ვახტანგ გომელაური კითხვაზე: რთულია თუ არა სანქციების ქვეშ ცხოვრება – რთული არაფერი არ არის, როცა სამშობლოს ემსახურები – ამაზე უარეს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში

რთული არაფერი არაა, როცა სამშობლოს ემსახურები – ამაზე უარეს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „რთულია სანქციებით ცხოვრება?“
„მე ჩემს სამშობლოს ვემსახურები. რთული არაფერი არ არის. ამაზე უარს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში. არაფერი რთული არაა, როცა სამშობლოს ემსახურები. ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და თქვენც ემსახურეთ ჯობია და თქვენი ტელევიზიები,“ -განაცხადა გომელაურმა.