გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ომის პრინციპებსაც კი არღვევს.
„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კაპანაძე.
მისი თქმით, 2008 წელს ქართული მხარე ტყვედ ავარდნილ მტერს არ სცემდა და ამცირებდა:
„2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ სცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს, ან ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.
ვრცელი ინტერვიუ ნახეთ ბათუმელებზე