ვახტანგ ძაბირაძე: “გეტყვით, რაც მოხდება… 4 ოქტომბრის 20:00 საათისთვის ხელისუფლება არ შეიცვლება…“

მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­თან დაკავშირებით, კვირის პალიტრა-სთან ექ­სპერტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ ისაუბრა:

– ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა იმ არ­ჩევ­ნე­ბის­გან, რო­მე­ლიც კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გვი­ნა­ხავს. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გან­სხვავ­დე­ბა იმით, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვერ მო­ი­ძებ­ნა შე­ხე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის წერ­ტი­ლე­ბი, არა­და, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს თით­ქოს არ­ცთუ ისე რთუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ოპო­ზი­ცი­ას თუ რე­ა­ლუ­რად სურს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და­მარ­ცხე­ბა, სწო­რედ შე­თან­ხმე­ბის გზით უნდა წა­სუ­ლი­ყო. რაღა და­გი­მა­ლოთ და, ზუს­ტად არ­ჩევ­ნე­ბის დღეს – 4 ოქ­ტომ­ბერს აქ­ცი­ის და­ნიშ­ვნა ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. რა ვიცი, 3-ში ან 5-ში რომ და­ე­ნიშ­ნათ, შე­საძ­ლოა ეს გა­ცი­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

მე არ მო­მის­მე­ნია მათ­გან არ­გუ­მენ­ტე­ბი იმი­სა, რა­ტომ უნდა გა­ი­მარ­თოს აქ­ცია მა­ინ­ცდა­მა­ინც 4-ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ შუ­ა­ზე გა­ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცია მხო­ლოდ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს და არ უწყობს ხელს ოპო­ზი­ცი­უ­რი ელექ­ტო­რა­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბას.

უკვე შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და, ოპო­ზი­ცი­ურ ამომ­რჩე­ველს არ­ჩევ­ნებ­შიც მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პრო­ტეს­ტშიც, რა­ზეც ილა­პა­რა­კა კი­დეც “ლე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ. მეც კარ­გა ხა­ნია ვამ­ბობ, რომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ამომ­რჩე­ველ­მა იბ­რძო­ლოს ორი­ვე ფრონტზე. ამის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ტომ მი­დის ის ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ბო­ი­კო­ტის მომ­ხრეა, არ ვიცი. მე მათ­გან ამის არ­გუ­მენ­ტე­ბი ვერ მო­ვის­მი­ნე, მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ ამ აქ­ცი­ით აპი­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას, მაგ­რამ რო­გორ, რა მე­ქა­ნიზ­მით?!თუ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მომ­ხრე პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც მივ­ლენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, ეს ხომ ნიშ­ნავს, რომ პრო­ტეს­ტი უფრო მა­სობ­რი­ვი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ვერ გა­ვი­გე, რის სა­ფუძ­ველ­ზე, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მის­ვლა, ერ­თმა­ნეთს გა­მო­რი­ცხავს…. მოკ­ლედ, სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ნას­ხვა­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ არ­ჩევ­ნებს წინა არ­ჩევ­ნე­ბის­გან. სხვა შემ­თხვე­ვებ­ში ოპო­ზი­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად ახერ­ხებ­და შე­თან­ხმე­ბას – თუ ერთი ფრონ­ტით არ გა­დი­ოდ­ნენ, იმას მა­ინც ახერ­ხებ­დნენ, ერ­თმა­ნეთს არ დაჰ­პი­რის­პი­რე­ბოდ­ნენ.

გარ­და ამი­სა, გა­უ­გე­ბა­რია, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის და­პი­რე­ბა­ზე და თუ არ შე­იც­ვა­ლა, მერე რას გეგ­მა­ვენ?! გე­ტყვით, რაც მოხ­დე­ბა… 4 ოქ­ტომ­ბრის 20:00 სა­ა­თის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ არ შე­იც­ვლე­ბა, ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს და­პი­რე­ბა, რად­გან რო­დე­საც შე­დე­გი არ დად­გე­ბა, უფრო მე­ტად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ დარ­ჩეს. კი, პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აგერ 300 დღე­ზე მე­ტია ხალ­ხი ქუ­ჩა­შია, ეს უნდა გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ ფუჭი იმე­დის შექ­მნა არ არის სა­ჭი­რო!

