ჟურნალისტი ვახო სანაია:
მრავალათასიან ყელსაბამზედ
ეს სერიოზული საკითხია.
ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების მასობრივი დაჭერისა და მიწასთან გასწორების ფონზე დღეს სოციალურ ქსელში სამკაულების გამოფენა უდავოდ ,,გააზრებული” ქმედებაა ქოცისგან.
კალაძის ,,ალიბი”, რომ ფეხბურთელობის დროს მაღალი ხელფასი ჰქონდა და ამიტომ შეუძლია, თამამად იყოს ფუფუნების საკითხში კარიერის დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც, სასაცილოა, განსაკუთრებით – ბიძინასთვის, რომელმაც ზუსტად იცის, სინამდვილეში საიდან და რამდენი აქვს საოცრად არაკორუმპირებულ კალაძეს და რომელ თაროზეა შემოგდებული მისი საქმეები – მაინც ყოველი შემთხვევისთვის (როგორც ამბობენ, თუ უკან არ მიიტანს, რაც მისატანი აქვს).
მაშინ, როცა ვიღაცების ოჯახის წევრებს ჩხრეკისას პირდაპირ თითებიდან ააძრეს სამკაულები და მერე ტელევიზორში აჩვენეს, საოცრად ,,გონივრულია” დღეს უძვირესი ყელსაბამით თავის მოწონება. სქრინი ალბათ უკვე ბიძინამდეც მივიდა.
მაგრამ აქ ბიძინას ქმედებები არაა მთავარი, რადგან ის ჩვენთვის კი არა, თავისთვის იხვეჭს ძველების წაღებულს – მდიდარს ართმევს და კიდევ უფრო მდიდარს ანუ საკუთარ თავს აძლევს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამას ხალხი უყურებს. და ეს ხალხი, რომელსაც უმოწყალოდ ძარცვავენ, ერთ დღეს ყველაფრის უკან დაბრუნებას მოითხოვს. სიაში პირველი სწორედ ბიძინა იქნება. რომც გაასწროს, ყველაფერს ვერ მოიკიდებს ზურგზე. იგივე ელოდებათ დანარჩენებს – ვინც მეტად დაამახსოვრებს თავს ხალხს ფუფუნების ფოტოებით, ის წინ გადაიწევს სიაში. და ეს ასეც მოხდება აუცილებლად.
ამ სტატუსის დაწერის ძირითადი მოტივაცია სულ სხვა იყო. ახლავე გეტყვით. ბობოლა ქოცებს ბევრი ფული აქვთ, მაგრამ არა აქვთ ის, რაც ძალიან სჭირდებათ – ამ ფულის თავისუფლად დემონსტრირების საშუალება. საზოგადოებამ ისინი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ყველაფრისგან მოკვეთილი არიან. სოციალურად იზოლირებული გახდნენ. იქცნენ მიუღებელ კასტად, რომელიც მდიდარია, მაგრამ ამ სიმდიდრის ისე გამოვლინებას ვერ ახერხებს, როგორც ეს მას სურს. ამას ზედ დაერთო ბიძინას მიერ შიგნით გამოცხადებული ნადირობა. ბიძინა დიქტატორულ სიმშვიდეს ჰპირდებოდა – ჩვენ უნდა გავნადგურებულიყავით და ისინი კარგად ყოფილიყვნენ. რა მიიღეს – ივანიშვილმა ჩვენ ვერ გაგვანადგურა და მათი განადგურება დაიწყო. მოკლედ, ჯერჯერობით ყველაფერი პირიქითაა. მიუხედავად ამისა, გაკულაკების მოლოდინში მძევლად მყოფნი მაინც ელოდებიან ბელადისგან დაპირების შესრულებას. ამისთვის აუცილებელი პირობა ჩვენი მოსპობაა, სხვანაირად ახალი და მათთვის სტაბილური წესრიგი ვერ დამყარდება. მაინც დიქტატურა ურჩევნიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ბიძინაც დამშვიდდება და მათაც მისცემს სანუკვარ კორუფციულ სტაბილურობას. ჩვენ გვადანაშაულებენ. რომ არა ჩვენ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
მოკლედ, სტრესში არიან. იზოლირებულ ოჯახის წევრებს სულ უფრო ხშირად აღარ ჰყოფნით ნერვები და შემორჩენილ ერთადერთ სივრცეში, სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებს დადებენ ხოლმე, რომელიც არ უნდა დადონ, ოდნავ ჭკუა თუ აქვთ.
ერთი სიტყვით, კარგ საქმეს აკეთებენ ეს გოგოები – საჩვენოს.
ისტორიას ეგენი არ კითხულობენ და საიდან უნდა იცოდნენ, რამდენი ვინმე დაუღუპავს ბრილიანტებს. ამ შემთხვევაში მაღალჩინოსანი ქოცების ოჯახის წევრების ნერვები და უჭკუობა ჩვენი მოკავშირეა. თავად მაგ მაღალჩინოსნებს მაგდენი კი ესმით, რომ ამ დროში სიმდიდრის დემონსტრირება ყველაზე სახიფათო სისულელეა, მაგრამ ოჯახის წევრები, რომლებიც ფუფუნებას არიან მიჩვეული, ხანდახან ვეღარ უძლებენ ტოტალურ თვითშეზღუდვას




