ვახტანგ ძაბირაძე – დიდი სიფრთხილეა საჭირო, პროტესტის მომხრე, რა თქმა უნდა, ვარ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ვითარების ისე პროვოცირება, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სრულფასოვანი ავტორიტარული მმართველობა მივიღოთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი.
მოახლოებული ს თავისებურებებზე გვინდა გესაუბროთ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი არჩევნები გვახსოვს, ბევრი უცნაურობაც, დაპირისპირებიც, ხმაურიც, მაგრამ, არც ერთი არ ყოფილა იმის მსგავსიც კი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს.
„ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ყოფიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მართებულად შენიშნა – „პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია და ძალმომრეობაშია გადასული“.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რა უცნაური თავისებურებებითაც ხვდება ქვეყანა მოახლოებულ არჩევნებს?
– საქართველოში არჩევნები სტაბილურობით და სიმშვიდით არასდროს გამოირჩეოდა, ყოველთვის იყო პოლარიზაციის მაღალი დონე და სამოქალაქო დაპირისპირების მაღალი რისკი, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ პოლარიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ძირითადად საპარლამეეტო არჩევნები ხასიათდებოდა და არა ადგილობრივი არჩევნები.
ამ მხრივ დღევანდელი ვითარება მართლაც განსაკუთრებულია, რადგან ადგილობრივ არჩევნებთან მიბმულია ცენტრალური ხელისუფლების ცვლილება. ამ არჩევნებს ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების ორი ფრთა არსებობს, მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მიზნის მიღწევას ერთნი ბოიკოტის საშუალებით ცდილობენ, მეორენი კი არჩევნებში მონაწილეობით.
რადგან საბოლოო მიზანი ერთი აქვთ, ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა, მათ შორის განსხვავებები არ უნდა ქმნიდნენ პრობლემას. განა საქმისათვის უმჯობესი არ იქნებოდა თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, განურჩევლად იმისა ბოიკოტის მომხრეა თუ არჩევნებში მონაწილეობის, ხელისუფლებას ორივეგან შეუქმნას პრობლემას, არჩევნებზეც მივა და საპროტესტო აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.
საქმისათვის უმჯობესი იქნებოდა თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, განურჩევლად იმისა ბოიკოტის მომხრეა თუ არჩევნებში მონაწილეობის, ხელისუფლებას ორივეგან შეუქმნის პრობლემას, არჩევნებზეც მივა და საპროტესტო აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას
თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ, ჩვენ ამ მხრივაც გამორჩეული ვართ. ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ჰგუფი ღალატად და „რუსულ სპეცოპერაციად“ მიიჩნევს. თავად კი რეალურს არაფერს გვთავაზობს გარდა იმისა, რომ თუ ქუჩაში ბევრი ვიქნებით, ხელისუფლება შეშინდება და ქვეყნიდან გაიქცევა.
თუ ვინმეს 2003 წლის გამეორება სურს, შევახსენებ, მაშინ ხელისუფლების ცვლილებაში, ისევე როგორც 2012 წელს, თანაბრად მონაწილეობდა როგორც მოსკოვი, ისე ვაშინგტონი. დღეს საგარეო პოლიტიკური ვითარება სრულიად განსხვავებულია.
თუ ვინმეს 2003 წლის გამეორება სურს, შევახსენებ, მაშინ ხელისუფლების ცვლილებაში, ისევე როგორც 2012 წელს, თანაბრად მონაწილეობდა როგორც მოსკოვი, ისე ვაშინგტონი. დღეს საგარეო პოლიტიკური ვითარება სრულიად განსხვავებულია
ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმისათვის რომ ახლაც შევძლოთ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.
– ფაქტია, რომ იმ ფონზე, რა ვითარებაშიც უნდა ჩატარდეს არჩევნები, საზოგადოება მაქსიმალურად პოლარიზებულია.
