ვახტანგ გომელაური ჟურნალისტს – მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა

მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს 6 თუ 8 თვის წინანდელ ამბავზე ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა, – ასე პასუხობს შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას დაკავებულ პატრულ-ინსპექტორთან დაკავშირებით.
გომელაურის განცხადებით, აღნიშნული პირი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციის გატანაზეა დაკავებული და არა იმის გამო, რომ მისი სიძე გადამოწმებისთვის გააჩერა.
“გამიხარდება, თუ ვინმე ამ ფაქტის მოკვლევას დაიწყებს. ჩემი სიძე ჩემზე დაახლოებით 5 წლით უფროსია. მანქანა სულ ჰყავს და შეიძლება ათას პოლიციელს ჰყავდეს გაჩერებული გადამოწმებისთვის.
ის, რომ ვიღაც, ვინც გააჩერა, მერე სამსახურიდან გაუშვეს, ეს ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს კი არა, დავაკავეთ და დეტალები იცით, რაზეც. ის, რომ მოუწყეს, რადგან თურმე 6 თუ 8 თვის წინ ჩემი სიძე გააჩერა… რაზეც დავაკავეთ, ეს იყო ინფორმაციის გატანა, თანხის სანაცვლოდ და მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს 6 თუ 8 თვის წინანდელ ამბავზე, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა.
ალკოტესტს რაც შეეხება, კამერები აღარ იყო და თუ არ ვცდები, აღარ ჩაუტარეს და უთხრეს, რომ წაბრძანდითო. თუმცა, ადამიანი წლებია არ სვამს. შვილიშვილი ეჯდა, ბავშვები ეჯდა მანქანაში, მჯერა, რომ მთვრალი არ იქნებოდა. 8 თვის წინ ვიღცამ, რომ გააჩერა ჩემი სიძე და 8 თვის მერე დაიჭირა გენინსპექციამ ინფორმაციის გატანაზე, მაშინ მე გკითხავთ, არ უნდა დაგვეჭირა? თუნდაც რომ ნასვამი ყოფილიყო, გაეჩერებინა და გაეშვა. არ უნდა დაგვეჭირა ეს კაცი?! თუ ეს გააკეთა და გაუშვა, ეს კიდევ მეორე დანაშაულია. რატომ უნდა გაუშვა. ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება, ასევე, დამუქებული შუშები არც ერთ ჩემს ოჯახის წევრს არ აქვს”, – განაცხადა გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა