ვახტანგ გომელაური კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდნენ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩები – ყველა ელჩი მოწვეული იყო, მაგრამ როგორც თქვეს, ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო და მოადგილეები მოვიდნენ

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი საელჩოების წარმომადგენლების დონეზე იყო წარმოდგენილი.
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, ღონისძიებაზე პირადად ელჩები იყვნენ მიწვეულნი, თუმცა მათ მისვლა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს.
„ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ვიცი“, – განაცხადა გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ჩვენი სარწმუნოება და ეროვნული ღირებულებები – წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით ეკლესია წარმოგვიდგენს მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ბოლომდე ვუერთგულოთ მაცხოვარს