ვახო სანაია: გულშემატკივრებმა ლუის ენრიკესა და მის გოგონას ეს ბანერი მიუძღვნეს

“შეიძლება, ბევრს არ ახსოვს. 2015 წელს ლუის ენრიკეს ბარსამ იუვენტუსი დაამარცხა. მოედანზე გამოვიდა მისი პატარა გოგონა ხანა (ქსანა) და მამასთან ერთად კლუბის დროშა მოედნის ცენტრში ჩაარჭო. ცნობილი კადრია.
2019 წლის მარტში ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები ასისტენტს გადააბარა, ივნისში კი ოფიციალურად წავიდა. თქვა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო. ის აღარ ჩნდებოდა საზოგადოებაში. არც სოციალურ ქსელში. ზოგადად, თავის პირად ცხოვრებაზე არასდროს ლაპარაკობდა. იმავე წლის აგვისტოში კი დაწერა, რომ მისი 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. მიზეზი – ოსტეოსარკომა.
დღეს კი გულშემატკივრებმა ლუის ენრიკესა და მის გოგონას ეს ბანერი მიუძღვნეს. მას მაისურიც აჩუქეს.
ძალიან ემოციური იყო.
ეს მისი ადრინდელი სიტყვებია :
,,ფიზიკურად ის აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სულიერად ყოველთვის ჩვენთანაა. ყოველდღე ვსაუბრობთ მასზე, ვიცინით და ვიხსენებთ, რადგან მჯერა, რომ ხანა გვიყურებს”.
ლუის ენრიკემ დააფუძნა ორგანიზაცია Fundación Xana და აქტიირად ეხმარება აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვებს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.