ზოგადად, პოლარიზება ნებისმიერ არჩევნებს ახასიათებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში ორივე მხრიდან ვიტარების პოლარიზებას გაცხადებული მიზანი აქვს. „მმართველ გუნდი აცხადებს რომ უნდა დაასრულოს „სამშობლოები“ და „აგენტურა“. თუ აქამდე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობდნენ, ახლა მათში „ლელოც“ და „გახარიას საქართველოსთვის“ იგულისხმება.
ოპოზიციური სპექტრის ორივე ნაწილი, ისინი ვინც არჩევნებში მონაწილეობენ, და ისინი ვისაც ბოიკოტი აქვს გამოცხადებული „ქართულ ოცნებას“ „რუსულ ოცნებად“ მოიხსენიებს და მთელ სახელისუფლებო გუნდს პრორუსულ ხელისუფლებად მიიჩნევს.
საგარეო ორიენტაციის საკითხი 30 წელზე მეტია ყოველთვის აქტუალური იყო, იგი აქამდე განსაზღრულადაც კი მიიჩნეოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონსტიტუციაშიის 78-ე მუხლშიც კი შეიტანა რომ ქვეყნის მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს ჰქონდა იმედი, რომ ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერ ქუჩაში გამოსულ პროტესტანტები დაიღლებოდნენ, მაგრამ, ასე არ მოხდა. მათი აქტივობა გრძელდება იმის მიუხედავად რომ უკვე ბევრ პროტესტანტს აღკვეთილი აქვს თავისუფლება.
რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ბედიც წყდება?
– საგარეო კურსს განსაზღვრავს ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები დღეს განიხილება როგორც გარდამავალი ეტაპი ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებისათვის. ოპოზიციის ორივე მხარე ამ პროცესს ასე უყურებს.
რადგან ორივე მხარე მუდმივად იმაზე ლაპარაკობს რომ ისინი არიან პროევროპული ძალები, თუმცა, მათ წარსულთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. თუ ადგილობრივ არჩევნებს მართლაც მოჰყვება ცენტრალური ხელსუფლების ცვლილებები, მაშინ საგარეო ორიენტირი, რა თქმა უნდა, შეიცვლება და ჩვენ ისევ და ისევ დავუბრუნდებით ევროპული განვითარების გზას.
საგარეო კურსს განსაზღვრავს ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები დღეს განიხილება როგორც გარდამავალი ეტაპი ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებისათვის. ოპოზიციის ორივე მხარე ამ პროცესს ასე უყურებს
ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად მაინც თუ სახელმწიფო მოწყობის ისეთ მოდელს ვერ შევქმნით, რომელიც ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია. მაგრამ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმის, რომ როგორც და მოლდოვა დაადგა ევროპულ გზას, ჩვენც არ ჩამოვრჩეთ ამ მატარებელს.
– პრემიერმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა მოიყვანა. ამ თემაზე საუბრიდან, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულთან კავშირში იყვნენ „გუნდიდან გაგდებულები“. მას არ დაუკონკრეტებია ვისზეა საუბარი, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდიდან საკმაოდ ბევრი იქნა გაშვებული.
გვახსოვს, რომ ნარკობიზნესში მონაწილეობაზე ბრალი თითქოს ედებოდა აჭარის ავტონომიის ყოფილ ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძეს. ასეც რომ იყოს, ის ამას შს მინისტრისა და პრემიერის, ანუ ს გარეშე ვერ გააკეთებდა. რაღაც ხდება მმართველ გუნდში, მაგრამ რა, ჯერ არ ჩანს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ კორუფციის ბრალდებით თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს, ცხადადაც კი გამოჩნდა, რომ მმართველ გუნდში რაღაც სერიოზული ხდება. ბევრი იმასაც არ გამორიცხავს, რომ არაა გამორიცხული ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დააკავონ.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში ყოფილ თანაგუნდელებზდე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებამ? თქვენი აზრით, რა ხდება მმართველ გუნდში?
