ჟურნალისტი ვახო სანაია:
საქართველოში სრული დაუცველობაა. მანჩო გიორგობიანის საქმე ამის მაგალითია. უბრალო ხალხი, რომელიც თავისი შრომით პურის ფულს შოულობს, განწირულია და სრულიად დაუცველი.
ქართული ოცნების მომხრე მანჩო გიორგობიანი სინამდვილეში დააკავეს არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, არამედ პოლიციის ,,მინისტრის” აუგად მოხსენიების გამო, უფრო სწორედ, მანჩო გიორგობიანმა სისტემას უთხრა, შენ კი არა, ჩვენა ვართ აქ მთავარიო. ხოდა უპასუხეს, არაო, რამე არ შეგეშალოსო, პოლიციაზე ვდგავართ, ხალხს ვურტყამთ და შენ ზედმეტი მოგივიდა ფეისბუქ-პოსტშიო.
ახლა სისტემა ისეთ მდგომარეობაშია, შიგნით მდგრადობა თუ არ აჩვენა, დაიღუპება. უკვე იმ სტადიაზეა, რომ ძალის დემონსტრირება სჭირდება თავად ქოცებში. მანჩო გიორგობიანს თუ შეუძლია ბიძინას ,,მინისტრის” გინება, ეგ რა სისტემაა ?!
ერთი სიტყვით, მანჩო გიორგობიანი, რომელიც ეტყობა, ვერ ხვდება, რა კრიზისის წინაშე დგას ახლა ივანიშვილი, დაიჭირეს მისი სტატუსის გამო და არა ძალადობის ორგანიზებისთვის. დაჩაგრული მოქალაქე სულ ფეხებზე ჰკიდია რეჟიმს.
მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს. 31 წლის მკლავჭიდელმა ბავშვი რომ გალახა, 3 ათას ლარად გამოუშვეს. იცით, რატომ ? იმიტომ, რომ მას არ უგინებია ბიძინას ,,მინისტრი” და არ უთქვამს სისტემისთვის, მე ვარ აქ მთავარი და არა შენო. არ შეშლია ის, რაც მანჩო გიორგობიანს შეეშალა, შესაბამისად, მისი ,,გადარჩენა” მარტივი იყო. კიდევ მილიონ მაგალითს მოგიყვანთ, მაგრამ ეს ერთიც კმარა.
არ დაგვავიწყდეს. ამბავი მოხდა 2 ნოემბერს, დღეს კი 5 ნოემბერია. გიორგობიანმა სტატუსი გუშინ დაწერა.
და სად არის აქ პატიოსანი და მშრომელი ადამიანის უსაფრთხოება. არსად. ის ისევ დაჩაგრულია და ყველა ადამიანს აქვს განცდა, რომ სისტემა და მასთან დაახლოებული ხალხი ყოველთვის დაჩაგრავს.
PS
მანჩო გიორგობიანმა ახლა უნდა მოიფიქროს, როგორ დაიჩოქოს რეჟიმის წინაშე, რომ ,,გადარჩეს”. რამე გამოიგონოს ან ასე შემდეგ. თუ გაჯიუტდება, არ აპატიებენ.