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან ამ არ­ჩევ­ნე­ბის მიბ­მის სა­კითხს, რა­საც ჩვე­ნი ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს… ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ჯერ არ გა­და­სუ­ლან მკაცრ სა­სან­ქციო პო­ლი­ტი­კა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს აკე­თე­ბენ, რათა მათი სვლა ავ­ტოკ­რა­ტი­ის­კენ რო­გორ­მე შე­ჩერ­დეს. კი­დევ რა უნდა გა­ა­კე­თონ, რას ითხოვს ოპო­ზი­ცია ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან? სან­ქცი­ე­ბი, ვფიქ­რობ, მალე იქ­ნე­ბა, ამას ბო­ი­კო­ტი არ სჭირ­დე­ბა. ამის გარ­და, პარტნი­ო­რებს თუ გინ­და აჩ­ვე­ნო, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არ­ჩევ­ნე­ბის გამ­ყალ­ბე­ბე­ლია, ამის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში უნდა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უმ­კაც­რე­სად გა­ა­კონ­ტრო­ლო რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, ისე სა­არ­ჩევ­ნო დღე, და­ა­ფიქ­სი­რო დარ­ღვე­ვე­ბი, გა­ა­სა­ჩივ­რო და ა.შ.

– ოპოზიციის ეს ორი ფრთა ერთ­მანეთს “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს…

– კი, ადანაშაულებენ და ამით უფრო აძლიერებენ “ქართულ ოცნებას”. არ მინდა ვინმეს რაიმე იარლიყო მივაკერო და ვინმე გარიგებაში დავადანაშაულო, მაგრამ ვიტყვი ერთს – ბიძინა ივანიშვილმა ლამის მთელი საქართველო იყიდა და ოპოზიციის ყიდვაც არ გაუჭირდებოდა.

ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვა დიდი პრობლემა არასდროს ყოფილა. დღეს ამის დოკუმენტური დადასტურება არა მაქვს, ამიტომ ვერაფერს დავამტკიცებ, თუმცა ეჭვები არსებობს.
არის მეორე ფაქტორიც, გაცილებით რეალური – ვერც ბოიკოტის მომხრე და ვერც მოწინააღმდეგე ვერ უარყოფს, რომ თბილისი არის ოპოზიციური. ჯამურად, მინიმუმ, ასე განაწილდება ხოლმე მხარდაჭერა: 60% ოპოზიციური ძალები, ხოლო 40% “ქართული ოცნება”. თუ ვინმემ არ იცის, უნდა ისწავლოს ან გაიხსენოს უახლესი ისტორია. ზოგიერთმა საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებისა და წარმატების ისტორიაც რომ ნახოს, კარგი იქნება – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ვგულისხმობ… სწორედ მათ გასაგონად ვამბობ – “ნაციონალური მოძრაობა” და ხელისუფლებაში 2002 წელს მოვიდნენ. რომ არ ყოფილიყო 2002 წელი, იქნებოდა კი 2003 წლის “”? ამასთანავე, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არის 60%, თბილისისთვის ბრძოლას წინ რა უდგას? როდესაც ამაზე ამბობ უარს და რაღაც მითურ სცენარს მთავაზობ, 4 ოქტომბერს რომ შეიკრიბება ხალხი და არ დაიშლება, ვიდრე ძალაუფლებას არ დათმობს მმართველი ძალა, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, როგორ აპირებ ამას?

თუ ამათ უნდათ 2003 წლის სცენარის გამეორება, ეს არ გამოვა, რადგან მაშინ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. როდესაც ამ ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხები არ ჩანს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ის ოპოზიცია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა?

ვერაფრით გავიგე, რატომ არის ცუდი ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, განსაკუთრებით თბილისში, არჩევნებში და პროტესტშიც მიიღოს მონაწილეობა?

ვრცლად