ვახო სანაია: რატომ არ მოაგვარა მერიამ გადმოსავარდნად გამზადებული ბეტონის პრობლემა? კონკრეტულად ეგ პრობლემა რატომ არ მოაგვარა?

ჟურნალისტი ვახო სანაია:
ვიმეორებ.
მეგობრებო, რაში გაინტერესებთ კალაძესთან სხვა საკითხებზე დისკუსია ორი დღის წინ მომხდარი დანაშაულის კონტექსტში ? აი, ამ კონკრეტულ დანაშაულს რატომ განიხილავთ სხვა ჭრილში ? ეგ უნდა მაგასაც, რომ ვირეშმაკობით დანაშაულიდან ყურადღება გადაიტანოს სხვაგან – გამოსახლებაზე, მოლაპარაკებაზე, ავარიული სახლების ზოგად ვითარებაზე. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მძიმეა, პროფესიულ დონეზე, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და, რაც მთავარია, მათი უსაფრთხოების დაცვითაა მოსაგვარებელი, მაგრამ ამ კორუმპირებულების ხელში ეს პრობლემაც სულ უფრო ღრმავდება და სულ უფრო სახიფათო ხდება ცხოვრება. ამასთან, რატომ ვაძლევთ შესაძლებლობას, ეს ზოგადი მწვავე პრობლემა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ კონკრეტულ დანაშაულთან გააიგივოს ?!
ორი ადამიანის დაღუპვის საქმეზე კონკრეტული შეკითხვები არსებობს.
რატომ დაიღუპა ქუჩაში ორი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია შეხება არც მაგ კორპუსთან, არც კალაძესთან ?
კალაძე რომ რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა კორპუსის მცხოვრებლებთან და ვერ მივაღწიე შეთანხმებასო, ამის გამო ქუჩაში გამვლელი და მაღაზიის თანამშრომელი რატომ დაიღუპნენ ?
რატომ არ მოაგვარა მერიამ გადმოსავარდნად გამზადებული ბეტონის პრობლემა ? კონკრეტულად ეგ პრობლემა რატომ არ მოაგვარა ?
რატომ დაიკიდეს ფეხებზე მოქალაქეების უამრავი მიმართვა ? თან თავადაც კარგად იცოდნენ ამ საფრთხის შესახებ.
ამ შეკითხვებს გასცეს პასუხი