ვახო სანაია: ჩუმად კი არ არიან, ერთი სული აქვთ, ამ ქვეყნის მტერმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს

ჟურნალისტი ვახო სანაია:
საქართველოს მართავს ხალხი, რომელიც ღიად დასცინის ს და გულშემატკივრობს რუსეთს. ანუ ამ ამორალურ არსებებს უნდათ, რომ ომიდან გამოვიდეს გამარჯვებული და გაძლიერებული. ანუ მთელი გულით გულშემატკივრობენ იმას, რომ და ცხინვალი ვერასდროს დაბრუნდეს და სამუდამოდ დაიკარგოს. ანუ სურთ, რომ რუსეთმა ბოლომდე გატეხოს მთელი საქართველო. ანუ ამ ქვეყნის მომავალ თაობებს რუსის ჩექმას უტოვებენ.
და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მარიონეტ ბიძინას ერთადერთი იმედი, ძალაუფლება შეინარჩუნოს, პუტინია.
ანუ ზოგიერთი თავის საცოდავ თანამდებობაზე, ზოგიც – ხელფასზე, ზოგიც – ტიტუშკის ანაზღაურებაზე, ზოგიც – ტროლის ჯამაგირზე, ზოგიც – ტენდერზე, ზოგიც – ჯანდაბაზე ჰყიდის თავის შვილებს რუსებზე. აი, ასე – პირდაპირ რუსებს აძლევენ თავის შვილებს. ჩვენსას რომ თავი დავანებოთ, თავის შვილებსაც.
არც ვიცი, ამაზე საზიზღრობა რა უნდა იყოს.
ჩუმად კი არ არიან, ერთი სული აქვთ, ამ ქვეყნის მტერმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
ისტორიის სანაგვის მიღმა თუ რამე არსებობს, იქ იქნება ამათი ადგილი.
არასოდეს საქართველოს ასეთები არ ჰყოლია სათავეში. ამ ქვეყნის ისტორიაში ყველანაირი მმართველი არსებულა, მაგრამ მტრის გულშემატკივარი არა. მტრის მხარეს უბრძოლიათ კიდეც, მტრის ბანაკში ყოფილან იძულებით, მაგრამ გულწრფელი და მოწადინებული გულშემატკივრობა კიდევ სხვაა. ამათ გულწრფელად სურთ მტრის გამარჯვება. ვერ მალავენ. ჩუმადაც კი ვერ არიან, ხელოვნურებიც კი ვერ არიან მტრის საამებლად, უბრალოდ მთელი გულით მას გულშემატკივრობენ.
სამაგალითოდ დამარცხდებიან.