებოდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რადგან ჩვენ ერთად გამოვედით საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ერთად ვიბრძვით და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა, განსაკუთრებით ლიეტუვასთან. ჯერ ეროვნული მოძრაობის დროს ლიეტუველები საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილი დისიდენტურ ფლანგზე, ძლიერი ჯგუფი იყო ყოველთვის და გასაგებია, რომ ეს პარტნიორობა და ურთიერთობა გრძელდებოდა პირველი პრეზიდენტის დროსაც და შემდეგაც.
ორი მნიშვნელოვანი რამ არის – ერთი: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს და მეორე: თუ რუსეთი დაიწყებს იმპერიის აღდგენას, რასაც ახლა აკეთებს და რაც ში ხდება ამის ნიშანია, თავად ბალტიისპირეთი დადგება საფრთხის ქვეშ, ამიტომ ჩვენდამი სოლიდარობა და იმ არეალის გაფართოება, რასაც ცივილური სამყარო ჰქვია, ერთგვარად ზღუდავს რუსეთს. ამიტომ, მათი მხრიდან, ჩვენდამი სოლიდარობა ბუნებრივი და სწორია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
გარდა ამისა, ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ს არჩევაზე და განაცხადა, რომ ეს არა , არამედ დანიშვნა იყო.
„ყველაშვილს, ალბათ, ყველაზე თამამ ოცნებაშიც არ მოუვიდოდა აზრად, რომ როდისმე საქართველოს პრეზიდენტი იქნებოდა. მაინტერესებს, უცებ რომ გაიგოს, რომ მე მსურს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო, მე რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღო, რა რეაქცია ექნება? ასეთივე გადაწყვეტილებაა მისი პრეზიდენტად დანიშვნა, მაგრამ შესთავაზეს და ამაზე უარის თქმა რამდენად გამოვიდოდა, არ ვიცი. ეს არ იყო არჩევნები, ეს არის დანიშვნა, როდესაც სხვა კანდიდატი არ არსებობს, არჩევნებზე საუბარი გამორიცხულია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