ვახტანგ ძაბირაძე: ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა

1-ელ აპ­რილს გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა, სა­დაც მან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვა. მე­ო­რე დღეს პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რი­თაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, მის პოსტზე კი კო­ბა­ხი­ძემ ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა. ოხა­ნაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, პა­ა­ტა სა­ლი­ამ შეც­ვა­ლა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძის ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ახ­ლად შექ­მნი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პორ­ტფელს ჩა­ი­ბა­რებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს გა­ირ­კვა, რომ სუს-ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლი უფ­რო­სი კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრო­ბას არ და­თან­ხმდა. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქვა, შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი ახ­ლად შექ­მნილ სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ად­გი­ლე­ე­ბის კან­დი­და­ტუ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით: “გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ არ­სე­ბობ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­თან, მათ შო­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­სა­ტა­რე­ბელ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად კი კა­ხა­ბერ გუ­ლე­და­ნი და­ნიშ­ნა.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აჭა­რა­შიც – 4 აპ­რი­ლის დი­ლას აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ი­გო. იმა­ვე დღეს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. თა­მა­ზაშ­ვი­ლი დღემ­დე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო. ასე­ვე, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გრი­გოლ ბე­სე­ლი­ამ, მისი ად­გი­ლი კი გი­ორ­გი ბუხ­რაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.

რას უკავ­შირ­დე­ბა “ოც­ნე­ბის“ გუნდში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და რა­ტომ შე­ე­ლია ივა­ნიშ­ვი­ლი მის სან­დო კადრს? – ამის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და. მათ­გან ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის და თაღ­ლი­თო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ქვეყ­ნი­დან გა­პარ­ვას უკავ­შირ­დე­ბა ისე, რომ სუს-მა ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვა თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლა, თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს მა­ში­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, როცა კო­ბა­ხი­ძემ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ახა­ლი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­რად­გი­ნა.

  • წყა­რო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­შია და ლუ­ლუ­აშ­ვილ­მა, რე­ა­ლუ­რად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბი აი­ცი­ლა თა­ვი­დან.

“გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს კონ­ტაქ­ტე­ბი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ამე­რი­კა­ში. ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი­თაც იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე, სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და. “ოც­ნე­ბის“ იმე­დის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. ამას­თა­ნა­ვე, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად ინარ­ჩუ­ნებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რის გა­მოც ბოლო დროს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან და მის მი­თი­თე­ბებს არ ას­რუ­ლებ­და. მას ამე­რი­კა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მსგავ­სად, თა­ვი­სი საქ­მე და­ლა­გე­ბუ­ლი აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა­ში ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რი შო­თა­ძეც ჩა­ვი­და… ამე­რი­კე­ლებ­მა მშვე­ნივ­რად იცი­ან იცოდ­ნენ, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩათ­ვა­ლეთ, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი აიც­დი­ნა, ჭკვი­ა­ნი კა­ცია სა­თა­ვი­სოდ. რა­საც ოხა­ნაშ­ვი­ლი გა­ა­კე­თებს, იმა­ზე ეს არ წა­ვი­დო­და. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არც ამათ სჭირ­დე­ბათ და მა­საც აღარ აქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თავს უშ­ვე­ლა და ამა­ში ხელი შე­უ­წყო ივა­ნიშ­ვილ­მაც.

ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი აიც­დი­ნა, ჭკვი­ა­ნი კა­ცია სა­თა­ვი­სოდ. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არც ამათ სჭირ­დე­ბათ და მა­საც აღარ აქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, “ოც­ნე­ბას“ სან­ქცი­ე­ბი ელო­დე­ბათ… ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თავს უშ­ვე­ლა და ამა­ში ხელი შე­უ­წყო ივა­ნიშ­ვილ­მაც… ლი­ლუ­აშ­ვილს სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და სა­მი­ნის­ტრო… ერთი სული ჰქონ­და, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და. მალე ნა­ხავთ, სად აღ­მოჩ­ნდე­ბა ცოლ-შვი­ლით…“ – გვი­ამ­ბო წყა­რომ.

“ოც­ნე­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აფა­სებს:

– სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი მი­დის “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, რაც ძა­ლი­ან ჰგავს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბოლო პე­რი­ო­დის, 2012 წლის სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბებს. რის­გან შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ვერ­სი­ე­ბი მრა­ვალ­გვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი კად­რე­ბი გაჰ­ყავს პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნი­დან – კარ­გა ხა­ნია არ ჩანს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ში სა­ერ­თოდ აღარ ფი­გუ­რი­რებს და გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­ვი­წყე­ბა­საც მი­ე­ცა. ალ­ბათ იგი­ვე გა­კეთ­დე­ბა რიჟ­ვა­ძეს­თან და ლი­ლუ­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბი­ძი­ნას თა­ვი­სი კად­რე­ბი ნელ-ნელა გაჰ­ყავს ას­პა­რე­ზი­დან. ამის მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: მათ მი­მართ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბი, უკვე და­სან­ქცირ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ჯერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ არის, ისე­ვე, რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ვრცლად