– მოულოდნელი და გასაკვირი მმართველ გუნდში არც არაფერი ხდება. მმართველ გუნდში მიმდინარეობს ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება. ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ 1972 წლიდან მოყოლებული შევარდნაძემ კორუფციასთან და ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლა დაიწყო და გამოიყენა ეს იმისთვის რომ მჟავანაძე და მისი გუნდი ძალაუფლებისთვის ჩამოეშორებინა.
შემდეგ ყველა ხელისუფალის ცვლილება ხდებოდა სწორედ კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით. ეს არც მოულოდნელია და არც ახალი. ბუნებრივია, რომ მიმდინარეობს წინა კადრების ახალი კადრებით ჩანაცვლება და ეს კეთდება კორუფციასთან, ნარკოდანაშაულთან და კრიმინალთან ბრძოლის საშუალებებით. სხვაგვარად გამართლება და არგუმენტირება ამგვარი წინა ხელისუფლებაში მყოფების ჩამოშორებას არ აქვს.
ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობაა. თუ ქვეყანაში ავტორიტარიზმის მაღალი დონე არა, მინისტრები, მათი მოადგილეები, თუ ქვეყანაში ნარკოდანაშაული ასე მძვინვარებს, როგორც დღეს ლაპარაკობენ, კრიმინალი მომატებულია, მაშინ სად იყო ის გუნდი დღეს რომ უმაღლესი თანამდებობები უჭირავთ? ისინი ხომ დღეს ბრალდებულთა თანაგუნდელები იყვნენ და სხვა პლანეტაზე არ ცხოვრობდნენ?
თუ ქვეყანაში ავტორიტარიზმის მაღალი დონე არა, მინისტრები, მათი მოადგილეები, თუ ქვეყანაში ნარკოდანაშაული ასე მძვინვარებს, როგორც დღეს ლაპარაკობენ, კრიმინალი მომატებულია, მაშინ სად იყო ის გუნდი დღეს რომ უმაღლესი თანამდებობები უჭირავთ? ისინი ხომ დღეს ბრალდებულთა თანაგუნდელები იყვნენ და სხვა პლანეტაზე არ ცხოვრობდნენ?
ეს ეხება სააკაშვილ-ჟვანიას გუნდს, რომლებიც შევარდნაძეს რომ გამოეყვნენ და კორუფციასთან ბრძოლას ვიწყებთო რომ აცხადებდენენ. არადა, ისინი ხომ თავადაც შევარდნაძის გუნდის წევრები არ იყვნენ?
ასევეა დღესაც, კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, აღარაფერს ვამბობ დანარჩენებზე. ნახეთ რა უცნაური რამ ხდება – ოხანაშვილის ახლადდანიშნული კადრები მდინარაძემ ჩაანაცვლა სხვა ხალხით და თქვა – „ჩემი გუნდით მოვედიო“.
ეს ტერმინი სხვა არაფერს ნიშნავს უსაფრთხოების სამსახურში „ჩემი მეგობრებით მოსვლას“. საქართველოში ყველამ მშვენივრად იცის, რომ ხელისუფლებიდან დამოუკიდებლად ასეთი პოლიტიკური გუნდები არ არსებობს.
– პარლამენტში დეპუტატი ოხანაშვილი მდინარაძის გუნდის წევრი არ იყო?
– დიახ, მაგრამ ამიტომაცაა რომ ხაზს ვუსვამ იმას, რომ პოლიტიკურ გუნდებზე კი არა, სამეგობროებზეა საუბარი. სამეგობროებით სახელმწიფო სისტემების მართვას რომ კამპანიური ხასიათი ექნება, ცხადია.
არჩევნების შემდეგ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც მანამდე მმართველ გუნდში ყოფილა. ანუ, ხელისუფლება ცხოვრების ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
– რადგან ბურჭულაძის დაკავებაზე ვისაუბრეთ, ხაბეიშვილის დაკავებაც უნდა გავიხსენოთ. უცნაურად გამოიყურება მათი ერთ დღეს დაკავება.
