შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, ბოლო წლებში, მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა.
„სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა. ვახტანგ გომელაურმა თბილისში მიმდინარეობს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, სადაც 1000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს.
მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება ყოფილი სამართალდამცველების პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ასევე, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.