ვახო ნიკოლავა: დღეს რა შუაშია, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების მიჯნაზე, საპატრიარქოს დუმილზე გამახსენდა…

“დღეს რა შუაშია, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების მიჯნაზე, საპატრიარქოს დუმილზე გამახსენდა…
საქართველოში 3000 მდე მღვდელია, აქედან, ალბათ მინიმუმ მესამედს ანუ 1000 მღვდელს კისერზე 600-700 გრამიანი ოქროს ჯაჭვი და ჯვარი კიდია.
ოქროს დღევანდელი ფასი მსოფლიო ბირჟაზე 85 დოლარია, ანუ ამ მღვდლებს, კისერზე კიდიათ 55 მილიონ დოლარზე მეტი. თვალსაჩინოებისთვის ასე იწერება ამდენი მილიონი 55.000.000$. თვითონ კი ქადაგებენ მოხვეჭა ცოდვააო, მრევლო, თქვენ ღარიბები იყავითო.
“არავის შეუძლია ორი ბოროტის მონობა. ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან ერთს დაუკავშირდება და მეორეს შეიგნებს. ვერ შეძლებთ ღმერთისა და სიმდიდრის ერთდროულად მსახურებას” მათეს სახსრება.
55 მილიონი დოლარი, ანუ მღვდლებს რაც კისერზე კიდიათ, 10000 ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს, რომ გაუნაწილო, თითოს, 5500 დოლარი შეხვდება, ანუ 15 000 ლარამდე და ვინ იცის, რამდენი წლით გადარჩეს, თან თუ ვასწავლით, როგორ გამოიყენოს სწორად ეს ფული!
ამას დაუმატეთ ოქროს სხვა ნივთები, რომლებიც ოხრად აქვთ, ძვირადღირებული მანქანები, რეზიდენციები, მიწები და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი სიკეთე შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა ხალხს, გაჭირვებულ ხალხს, მშიერ ბავშვებს!
აი რატომ დუმან! აი, რატომ არიან, ღმერთის კიარა, ყველა ხელისუფლების მსახურები! ღმერთო მაპატიე, მაპატიეთ თქვენც, ვისაც ეს სიტყვები არ გეკუთვნით, მაგალითად თქვენ, ჩემო სამაგალითო Archimandrite Demetre
უნდა დავუბრუნდეთ 1103 წელს და გავმართოთ რუის-ურბნისის კრება!” წერს სოციალურ ქსელში მეწარმე ვახო ნიკოლავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს