ვახო სანაია: ახლა უნდა გავასწროთ რუსეთს. ახლა, როცა ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდაა მსოფლიოში. ამას კი ერთადერთი რამ სჭირდება…

“ევროკავშირში ვერ შეხვალ, თუ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს.
ეს მოცემულობაა და არ შეიცვლება.
ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას. ამყარებს დიქტატურას. ესე იგი, სპობს ევროკავშირში შესვლის შანსს. რუსული კანონის გამო ფაქტობრივად ოფიციალურად შეჩერდა კიდეც ევროინტეგრაცია.
ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვერ განვითარდება, მოსწყდება ცივილიზებულ სამყაროს, ჩაიხრჩობა კორუფციაში, ვერასდროს ამოვა სიღატაკიდან, გამორიცხულია კეთილდღეობაზე ფიქრიც კი. გაწყდება უვიზო რეჟიმი და ასე შემდემ და ასე შემდეგ.
ახლა რაც შეეხება ნატოს.
ვერც იქ შეხვალ დემოკრატიის გარეშე, ანტიდასავლური კურსითა და შეიარაღებული ძალების თავსებადობის გარეშე.
ესეც მოცემულობაა და არ შეიცვლება.
ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას; ასუსტებს ჯარს, რომელიც მისი აზრით საერთოდ არ სჭირდება საქართველოს; მისი კურსი მკვეთრად ანტიდასავლურია. ესე იგი, აკეთებს იმას, რაც სრულად ეწინააღმდეგება ნატოს.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება აღარ ექნება. ამის შემდეგი ნაბიჯი დანარჩენ საქართველოშიც ს ბაზების შემოყვანაა მოსკოვის მოთხოვნით. მერე ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალური აღირების მოთხოვნა მოდის. ეს სამუდამოდ დამშვიდობებაა გაერთიანებულ საქართველოსთან. ამის შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ ? რუსის აქედან გაგდება როგორ უნდა მოხერხდეს, როცა აქ ჯარს დაგვიყენებს ?
ახლა, როცა ასეთი უნიკალური შანსია, ნაწილობრივ ოკუპირებული, ჯერ კიდევ ნეიტრალური სტატუსის მქონე მოლდოვა ფაქტობრივად გავიდა სამშვიდობოს და ფეხებიც ვერ მოსჭამა დასუსტებულმა რუსეთმა; სომხეთი აღარ ერიდება დასავლეთთან აქტიურ ურთიერთობას, ცდილობს რუსული ჭაობიდან ამოსვლას და ამას რუსეთი ვერაფერს უპირისპირებს; როცა ოკუპირებულ აფხაზეთშიც კი ხალხმა თავზე დაახია დემოგრაფიული სიკვდილის კანონი ,,აპარტამენტების შესახებ” და დასუსტებულმა მოსკოვმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა, ამ დროს ივანიშვილის საშუალებით პუტინი ახერხებს საქართველოს შეთრევას გავლენის სფეროში.
წარმოუდგენლად მაგარი შანსი იკარგება. ახლაა შანსი რუსული ჯოჯოხეთისგან გაქცევის. სწორედ ამას ნიშნავს ყბადაღებული შესაძლებლობის ფანჯარა, როცა რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
26 ოქტომბერს ეს რეალობა უნდა შემოვატრიალოთ ჩვენ სასარგებლოდ.
ვისაც სულელური ზღაპრების სჯერა და მართლა, გულწრფელად ფიქრობს, რომ ივანიშვილია მშვიდობის გარანტი, ერთ შეკითხვას დაგისვამთ – ივანიშვილი მარადიული არ არის, ერთ დღესაც აღარ იქნება, მერე რა ხდება ? რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილ, დასუსტებულ, ღატაკ ქვეყანას რა ელოდება ?
როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ ში ომი დასრულდება და ყველაფერი დალაგდებაო, აქ იმას კი არ გულისხმობს, რომ ჩვენსავით დარდობს უკრაინაზე. არა. იცით, რა აქვს მხედველობაში, რა სურვილს გვიმხელს – რუსეთი გამარჯვებული გამოვა, ამოისუნთქებს და მეც საბოლოოდ გადავუფორმებო მარტო დარჩენილ ქვეყანას, რომელსაც მომკითხავიც კი არ ეყოლება დასავლეთშიო.
ახლა უნდა გავასწროთ რუსეთს. თუ რუსეთმა ამოისუნთქა (რაზეც ოლოგარქი ოცნებობს) და ამ დროს აქ ივანიშვილიც იქნება, ქვეყნის შიგნით განადგურებული მოწინააღმდეგეების ფონზე ჩვეულებრივად ჩააბარებს მოსკოვს.
ამის შეცვლას თაობების მსხვერპლი დასჭირდება, თუ საერთოდ ოდესმე მოხერხდა ასეთი რამ. ამ პერსპექტივას გვიტოვებს – ანუ რეალური მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ნაცვლად ( რაც ძლიერი მეგობრებით, ევროკავშირითა და ნატოთი მიიღწევა) გვიტოვებს დაპყრობის, მონობისა და სიღატაკის მომავალს.
ეს კაცი საქართველოს განადგურების პარტიაა, რუსების კოზირია საქართველოში. როცა რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის შანსი მოგვეცა, ზუსტად მაშინ გვახევს მოსკოვი ქვეყანას ერთი კაცის საშუალებით – ივანიშვილია მისი ერთადერთი შანსი საქართველოში. სხვა არაფერი.
ახლა უნდა გავასწროთ რუსეთს. ახლა, როცა ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდაა მსოფლიოში. ამას კი ერთადერთი რამ სჭირდება – 26 ოქტომბერს ამ რუსი ოლიგარქის ჩამოცილება ძალაუფლებიდან. ყველაფერი ჩვენს ხელშია – ბიულეტენის მშვიდად გაფერადებით ვიბრუნებს უნიკალურ შესაძლებლობას, ქვეყანაში დაისადგუროს რეალურმა, ხანგრძლივმა მშვიდობამ და, ბოლოს და ბოლოს, გვეღირსოს ნორმალური, უსაფრთხო და დაცული განვითარება,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.