შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ატაშეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.