ხაბეიშვილის შემთხვევაში იურსიტები ამბობენ რომ ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სასაცილო და იურიდიულად გაუმართავია…
– ხაბეიშვილის მიზეზის შეფასებაში ნამდვილად ვეთანხმები იურისტებს. საინტერესოა ისიც, რომ ხაბეიშვილს მიაყოლეს ზოდელავაც. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც სასამართლო დარბაზებში ვნახეთ, ამ ხელისუფლებიდან გასაკვირი აღარაფერია.
ვგულისხმობ პოლიტიკური ლიდერების დაკავებას და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შემდეგ ნაწილის გამოშვებას. აიტომაცაა სულაც არ ადარდებთ იურიდიულად რამდენად სამართლიანად ხდება ადამიანების დაკავება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლებას სასამართლო ჯიბეში ჰყავს.
ხაბეიშვილის ბურჭულაძესთან ერთად ერთ დღეს დაპატიმრება შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ ხელისუფლების მტკიცებით ხაბეიშვილს ინფორმაციას ყოფილი თანამდებობის პირები აწვდიდნენ. არც ისაა გამორიცხული რომ ბურჭულაძის სკანდალური დაკავება ხაბეიშვილის დაკავებით გადაფარეს, ან შეეცადნენ გადაეფარად.
ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, აქ მთავარი კითხვაა, რატომ დააპატიმრეს ხაბეიშვილი მაშინ როდესაც 13 სექტემბერს დაანონსებულია რუსთაველზე აქცია. ხელისუფლებამ ერთი რამ ნამდვილად იცის, მის ნებისმიერ რეპრესიებს მოჰყვება ძლიერი პროტესტი. 13 სექტემბრის წინ აქციის ხაბეიშვილის დაპატიმრება უფრო დიდ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს. ეს ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს და რატომ აკეთებს ამას, უცნაურიც კია. მე მგონია აქ უფრო სხვა რამეზეა ლაპარაკი.
მიუხედავად ყველაფრისა, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს თბილისში არჩევნების გარანტირებულად მოგება. ხაბეიშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, ხელისუფლებას ურჩევნია ქუჩაში მეტი ხალხი იყო, ვიდრე საარჩევნო უბნებზე.
ხაბეიშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, ხელისუფლებას ურჩევნია ქუჩაში მეტი ხალხი იყო, ვიდრე საარჩევნო უბნებზე
ხელისუფლებას თავისი მომხრეების, ძირითადად საჯარო სექტორში დასაქმებულების არჩევნებზე მიყვანის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. პრობლემა ექნება ოპოზიციურ ამომრჩეველს.
თუ ოპოზიციური ამომრჩეველი და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა იქამდე გაიზარდა რომ არჩევნებზე მივა და საპროტესტო აქციებსაც შეუერთდება, მაშინ ხელისუფლებას რეალური პრობლემები ექნება.
თუ ოპოზიციური ამომრჩეველი და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა იქამდე გაიზარდა რომ არჩევნებზე მივა და საპროტესტო აქციებსაც შეუერთდება, მაშინ ხელისუფლებას რეალური პრობლემები ექნება
ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ვინც არჩევნებში აპირებს მისვლას, მათ ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყონ და არ უნდა დაუპირისპირდნენ.
თუ პოლიტიკოსები ამას ვერ ხვდებიან, ეს საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.
– უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე თვლის რომ „ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა“.
-სა და ევროპელებისადმი გზავნილები – „მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, „დავსხდეთ ვისაუბროთ“, რომ პრაქტიკულად უპასუხოდ რჩება, ვხედავთ.
ეს ყველაფერი ხდება არჩევნების წინ. კითხვას მოახლოებული არჩევნების კონტექსტში დავსვამ – თქვენი აზრით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, სავარაუდოდ, როგორია?
– ყველა გამოკითხვა აჩვენებს იმას, რომ ყველა გამოკითხვით გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, ქართული საზოგადოება არის პროევროპული.
