ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც -ის მიერ სანქცირებულია, „არსად იმალება“.
„რაც შეეხება სანქციების საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა და სანქციები ს შემდეგ მოიხსნება. ნამდვილად გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდნენ. მაშინ ბრძანება ვინ გასცა? ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი“, – განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აქციების დროს „იყო არასასიამოვნო ფაქტები, რომელიც არავის მოეწონებოდა“.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჭიანურდება გამოძიება, გომელაურმა განმარტა, რომ -ის თანამშრომლების გარჩევა რთულია.
„შეიძლება იყო ვთქვათ „გადამეტება“, მაგრამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. თუმცა, ის , რომ ნომრები აქვს ყველას, ასე არ არის და გარჩევა ნამდვილად რთულია“, – განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აქციებზე პოლიციელებიც დაშავდნენ, მათ შორის მძიმედ, მაგრამ დღემდე ვერ გამოიძიეს.
„ყოველთვის თავდასხმები იწყება ოპოზიციური აქციის მონაწილეების მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალა არ გამოვიყენოთ. ახლახან იყო პარლამენტის შტურმი, ბიჭებს თავი დაუტეხეს, შიგნით ქვებს ისროდნენ, ცეცხლი წაკიდეს, დაწვეს, ეს ხომ ფაქტი იყო?!“ – განაცხადა გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