ვახტანგ გომელაური – მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, წლების განმავლობაში უწყების მიერ მიღწეული წარმატებები, სწორედ პოლიციელების შრომის შედეგია.
„დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები არის ამ ადამიანების, თითოეული მათგანის დამსახურება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