ჩვენი უბედურება ისაა, რომ ცხოვრება ევროპულად გვინდა, მაგრამ რუსეთთან ერთად. ეს კი არ გამოდის. არც არასდროს გამოსულა და არც არასდროს გამოვა. მაგრამ საზოგადოების განწყობა პროევროპულია. და ეს საზოგადოების შეგნებას უკავშირდება.
ჩვენი უბედურება ისაა, რომ ცხოვრება ევროპულად გვინდა, მაგრამ რუსეთთან ერთად. ეს კი არ გამოდის. არც არასდროს გამოსულა და არც არასდროს გამოვა. მაგრამ საზოგადოების განწყობა პროევროპულია. და ეს საზოგადოების შეგნებას უკავშირდება
ჩვენი საზოგადოება, გნებავთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თუ შეძლებენ იმის გაიაზრებას, რომ დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ნიშნავს ევროპაზე და დასავლურ ცივილიზაციაზე უარის თქმას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამას ვახერხებთ.
ჩვენი საზოგადოება, გნებავთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თუ შეძლებენ იმის გაიაზრებას, რომ დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ნიშნავს ევროპაზე და დასავლურ ცივილიზაციაზე უარის თქმას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება
– რადგან „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის არჩვნებში იღებენ მონაწილოებას, საინტერესო იქნება, მათ ამომრჩევლებზეც ვიმსჯელოთ.
ბოიკოტში მყოფი პარტიები არჩევნებში მონაწილე „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი „რუსულ სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.“ უკეთეს შემთხვევაში ამბობენ, რომ „მათთთან ყველაფერი გარკვეულია და მათ მიმართ კარგი არაფერი აქვთ სათქმელი“.
ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ეს ორი პარტია 2024 წლის არჩევნების შედეგის გამეორებას, ამას 4 ოქტომბრის არჩევნები გვიჩვენებს.
სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს „ლელოსა“ და „გახარია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლის საგარეო და საშინაო ორიენტირები?
– აქ თითქოს ყველაფერი ნათელია. ოთხივე ოპოზიციური პარტია პროდასავლური ორიენტაციის არიან. ამაზე ისინი საჯაროდ საუბრობენ. მათი ამომრჩეველი პრორუსული ვერანაირად ვერ იქნება.
თუ ამას იმასაც დავუმატებთ რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებში მონაწილე ორი პარტიის მიმართ საკმაოდ დიდია, უნდა ჩავთვალოთ რომ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ამომრჩეველი, რა თქმა უნდა პროევროპული ამომრჩეველია.
– ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას, რომელშიც მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა მიიღეს, საქართველოს საგარეო და საშინაო პრობლემებზე ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა.
მაგრამ, დემოკრატმა სენატორმა კოენმა განაცხადა – „ქართული ოცნება“ კოშმარად იქცა, სამწუხაროა, რომ „მეგობარი“ აქტი არ მიიღო და არ მიიღებს. როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა“ და გასაოცარია, რომ ეს მოხდა“.
ხელისუფლება იმედოვნებს რომ აშშ-ს სენატი „მეგობარი“ აქტს არ მიიღებს. ოპოზიციაში ამბობენ რომ ამ კანონის დაჩქარებულად მიღება არ ხდება, მაგრამ სენატი მას აუცილებლად მიიღებს.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში დაიწყება „შემობრუნება“. ძნელი სათქმელია, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდრშიფი აგრძელებს ანტიამერიკულ და ანტიევროპულ რიტორიკას. რასაც ვადევნებთ თვალს, ასე ჩანს. არც ისაა, გამორიცხული, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა „ქართულ ოცნებას“ დიდად აღელვებდეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ჰელსინკის კომისიაზე“ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას?
– ოპოზიციურ წრეებში და ქართული საზოგადოების ნაწილში იყო დიდი მოლოდინი იმის რომ ამ სხდომის შემდეგ გარკვეულ წილად დაჩქარდებოდა „მეგობარი აქტის“ მიღება.
როგორც ჩანს, სიტუაცია შეყოვნდა. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ აშშ-ს სენატს დღის წესრიგიდან ამოღებული არ აქვს „მეგობარი აქტის“ მიღება. შესაძლოა, ეს პროცესი შეყოვნდა, მაგრამ, არა გაუქმებულა.
თუ საგარეო ვითარებას შევხედავთ, მხედველობაში მაქვს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, აღარაფერს ვამბობ ჩინეთში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მსოფლიოში ახალი რეალობის შექმნისკენ გადაიდგა ნაბიჯები. ვხედავთ რომ დაპირისპირების ახალი ცენტრები ჩნდება, იგივე რუსეთს თუ გავიხსენებთ, რუსეთმა პოლონეთს დრონებით შეუტია.
როგორც ჩანს, სიტუაცია შეყოვნდა. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ აშშ-ს სენატს დღის წესრიგიდან ამოღებული არ აქვს „მეგობარი აქტის“ მიღება. შესაძლოა, ეს პროცესი შეყოვნდა, მაგრამ, არა გაუქმებულა
ამიტომ, შესაძლოა, ასეთ ფონზე ამერიკას არ სურს ახალი კონფლიქტური ვითარება შექმნას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ოპოზიციურმა სპექტრმა ესეც უნდა გაითვალისწინოს. ვგულისხმობ იმას, თუ რამდენად შეძლებს დასავლეთი ჩვენთვის სერიოზული დახმარების გაწევას.
ფაქტია, რომ „მეგომარი აქტის“ მიღება შეჩერდა, მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ მისი მიღება აშშ-ს სენატის დღის წესრიგში აუცილებლად დაბრუნდება.
– აშშ-უკრაინის ურთიერთობებში რომ პრობლემებია ვხედავთ. პრეზიდენტი ტრამპის პოლიტიკა სულ უფრო გაუგებარი ხდება. ევროპა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს უჭერს უკრაინას, ასეა მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნეშიც არ საკითხზე აზრტა სხვადასხვაობაა.
ვხედავთ, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს და უკრაინა-ს ომი სულ მეტად იძენს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ომის კონტურებს. ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპასთანაც და ამერიკასთანც გაუარესებული აქვს ურთიერთობები. ფაქტია, რომ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ტურბულენციის დონე სულ უფრო და უფრო იზრდება.
რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა ამ არჩევნების შემდეგ როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?
– საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შემიძლია ის ვთქვა რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყნის იზოლაცია გაგრძელდება ჩვენი აწ უკვე ყოფილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ საქართველოს შეუჩერდება ვიზალიბერალიზაცია, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ უახლოეს მომავალში ევროპის წამყვან ქვეყნებთან არ აღდგება პარტნიორული ურთიერთობები. „ქართული ოცნების“ პირობებში ის საგარეო პოლიტიკა გაგრძელდება, რომელიც მმართველ გუნდს აქამდე ჰქონდა.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შემიძლია ის ვთქვა რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყნის იზოლაცია გაგრძელდება ჩვენი აწ უკვე ყოფილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან
მე შემთხვევით არ მითქვამს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დასავლეთს ჩვენთვის დღეს იმდენად არ სცალია, როგორც 2003-ში, ან 2012-ში, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ისე არ გამოგვივიდეს ოპოზიციამ ქუჩაში პროცესები დაწყოს და ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეიცვალოს, მივიღოთ სრულფასოვანი ავტორიტარული რეჟიმი.
ოპოზიციამ ერთი რამაც უნდა გაითვალისწინოს, ნახეთ რა ხდება აშშ-სა ბელორუსის ურთიერთობებში. დიდი სიფრთხილეა საჭირო, პროტესტის მომხრე, რა თქმა უნდა, ვარ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ვითარების ისე პროვოცირება რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სრულფასოვანი ავტორირატული მმართველობა მივიღოთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი