საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.
“განკარგულების თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.
პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ.
ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა – ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა – ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა – ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

 
				 
								
 
								

