ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე: არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, “ქართულმა ოცნებამ” რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩქა­რობს, რად­გან უნდა პრო­ტეს­ტი მა­ნამ­დე ჩა­ახ­შოს, სა­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში გა­და­იზ­რდე­ბა – გა­ზა­ფხულ­ზე პრო­ტეს­ტი უფრო ხალ­ხმრა­ვა­ლი გახ­დე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა არ იქ­ნე­ბა, – ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კოს­მა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში” გა­ნა­ცხა­და.

“გა­ზა­ფხულ­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი მეც მაქვს, თუმ­ცა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თუ ამ მძი­მე პე­რი­ოდს გა­და­ვა­გო­რებთ, და­იკ­ლებს შან­სი იმის, რომ პრო­ტეს­ტი შე­წყდეს ან გა­ნულ­დეს და არა იმი­სა, რომ რა­ღაც გარ­და­ტე­ხა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს გა­ზა­ფხულ­მა ამ პრო­ცეს­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო ხალ­ხმრა­ვა­ლი გახ­დე­ბა პრო­ტეს­ტი. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად იქ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა იმი­სა, რაც დღეს არის. თუმ­ცა ეს რე­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა არ იქ­ნე­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად პა­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია: ოპო­ზი­ცია ვერ აი­ძუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვი­დეს, მაგ­რამ ვერც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახერ­ხებს იმას, რომ პრო­ტეს­ტის, მი­ნი­მუმ გა­მო­ხა­ტუ­ლი ტალ­ღა, რაც რუს­თა­ველ­ზე ხდე­ბა, შე­ა­ჩე­როს ან რა­ღაც მო­უ­ხერ­ხოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ი­წყო დარ­ბე­ვე­ბით, შემ­დეგ თა­ვის ნე­ბა­ზე მი­უშ­ვა, შემ­დეგ ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რა, ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი შე­მო­აქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რეპ­რე­სი­ულ ბა­დეს კი ქსოვს, მაგ­რამ რამ­დე­ნად შეძ­ლებს ამ მე­ქა­ნიზ­მე­ბით პრო­ტეს­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, სა­კი­თხა­ვი ესაა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩქა­რობს და ჩქა­რობს იმი­ტომ, რომ უნდა, პრო­ტეს­ტი მა­ნამ­დე ჩა­ახ­შოს, სა­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა და სა­ნამ, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში არ გა­დაზ­რდი­ლა. ამის საფრ­თხეა, ამას ხე­დავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩქა­რა მო­ა­ხერ­ხოს ამ პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ამას, ვფიქ­რობ, ეს არც ისე შე­საძ­ლე­ბე­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ვრცლად