ვახო სანაია: ივანიშვილი იმდენად განწირულია ამ არჩევნებზე, უბნებიდან დამკვირვებლების ჩამოშორებაზე გადავიდა. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს

“ივანიშვილი იმდენად განწირულია ამ არჩევნებზე, უბნებიდან დამკვირვებლების ჩამოშორებაზე გადავიდა. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს, მაგრამ ვერც ვინმე რაჟდენ კუპრაშვილითა და ვერც მურუსუძის სასამართლოთი ვერ გააჩერებენ სამოქალაქო სექტორსა და, რაც მთავარია, ხალხს. არ დარჩება არც ერთი უბანი დამკვირვებლების გარეშე. ორგანიზაციები დარაზმული არიან.
ზედა წინადადებაში მთავარია ისაა, რომ ივანიშვილი განწირულია. ყველა მისი გაფართხალება მტკიცებულებაა მისი შიშის. რაც არ უნდა იფაფხუროს, ხალხი აჩვენებს მაგას, როგორც უნდა არჩევნებზე მის წინააღმდეგ მართლა ქუდზე კაცის გასვლა, ხმის მიცემა, დაკვირვებაც, ამ ს დაცვაც და მისი სამუდამოდ მოშორება ძალაუფლებიდან,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