ვახტანგ გომელაური: ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე

“ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ -ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!” – ამბობს შს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე ოცნების პროპაგანდისტულ TV იმედთან საუბრისას
დღეს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე”გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. საშიში ქიმიური ნივთიერება – კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა. მოგვიანებით, სუს-მა გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლებით, BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო